მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » Muse
0:55 AM
Muse
მიუზი (ინგლ. Muse; ქართულად ნიშნავს მუზა-ს) — ინგლისური როკ ჯგუფი დივონის საგრაფოს ქალაქ ტინმაუსიდან. ჩამოყალიბდა 1994 წელს. მისი წევრები არიან მეთიუ ბელამი (ვოკალი, გიტარა, კლავიში), კრის უოლსტენჰომი (ბას-გიტარა, კლავიში, ვოკალი), და დომინიკ ჰოვარდი (დრამი, დასარტყამი ინსტრუმენტები და პერკუსია). ბოლო დროს, ალბომის, Black Holes and Revelations პერიოდში მორგან ნიკოლსი მონაწილეობდა ცოცხალი წარმოდგენების დროს გიტარასა და კლავიშზე დაკვრით. 
მიუზი 1994 წელს დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში, ქალაქ ტინმუტში ჩამოყალიბდა. მეთიუ, დომინიკი და კრისი ტინმუტის სკოლის სხვადასხვა ჯგუფებში უკრავდნენ. შემდეგ მეგობრები ერთად შეიკრიბნენ და ახალ ჯგუფს გაუკეთეს ორგანიზება, რომელსაც თავდაპირველად სხვადასხვა სახელი– Gothic Plague, Carnage Mayhem, Fixed Penalty, Rocket Baby Dolls ერქვა, საბოლოოდ კი სახელწოდება მიუზი შეურჩიეს. 

ფორმირებიდან რამდენიმე წელში მათ კონცერტები ლონდონში და მანჩესტერში გამართეს, სადაც ხმისჩამწერი სტუდიის Sawmills მფლობელი დენის სმიტი გაიცნეს და მასთან კონტრაქტი გააფორმეს. 
ჯგუფის პირველი EP ლეიბლის Dangerous ხელშეწყობით ჩაიწერა. მეორე – Muscle Museum კი, 1999 წლის იანვარში გამოვიდა და ბრიტანული გავლენიანი მუსიკალური ჟურნალისტის და რადიოს „Radio One" დიჯეის, სტივ ლამაკის, ყურადღება მიიქცია. ნაციონალურ რადიოში პირველმა სწორედ მან გაუშვა ჯგუფის მუსიკა რადიოეთერში 
მოგვიანებით დენის სმიტმა ხმისჩამწერი სტუდია Taste Media დარსა, რომელშიც ჯგუფმა სამი ალბომი ჩაწერა. დიდ ბრიტანეთში სტუდიამ Taste Media ევროპელ და ავსტრიელ ლებლებთან რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა. პირველი ალბომის Showbiz გამოსვლისთანავე, ჯგუფი საკონცერტო ტურნეზე გაემგზავრა. (მათთან ერთად იყვნენ ჯგუფები: Foo Fighters და Red Hot Chili Peppers. 2002 წლის ნოემბერში, ჯგუფმა პროდიუსერებთან ჯონ კორნფილდთან და პოლ რივთან ერთად, მეორე ალბომის მხოლოდ ოთხ სიმღერაზე იმუშავეს. დანარჩენი სიმღერები კი ამერიკელ პროდიუსერთან, რიჩ კოსტთან, ერთად ჩაწერეს. იმავე წელს ჯგუფი ორდისკიან ალბომზე Origin of Symmetry იწყებს მუშაობს. 
2003 წელს ახალი ალბომი Absolution გამოვიდა, რომელიც წინა, აგრესიული ალბომებისგან გასნსხვავებით, ნაზი და ლირიული კომპოზიციებით გამოირჩეოდა. 

2006 წლის 2 ივლისს ჯგუფის ყველაზე კომერციული და წარმატებული მეოთხე ალბომი Black Holes and Revelations წარუდგინეს მსმენელს, რომლის 100 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ორი წლის შემდეგ კი ახალი ალბომი HAARP Live From Wembley Stadium ჩაწერეს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: CD დისკი, 16 ივნისის კონცერტის აუდიოჩანაწერით და DVD დისკი, 17 ივნისის კონცერტის დოკუმენტური კადრებით. 
2008 წელს დემო–კასეტა Newton Abbot Demo Tape გამოვიდა, რომელშიც 1996 –97 წლების პერიოდის მუსიკაა ჩაწერილი. კასეტა აუქციონზე 740 ინგლისურ ფუნტად (1480 ს.შ.შ. დოლარი) გაიყიდა. 2009 წელს კი გამოვიდა ალბომი The Resistance, რომელმაც ჯგუფის პოპულარობა უფრო განამტკიცა. 
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 668 | დაამატა: Mariam♥)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-12-24 Spam
Sopio Kipshidze, rac chamotvale maqedan ramodenime mec momwons da metalicashi manowarii miiyvars <3