მუსიკა მხოლოდ მელოდია არაა , როდესაც მღერიხარ უნდა გესმოდეს
და შეიგრძნობდე მას ... ადამიანებმა უკვე დაკარგეს გემოვნება , უსმენენ უაზრო და
არაფრისმთქმელ სიმღერებს, არ ესმით მათი შინაარსი და გონიათ რომ რაღაც სასწაულს
მღერიან, დაივიწყეს ის ლეგენდები ან თუნდაც ისინი რომლებიც აზრიან სიმღერებს
წერენ... ალბათ დამეთანხმებით რომ მომაბეზრებელია სიმღერაში ერთდაიგივე ციტატების
სმენა, მომაბეზრებელია მათი თუნდაც სიმღერა .. ნამდვილი სიმღერა რომელშიც დიდი
აზრი დევს არასოდეს არ გბეზრდება ,, ეხლა რატომ ვწერ ამას , არიან ისეთებიც
რომლებიც ჩაწერილ სიმღერაში კარგად მღერიან ხოლო ''ლაივში'' სრული ამ სიტყვის
მნიშვნელობით ბღავიან , ნამდვილი მომღერალი თუნდაც ლაივშიც ისევე მღერის როგორც
ჩაწერილში , მემგონი დროა რომ გაიზარდოთ და დაიწყოთ ისეთი სიმღერების მოსმენა
რომელებიც კრეატიული და ნამდვილად მხატვრული ხერხით არის შედგენილი ... ეხლა კი
მინდა მოგასმენინოთ ყველა ის ლაივ შესრულება და სიმღერა რომელშიც დიდი აზრია
ჩადებული და ნამდვილად იმსახურებს უფრო მეტი მსმენელი ყავდეს ვიდრე ერთ ჩვეულებრივ
უაზრო სიმღერას ,, ახლანდელი თაობა მხოლოდ მელოდიას აქცევს ყურადღებას , ასე არ
შეიძლება დროა გაიზარდოთ.
1. Lana Del Rey - Born To Die
(ლაივშიც კი უმშვენიერესი და სასიამოვნო ხმა აქვს)
2. P!nk - Just Give Me a Reason
3. Jason Mraz - Life's Wonderful
4. Park Shin Hye & Jang Keun Suk - Fly Me To The Moon
(ერთი კორეელი რომ არ გამერია არ შემეძლო ;დ)
5. The Beatles - Hey Jude
(მათ ვერ გამოვტოვებდი)
იმედია მოგეწონათ ... იმედია თქვენი აზრი ჩემსას ემთხვევა , რამე თუ არ მოგეწონათ თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ.