მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » მოულოდნელი სიყვარული 4
2:53 PM
მოულოდნელი სიყვარული 4
ი  (4)


ეს აქ რა ჯანდაბას აკეთებს? ნუთუ უნდა ეს დღე ჩამაშხამოს? 
-აი ის მეგობარი წამოსვლა რო უნდოდა ან,- ნინიზე ვბრაზობდი,მაგრამ მან ხომ არ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ,მისი ბრალი არ იყო.ამიტომ არაფერი შევიმჩნიე. 
-გამარჯობა ანი,გილოცავ,-აჰაა ჩემი სახელიც ცოდნია იდოტს თურმე,გუშინ ზედაც არ მიყურებდა. 
-მადლობა,-ამ დროს სანდრო მოვიდა. 
_ანი, წამო ვიცეკვოთ რაა გთხოვ,-უარის თქმას არ ვაპირებდი,არ მინდოდა ნიკას გვერდზე ყოფნა,მაშინვე გავყევი უკან,კარგად გავერთე სანდროსთან ერთად.იმ საღამოს ნიკასთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია,ჩემს გეგმას ვანხორციელებდი-ვცდილობდი დამევიწყებინა. 
წვეულებით ყველა კმაყოფილი იყო,მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო,საშინლად დაიღალა ყველა.უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო: 
-იუბილართან ცეკვა შეიძლება?-შევბრუნდიდი და ის ბიჭი დავინახე,რომელმაც ასე მატკინა გული გუშინ,ახლა კი უტიფრად იდგა ჩემ წინ და ცეკვას მთხოვდა,დავთანხმდი.წყნარი მუსიკა იყო, მშვიდად მივყვებოდით მუსიკის რითმს,ნიკა ხმას არ იღებდა,არც მე მქონდა სათქმელი რამე.ერთი სული მქონდა ეს დაწყევლილი მუსიკა დამთავრებულიყო და მას მოვცილებოდი,მიჭირდა მის გვერდზე დგომა და გრძნობების კონტროლი,ის კი ასეთი ცივი იყო,თანაც უტიფარი და თავმაღალი.მუსიკა დამთავრდა. 
საშინლად დაღლილი ვიყავი,ყველას დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე სტუმრობისთვის.შინ რომ მივედი მაშინვე ოთახში ავედი და დავიძინე. 
მეორე დღეს გვიან გამეღვიძა.კმაყოფილი ვიყავი გუშინდელი დღით.მარი და ნინი აპირებდნენ დღეს მოსვლას დასამშვიდობებლად,საღამოს ბათუმში მივდიოდით მთელი ოჯახი.მთელი ზაფხული იქ ვიქნებოდი. 
-გოგოებო ძაან მომენატრებით,იქნებ მერე ჩამოხვიდეთ და მნახოთ,-ორივემ გაიღიმა და დამპირდნენ რომ აუცილებლად ჩამოვიდოდნენ.დავემშვიდოებე და გაავაცილე. 
მთელი ზაფხული ვფიქრობდი,ვცდილობდი ნიკა დამევიწყებინა.გული საშინლად მტკიოდა იმის გამო რომ ასეთი ცინიკოსი არსება შემიყვარდა.მთელ დღეებს ზღვის სანაპიროზე ვატარებდი.დღიურის წერა დავიწყე.ჩემი ტკვილი ფურცლუბზე გადამქონდა და ეს მამშვიდებდა.ზღვაც მეხმარებოდა,მავიწყებდა ნიკას და მის სიყვარულს ფრთხილად მირეცხავდა გულიდან,როგორც ნაპირებს რეცხავდა ხოლმე. 
დროებით გოგოებიც ჩამოვიდნენ,ერთად კარგი დრო გავატარეთ,აქეთ-იქით დავეხეტებოდით,მათთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობდი. 

მაგრამ არდადეგებმა სწრაფად ჩაიარა.ახლოვდებოდა საშინელი დღე,ყველა თბილისში დავბრუნდით.ბოლო დღე თავისუფლად,მეორე დღს სკოლა იწყებოდა.ადრე დაწოლას ვაპირებდი,მინდოდა მალე გათენებულიყო,გამეგო რას ვგრძნობდი ნიკას მიმართ ამდენი ხნის შემდეგ.დილით ადგომა საშინლად გამიჭირდა,სააბაზანოში შევედი მოვწესრიდგი,ჩავიცვი და სკოლისკენ წავედი.კლასელები რომ დავინახე,მივხვდი თუ როგორ მომენატრენ.ბევრი ვილაქლაქეთ.ის ისევ ჩემს გვერდითა კლაში სწავლობდა.დიდ დასვენებაზე გარეთ გავედი,დაბლა ჩასვლა მინდოდა,უეცრად ნიკსა მოვკარი თვალი.მივხვდი რომ ყველაფერი შეცვლილიყო....


დაამოწმა:ДиКоО

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 765 | დაამატა: Forever | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-02-13 Spam
ra kargia ♥
male dade da ufro didi tavebi ♥