მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 21 » News✓
0:45 AM
News✓
MTV-მ რიანას როკ-ვარსკვლავის ტიტული მიანიჭა 
 
მუსიკალურმა ტელეარხმა MTV-მ მომღერალი რიანა წლის "როკ-ვარსკვლავად" დაასახელა. ეს ტიტული ბარბადოსელ შემსრულებელს 2012 წელს მუსიკალურ ჩარტებში მოპოვებული წარმატების და სკანდალური პირადი ცხოვრების გამო ერგო. 
MTV-მ აღნიშნა, რომ ვარსკვლავმა ეს ტიტული "თამამი მიდგომისთვის, უხამსი სიმღერებისთვის და გამბედაობისთვის დაიმსახურა. ის აკეთებდა, რაც უნდოდა, როცა უნდოდა და ვისთან ერთადაც უნდოდა". რიანა წლის განმავლობაში 7 ქვეყანას ესტუმრა და კვირაში 7 შოუს დგამდა. ტელეარხის აზრით, ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ მომღერალს "როკ-ვარსკვლავის" სტატუსი მიენიჭოს. 
MTV-ს განცხადებაში ისიც აღინიშნა, რომ ყოფილ საყვარელთან, კრის ბრაუნთან შერიგება მომღერლის გამბედაობას ამტკიცებს. 
 
 
"მაშინ როცა სხვა ვარსკვლავები ყოველ ნაბიჯს ზომავდნენ, რიანას არ რცხვენოდა თავისი თავის და თამამი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც რიანასგან ყველა ველოდით. მან შეძლო და სამი წლის განმავლობაში კრისტალურად სუფთა პოპ-ვარსკვლავიდან ბინძურ როკ-მომღერლად იქცა", - აღნიშნულია ტელეარხის განცხადებაში. 

Billboard-მა ადელი "წლის შემსრულებლად" დაასახელა 
ამერიკულმა ჟურნალმა, Billboard-მა წლის საუკეთესო მუსიკოსების სია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი და "წლის შემსრულებლის" ტიტული ბრიტანელ მომღერალ ადელს ერგო. ადელმა პირველობა არ დაკარგა იმის მიუხედავად, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ "ბონდიანას" მორიგი ფილმისთვის ჩაწერა საუნდტრეკი. გარდა ამისა, ადელმა ჟურნალის სხვა ნომინაციებშიც გაიმარჯვა, მათ შორის კატეგორიებში "საუკეთესო ალბომი" და "წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი". 
ფინალისტთა ხუთეულში ლედი გაგა, ლილ უეინი, კეტი პერი და რიანა მოხვდნენ. 
გამოცემამ ”საუკეთესო დებიუტანტებად” ბრიტანული ბენდი One Direction-ი დაასახელა, ხოლო საუკეთესო პოპ ჯგუფის წოდება Maroon 5-ს ერგო. საუკეთესო სიმღერად Somebody That I Used To Know-ი დასახელდა, რომელსაც Gotye ასრულებს. 

პაპარაცი!

Harry Styles 


 






 


Jessica Alba 



  

image image image image
დაამოწმა❤:Tày
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 695 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-12-21 Spam
sisulelea rok varskvlavi imitom rom bevr koncertebs atarebda da uxams sityvebs xmarobda??? au ra jandabaa am xaxlxs tvini ar aqvt?