Music Is My Life ♥♥
არ მინდა ჩემი ლაყბაბოთ თავი მოგაბეზროთ და ბოლომდე წაიკითხეთ...ეს ცოტა პატარა ჩანახატსაც გავს მაგრამ უფრო კლასიკას ეხება... იმედია მოგეწონებათ.....
პატარა ვიყავი როცა მუსაკაში შემიყვანეს არ მინდოდა...ალბათ ასეა ყველა ვინც მუსაკაზე დადის... ამჟამად კიდევ მე მეექვსე კლასი დავამთავრე და ვაგრძელებ.... ამ ბოლო წელს შემიყვარდა კლასიკა სიგიჟემდე... ბეთჰოვენი,ჰაიდნი,შოპენი,ბახი,ჩერნი... ეს კომპოზიტორები ხომ მრავალი წლის უკან მოღვაწეობდნენ, მაგრამ დღესაც უამრავმა ადამიანმა იცის მათი შემოქმედება... შეიძლება არც იცოდეს მაგრმ ფილმში მონასმენი ჰქონდეს... ვისაც ვკითხე არავინ არ აგრძელებს... იცით გააჩნია როგორი მასწავლებელი გასწავლის.... მასწავლებელმა უნდა შეგიქმნას შენი მუსიკის სამყარო სადაც მხოლოდ შენ და მუსიკა იქნებით..... ეს ბოლო ერთი წელია მუსიკა ჩემი მეორე სამყაროა.. მის გარეშე ვეღარ ვძლებ..... ვუსმენ არამარტო როკს ან ბლუზს.... სიგიჟით და სიამოვნებით მეძინება შოპენის და გლიერის ნაწარმოებებზე.... ზოგიერთი ადამიანი გოგოს ან ბიჭს სილამაზის მიხედვით არჩევს.. ზოგი კიდე იმ ადამიანის სულიერ სილამაზეს უყურებს... ეს სიმღერაა რაა??? თუ არ დაგანახა როგორია ადამიანია... (გააჩნია როგორ მღერის :D) ნაზი ტკბილი ხმა,იმ დროს მე ნამდვილად არაფერი მირჩევნია... რაც კი ყველაზე მეტად მსიამოვნებს ეს იავნანა და ავე მარიაა... სიგიჟემდე მიყვარს მუსიკა და ჩემი ტკბილი მოგონებებიც მასთან კავშირდება...
ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ნაწარმოები რომელიც მე ძალიან მომწონს.... P.S.იმედა ბოლომდე მოისმენთ ზოგიერთს მაინც........ VIDEOS
|