მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 15 » მოულოდნელი სიყვარული 6
7:04 PM
მოულოდნელი სიყვარული 6
-ანი,როგორ ხარ? ნიკა ვარ 
-ვააა ნიკააა,კარგად შენ? 
-მეც არამიშავს,შეიძლება ხვალ კაფეში შევხვდეთ 4-ზე? 
-კი და რა ხდებაა? 
-რაღაც უნდა გითხრა,გთხოვ მოდი დაგელოდები. 
ემოციებისგან დატვირთულს წერა არ შემეძლო.პასუხი აღარ მიმიწრია.ერთდროულად ვგრძნობდი უზომო ბედნიერებას და არანაკლებ გაკვირვებას.რაზე უნდა დამლაპარაკებოდაა?ჩემთან რა საქმე უნდა ქონოდა? გაოცებული ვიყავი. 
ქვემოდან დედას ხმა მომესმა: 
-ანი ჩამოდი დროზე შენთან საქმე მაქვს,-მკაცრი ხმა მქონდა,ცოტა შემეშინდა.ნეტა რა უნდა გავიფიქრე და ფეხის ათრევით წავედი.დედას ხმა მაშინებდა. 
-დაჯექი,-მკაცრი ტონით მითხრა. 
-დე,რა ხდება?-ცნობისმოყვარეობა მკლავდა.დედა ასე მკაცრად არასდროს მელეპარაკებოდა. 
-გახსოვს რომ დამპირდი სიყვარული რომ მეწვევა პირველი შენ გეტყვიო?-მივხვდი რაზეც მელაპარაკებოდა. 
-კი მახსოვს,-თავი დავხარე,თვალებში ვერ ვუყურებდი. 
-მერეე? რატმომ არ მითხარი რომ შეყვარებული ხარ? ხომ იცი რომ არ აგიკრძალავდი?რატომ არ მითხარი? ხმა ამოიღეე,-ახლოს მოვიდა და გვერდზე მომიჯდა.მხარზე ხელი მომიხვია.მის კალთაში ჩავრგე თავი და ავქვითინდი.რატომ არ ყუვებოდი დედას ამ ამბავს? ის ხომ საუკეთესო მრჩეველი იყო,თანაც მშვენივრად ვიცოდი რომ ის არაფერს არ ამიკრძალავდა.თავის გასამართლებელი საბუთი არ მქონდა. 
მე და დედა კარგა ხას ვიჯექით ჩახუტებულები.ყველაფერი ვუამბე რასაც ვგრძნობდი და რაც თავს გადამხდა.გასაოცარი შვება ვიგრძენი.ისიც ვუთხარი რომ ხვალ მასთან შესახვედრად მივდიოდი. 
-წადი და გაიგე იქნებ რა უნდა? 
-დე უზომოდ მიყვარხარ,-მაგრად ჩავეხუტე და ვაკოცე,-წავალ დე დავიძინებ,ძალიან დავიღალე. 
-წადი,ჩემო ანგელოზოო,-დედა ძალიან თბილი ადამანი იყო,ყოველთვის მაოცებდა მისი ეს თვისება. 
-მიყვარხარ,-ვუთხარი და ოთახში ავირბინე.როგორც კი ბალიშზე თავი დავდე მაშინვე დამეძინა.არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. 
დილით დედას ხმა გავიგონე: 
-ანი,ადექი სკოლაში დაიგვიანებ.ჩაიცვი და ჩამოდი,-ძლივ ავდექი,მოვწესრიგდი და დაბლა ჩავირბინე.ვისაუზმე და სკოლაში წავედი.მთელი დღე თავლებს აქეთ იქით ვაცეცებდი,მაგრამ ის ვერსად ვნახე.გაკვეთილები საშინლად გაიწელა.ძლივ დადგა სახლში წასვლის დრო.ვჩქარობდი.მინდოდა თავი მომეწესრიგებინა.განსაკუთრებულად ჩაცმას არ ვაპირებდი.კარადა გამოვაღე და შესაფერისი თანისამოსის ძებნა დავიწყე. 
კარგა ხანს ვფიქრობდი რა ჩამეცვა, ბოლოს კარადიდან ლურჯი ჯინსი და თეთრი მაისური გამოვიღე,ფეხზე კეტები ჩავიცვი და შეხვედრაზე გავეშურე. 
მალე მივედი,კაფე ახლოს იყო.ნიკა კუთხეში იჯდა.ფრთხილად მიუახლოვდი და წინ დავიჯექი. 
-ანი რა კარგია ხომ მოხვედი,-გახარებული ჩანდა-არ მეგონა თუ მოხვიდოდი. 
-რატომ?-პასუხი მეც მშვენივრად ვიცოდი. 
-იცი მინდა ბოდიში მოგიხადო,-თავლები გამიფართოვდა გაოცებისგან. 
-კი მაგრამ რისთვის. 
-ვიცი როგორ გატკინე გული ჩემი ქცევით,მაპატიე გთხოვ,საშინელი ადამიანი ვიყავი,მართლა შევიცვალე და იცი...-გაჩერდა,ვეღარ დაამთავრა.ველოდებოდი როდის დაამთავრდება,გაოცებული ვუყურედბი,ვერაფერს ვამბობდი.ნუთუ მართლა იმის თქმას აპირებდა რაც მე გავიფიქრე?მერე ისევ გაგრძელა: 
-იცი მთელი ზაფხული ვცდილობდი თავიდან ამომეგდო შენზე ფიქრი,მაგრამ ვერ შევძელი,და იცი მგონი მომწონხარ და მინდა შენთან მქონდეს ურთიერთობა,-ისე მომაყარა ეს ყოველივე,განალიზებაც ვერ მოვასწარი,ავღელდი,ისიც აღელვებული და დაბნეული ჩანადა,პასუხს ელოდა.კარგა ხანს ვიჯექით ასე ჩუმად,ბოლოს სიჩუმე ისევ მან დარღვია: 
-არ მაპატიებ? გთხოვ ერთი შანსი მომეცი და დაინახავ სინამდვილეში როგორიც ვარ,გთხოვ,ანი,მჭირდები,ვერც კი წარმოიდეგნ შენმა ჩახუტებამ როგორი შვება მომგავარა გუშინ.ძალიან მჭირდები უარს ნუ მეტყვი გთხოვ,-უხმოდ ავდექი მივუახოვდი და მაგრად ჩავეხუტე,მანც თბილი გრძნობით მიპასუხა.როგორ იქნა ნატვრა ამიხდა და ამდენი ხნის შემდეგ მასთან ვიყავი. 
ამ მომენტიდან დაიწყო ჩემი ბედნიერების ხანაა. 
როგორც კი სახლში მივედი დედამ ყველაფერი გამომკითხა,მეც დაწვრილებით მოვუყევი,ბედნიერი იყო ასეთ გახარებულს რომ მხედავდა.მარისაც გაიგო და მასაც უზომოდ გაუხარდა. 
ჩემს ოთახში ავედი და დავწექი,სასწრაფოდ უნდა დამეძინა,თორემ ამდენ ბედნიერებას ჩემი სხეული ვეღარ უძლებდა...
-Ninikunna
კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 797 | დაამატა: Forever | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-02-16 Spam
gaagrdzeleee :)))