მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 11 » მსოფლიოს ბედი მომავალში. :))
9:56 PM
მსოფლიოს ბედი მომავალში. :))
 

 
2014 წელს დასრულდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დაიწყება ჩემი წინასწარმეტყველებების ასრულება.

2015 წელს ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი არ შეეხო.

2016 წელს ოსკარების ცერემონიაზე დააწესებენ ახალ ნომინაციას: "ყველაზე საწყალი ფილმი”, 2017 წელს კი ქართული ფილმი პირველად აიღებს "ოსკარს”.

"
რაც ყველაზე ძალიან გვინდა...ყველაფერი კარგად იქნება"
2020 წელს გადაშენდება მწვანე ევგლენასა და ცისარტყელასებური ციხლაზომას ყველა სახეობა.

2021 წელს იაპონელები გამოიგონებენ დაჭყეტილ თვალებს.

2022 წელს მოგვცემენ "ნეწგპ”-ს (”ნატოში ერთ წელში გასაწევრიანებელ პროგრამას”).

2023 წელს ზარზეიმით აღინიშნება ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი და სააკაშვილი დაგვპირდება, რომ აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს, ოსეთს, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს…

2023 წელსვე თბილისი გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო.

2024 წელს მეტიუ ფოქსი უარს განაცხადებს "დაკარგულების” მე-20 სეზონში გადაღებაზე.

2025 წელს ედუარდ შევარდნაძე თავს შეუძლოდ იგრძნობს.

2026 წელს მოდიდან გადავა მაისურები ცენტრში წარწერით: "UNITED COLORS OF BENETTON”.
"ძალიან ნაცნობი და ახლობელი..."

2
027 წელს ყველას ყელში ამოუვა "ნოკიას” საფირმო მუსიკა.

2028 წელს გამოვა ახალი ბესტსელერი "ჰარი პოტერი და მუწუკებიანი სოკოს ნახარში”. ჯოან როულინგი დაგვპირდება, რომ ეს ჰარი პოტერზე შექმნილი ბოლო წიგნია.

2029 წელს მარსიდან ჩამოვა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი და იმღერებს "ჩაკრულოს”.

2030 წელს ბავშვები კომპიუტერებთან ერთად დაიბადებიან.

2031 წელს "გაერო” მიხვდება, რომ ტყუილად არსებობს.

2032 წელს თავისუფლების ქანდაკებას ხელი დაეღლება და ჩირაღდანს ოკეანეში ჩააგდებს.

2033 წელს პიზის კოშკს შეეტაკება 10 ტერორისტული თვითმფრინავი და არაფერი დარჩება მთელი… გარდა პიზის კოშკისა.

"მე იგივე ვარ მარად და მარად..."
2034 წელს გაირკვევა, რომ მონა ლიზა ჯოკონდა და ვინჩის კარის მეზობელი იყო.

"არადა ავტოპორტრეტიაო..."
2035 წელს ქართულ ენაში არც ერთი ქართული სიტყვა აღარ დარჩება.


2036 წელს მათემატიკის ამოცანა დაიწყება ასე: დაბალი, 30 კმ/წამში სიჩქარი მოძრავი მანქანა, რომელიც…

2037 წელს ვენერას პლანეტა გაიგებს, რომ საქართველოში ბევრი მოსახელე ჰყავს და გაუხარდება.

2038 წელს "კომედი შოუს” კოლექტივი გადაწყვეტს ახალი გადაცემა გააკეთოს.

ჩვენი დევიზი: "ყველაფერი ახალი მაინც კარგად დავიწყებული ძველია და რა აზრი აქვს?!"
2039 წელს უკანასკნელად დაიწყებენ "სკაიპში” დიალოგს "HI, როგორ ხარ”-ით…

2040 წელს გავხდები ორმოცდაათი წლის.

2041 წელს ანჯელინა ჯოლის შვილები და ნაშვილებები შექმნიან საფეხბურთო გუნდს პრემიერ-ლიგაში და "ბრედოვიჩ”-ს დაარქმევენ.

2042 წელს ოფიციალურად გაიხსნება მტკვრის საქალაქო კანალიზაცია.

"სატურნი"

2
043 წელს პლანეტათა ოლიმპიადაზე "ჰულა ჰუპის” ტრიალში ოქროს მედალს მოიპოვებს სატურნი, დედამიწა და იუპიტერი კი პროტესტს განაცხადებენ, "გალაქტიკა მოსამზადებლად სათანადო პირობებს არ გვიქმნისო"

2044 წელს გამოვუშვებ ჩემი სახელის და გვარის მქონე წინასწარმეტყველურ გაზეთს, გავაკეთებ რეკლამას ტელევიზიაში და იმას დავწერ, რასაც მთავრობა მთხოვს…

2047 წელს მიხეილ სააკაშვილი მორიგ შესწორებას შეიტანს კონსტიტუციაში და კანონის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ერთი და იგივე პრეზიდენტის ზედიზედ მეცხრედ არჩევა.

2047 წელსვე "უცნობი” პროტესტის ნიშნად დაანგრევს საკანს.

"თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა..."
2048 წელს სიმღერა "I BELIEVE, I CAN FLY” იეღოველების ოფიციალური ჰიმნი გახდება…

2049 წელს ბრაზილიაში მოხდება დიდი წყალდიდობა და მთელ ბრაზილიას ჩვენ შევიფარებთ, 2052 წელს კი ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.


2054 წელს მთვარეს ტრიალისგან თავბრუ დაეხვევა და დედამიწას გადმოარწყევს.

2055 წელს მზე დედამიწისგან სინათლის და სითბოს გადასახადს მოითხოვს და მეტეორის ხელით ქვითარს გამოუგზავნის.

2058 წელს დედამიწას დაერქმევა ჩინეთი.

2059 წელს თემქა და გლდანი მოახდენენ მუხიანის ოკუპაციას, მოითხოვენ ავტონომიას და გამოეყოფიან თბილისს.

2060 წელს მთვარიდან ჩამოვა ორკბილა, ოთხნესტოიანი არსება და განაცხადებს, რომ ეძებს მამას, რომლის გვარია არმსტრონგი.

"ერთი პატარა ნაბიჯი ჩემთვის, უდიდესი ნაბიჯია კაცობრიობისათვის"
2076 წელს გაიხსნება ახალი საიტი однопланетяни.ear (earth-ის დომენი).


"ახალი საიტის ახალი ლოგო"

2077 წელს რუკაზე გაჩნდება ვენეციის ზღვა.

2088 წელს ერთ-ერთი მეცნიერი (სახელს ვერ ვხედავ), დაამტკიცებს, რომ "ისინი ადამიანებისგან წარმოიშვნენ”.

2099 წელს ყველას გვექნება წვრილი თვალები, ვილაპარაკებთ ინგლისურად და შევჭამთ "მაკდონალდსის” "ნაგავს”.

"გლობალიზაციის შედეგი"
2100 წელს გაჩნდება ახალი დაავადება, "ყანყრატოს ქავილი”.

2101 წელს დედამიწისკენ დაიძრება უზარმაზარი მეტეორი და ბრუს ვილისი უკვე მკვდარი იქნება.

"ყოვლისშემძლე ბრიუსი"
2102 წელს მთელი კაცობრიობა შეეხიზნება მთვარეს.

2103 წელს…

….არ გკიდიათ რა იქნება?!

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 686 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-06-12 Spam
Georgian Dream, LiLeko.LoVe.TwIlIgHt .., Vaimeee Mec Gamecinaa Srulii Idiotobaaa D: biggrin :D biggrin Da Dakopirebulic Roaaa Magaze Ho Saertodddd biggrin D: biggrin :D