მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 9 » მოულოდნელი სიყვარული 1
5:00 PM
მოულოდნელი სიყვარული 1

გაოცებული ვიყავი,ნუთუ აქამდე ვერ ვამჩნევდი? მთელი ერთი სემესტრი ჩემს გვერდით კლასში სწავლობდა,აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა მარიმ გამომაფხიზლა 
-ეეე ანი სად დაფრინავ? 
-არსად გოგო,ისე ჩავფიქრდი,მერე რაღაც უნდა გითხრა. 
-კაი, ზარი მალე იქნება და მითხარი. 
მასწავლებლითსვის არც მომისმენია,გამუდმებით საათს ვუყურებდი.ჩემი საიდუმლო ვინმესთვის უნდა მეთქვა,თორემ ალბათ მალე გავგიჟდებოდი.და ბოლოს ძლივს გაისმა ხმა რომელმაც ამოსუნთქვის საშვალება მომცა,მარის ხელი დავავლე და გიჟივით გავათრიე გარეთ 
-გოგო, ნელა რა გჭირს? ცეცხლი გიკიდია? 
-ხო თითქმის, რაღაც უნდა გითხრა 
-ხო მიდი დროზე 
-მმმ.. იმ ბიჭს ხო ხედავ? 
-რომელს? 
-მაღალი რომააა, ნაცრისფერი შარფით 
-აა ხო.. სიმპატიური ბიჭია 
-მოწონს მგონი, მოწონს კიარადა მიყვარს 
-მართლა? მეც მომწონს ეგ,- გაიცინა, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე ღიმილი სახეზე შეეყინა 
-ვიხუმრე რა იყოოო? 
ძლივს დამთავრდა გაკვეთილები,სახლისკენ წავედი.კარგი ამინდი იყო.ყურსასმენები გავიკეთე და გარემოს გამოვეთიშე.მუსიკა მამშვიდებდა და მავიწყებდა ჩემს ყველა პრობლემას. 
ჩემ თავზე ვბრაზობდი, ასე უცებ როგორ შემიყვარდა ან რადროს სიყვარული იყოთქო. 
ყველა დღე ერთფეროვნად გადიოდა.ყოველდღე ვხედავდი მას დერეფანში და ვხვდებოდი რომ უფრო და უფრო მიყვარდებოდა. არც სახელი ვიცოდი არც წესივრად ვოცნობდი მაგრამ ვგრძნობდი როგორ მევსებოდა გული მისდამი სიყვარულით.მხოლოდ მარიმ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ,მაგრამ ჩემი თხოვნით იშვიათად ახსენებდა მის სახელს, რადგან ვთვლიდი ის არასდროს შემიყვარებდა.არ მინდოდა გული უფრო მეტად მტკენოდა. 
ერთ საღამოს მარისგან SmS მომივიდა: გოგო Face-ზე შემო და ნახე რაც მოგწერე.ვიფიქრე იქნებ რამე მნიშვნელოვანია ან რამე ხო არ ჭირდებათქო და მაშინვე შევედი.მარის მონაწერი ვნახე და გავშეშდი.... 
გავაგრძელო?
-NiniKunna
კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 703 | დაამატა: Forever | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9
2013-02-09 Spam
gavgzavne ukve da dadeben albat:)))