მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 7 » MTV Video Music Awards 2012: Best and Worst Fashion
7:54 PM
MTV Video Music Awards 2012: Best and Worst Fashion
გთავაზობთ MTV-ს VMA 2012-ის საუკეთესოდ და ყველაზე ცუდად ჩაცმულ სელებრითებს Celebuzz-ის ვერსიით
   



Video Music Awards-ის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მოლოდინით აღსავსე ნაწილი წითელი ხალიჩაა, სადაც დადებითად ან უარყოფითად ფასდება ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილი.
  
წარმოგიდგენთ 2012 წლის დაჯილდოვების საუკეთესოდ და ყველაზე ცუდად ჩაცმულ სელებრითებს Celebuzz-ის ვერსიით



Best: Taylor Swif 
გლუვ თეთრ J.Mendel-ის კოსტიუმსა და შარვალში გამოწყობილი ქანთრი მომღერალი დრამატული წითელი ტუჩებით როგორც ჩანს, ცდილობდა ყველასთვის დაენახებინა, რომ ის გაიზარდა. მესიჯი მიღებულია.


Worst: Miley Cyrus
საირუსი ხალიჩაზე პინკისა და ცოტათი 80-იანი წლების პანკურ ვარცხნილობას მიმსგავსებული ახლად შეჭრილი ქერა თმებით, შავი Emillio Pucci-ს კაბითა და კბილანებიანი საყურეებით წარსდგა. სამწუხაროდ, 19 წლის მომღერალი გრძელსახელოიანი კაბით მორტისია ადამსს ჰგავდა და სულაც არ შეესაბამებოდა მის ასაკსა და სტილს. 


Best: Rihanna
ახალი თმა, ახალი გარეგნობა. რიანა გამოიყურებოდა სექსუალურად და ელეგანტურად თეთრ კაბასა და მინიმალურ აქსესუარებში. 


Worst: Nikc Minaj
როგორც ჩანს, ნიკიმ ამოარჩია გასული წლების ყველაზე ცუდი ლუქები ცუდთა შორის და მათი კომბინირება მოახდინა. ბრჭყვიალა კომბინიზონით დაწყებული პოლიციელის ქუდითა და 80-იანი წლების ყვითელი თმებით დამთავრებული მინაჟი ამტკიცებდა იმ გამოთქმას, რომ ,,რამდენიმე ცუდი კარგს ვერ შექმნის''. 

Best: Katy Perry
პოპ-ვარსკვლავი მართლა შოკისმომგვრელად გამოიყურებოდა Elli Saab-ის გრძელ შავ კაბაში, რაც სრულიად განსხვავდება მისი ჩვეული ვარდისფერი და შინდისფერი სამოსელისგან.


Best: Emma Watson
The Perks Of Bein A Wallflower-ის ვარსკვლავმა რისკი გაწია ფერადი Peter Pilloto-ს კაბის ჩაცმით, მაგრამ ამან გაამართლა. ის შესანიშნავად გამოიყურება.


Worst: Amber Rose
ემბერ როუსი, რომელმაც დაჯილდოვებაზე გამოაცხადა თავისი ორსულობის შესახებ, იქ არც ისე კარგად გამოიყურებოდა მაღალყელიან და გრძელმკლავიან კაბაში. 


Best: Alicia Keys
ქეი ხალიჩაზე ანათებდა ცალმკლავიანი კაბით. მან ამჯობინა გრძელი და ღრმად ჩახსნილი კაბის ჩაცმა, რაც ხაზს უსვამდა მისი ფეხების ტონუსს. 


 Worst: Kesha
კიდევ ერთი სტილის ქამელეონი. ძლივს ვიცანით გრძელ ქერა თმებში, მაგრამ არც ისე კარგი იყო. ეს ლუქი პორნოსტარს უფრო შეესაბამება, ვიდრე სექსუალურ პოპ ვარსკვლავს. ეს მინი კაბა ყინულის მოცეკვავეებს უფრო შეეფერებათ.

Best: Pink
ახალმა დედამ დაგვანახა თავისი სხეული სტელა მაკარტნის კაბაში, რომელიც მას ზუსტად ერგებოდა. 


Wors: Rita Ora
მიუხედავად იმისა, რომ შარვლები ამ სეზონზე მოდურია, ორას ბრჭყვიალა Pucci-ს კოსტუმი კაბაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. 


Best: Kat Graham
სეზონის ფერებში გამოწყობილი გრეჰემი ატლასის კოსტიუმითა და ლეოპარდის ბიუსტით იდეალურად მიქსს წარმოადგენდა სექსუალურობისა და დახვეწილობის.


იმედია მოგეწონათ =)) 
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 850 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
2012-09-08 Spam
Kargi siaxlea ^^ ))
Yvelaasii Zustadaa Dasaxelebuli Me Vetanxmebi Mat Gadawyvetilebas ;d