მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » My Contest
4:01 PM
My Contest
✯My Contest
ツNew Year

ახალი წელი-დღესასწაული რომელსაც ყველა სიხარულით ვხვდებით და მისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით..ყოველ წელს ვცდილობთ,რომ წინა წლისგან განსხვავებული დეკორაციებით მოვრთოთ სახლი და ლამაზი ფერები შევმატოთ მას ახალი წლის შეხვედრისთვის...
რათქმაუნდა ახალ წელსაც აქვს თავისი ტრადიციები:ნაძვის ხის მორთვა,საახალწლო სუფრის გაშლა,თოვლის ბაბუა/სანტა კლაუსი და სხვა...
საქართელოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მე-18 საუკუნეში შემოვიდდა...მაგრამ ის ისტორია,რომლის მიხედვითაც ეს ხე ახალი წლის სიმბოლოდ იქცა ყველასთვის ერთია:

მაშინ, როდესაც წმინდა მარიამი და ახალშობილი იესო რომაელებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, დედა-შვილს თავი ტყის პირისთვის შეუფარებია...

მდევრებმა მათ კვალს მიაგნეს და როდესაც ტყემდე მიაღწიეს, დაუცველად დარჩენილ ჩვილიან ღვთისმშობელს ნაძვმა მძიმე წიწვიანი ტოტი ჩამოაფარა...
ამ ამბის გამო, მარად მწვანე ნაძვს, შობა- ახალი წლის სიმბოლოდ თვლიან...
ახალ წელს ბავშვები მოუთმენლად ელიან თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის საჩუქრებს..
სანტა კლაუსი , ანუ წმინდა ნიკოლასი, — გვიან ჩრდილოეთ ამერიკულ ტრადიციებში შობაზე ბავშვებს საჩუქრებით ახარებს. სიტყვა სანტა-სლაუსი წარმოიშვა წმ. ნიკოლოზის ჰოლანდიურიტრანსკრიპციისაგან. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე კათოლიურ სამყაროში 6 დეკემბერია, ხოლო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში -19 დეკემბერი.
საქართველოში ყოველი ახალი წლის ღამეს მეკვლის შემობრძანებას სიხარულით ეგებებიან:
მეკვლის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოყვება, რომელსაც დღესაც იცავენ. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს. ამ სტატუსს ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცი ითავსებს. თუმცა ძველად მეკვლის ოჯახში შესვლა მთელ ერთ, დიდ რიტუალს წარმოადგენდა. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა. დღესაც თანამედროვე ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.
საახალწლო სუფრას ყოველთვის მრავალფეროვნად ვშლით...
საახალწლო სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, სამშვენისები, გემრიელი კერძები, ტკბილეული და სადღესასწაულო სასმელები.
2013  წელი ბედნიერი ყოფილიყოს ყველა თგვენგანისთვის <3 ყველა თქვენი სურვილი აგსრულებოდეთ...და ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ <3
იმედია მოგეწონათ <3 ვიცი საახალწლო თემა უკვე იდო,მაგრამ ჩემი იმ თემისგან რადიკალურად განსხვავდება,გთხოვთ დამიკომენტარეთ :*
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1244 | დაამატა: mariaroxie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2012-12-30 Spam
ნინო რა., me davde iqac ogond sxva niki maqvs iq...