მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » More than a kiss. part 9
4:27 PM
More than a kiss. part 9
MorThan A Kiss part 9
for mariko01
+New roles
 image 
In the end..We just regret the chances we didn't make


სცენაზე მისი მეწყვილე ვანესა ჰადჯენსი იდგა და სიტყვის წარმოთქმისათვის ემზადებოდა, მისმა გამოსვლამ სახეზე ღიმილი შემაშრო:
Vanessa Hudgens - 2008 MTV Video Music Awards - Show
"პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მობრძანებისათვის! 
ფილმის ამერიკულმა პრემიერამ წარმატებით ჩაიარა, რითაც მთელი ქასთი ძალიან გახარებულები ვართ, თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება, როგორც იცით მე და ზაკ ეფრონი, რომლისთვისაც ეს ფილმი სადებიუტო გახლდათ გადაღებებმა ძალიან დაგვაახლოვა და დღეს პატივი მაქვს ჩვენი ურთიერთობის შესახებ ოფიციალურად გამცნოთ”-თავისი გამოსვლის დასასრულს ზაკს მიუბრუნდა და აკოცა
Vanessa Hudgens - 2008 Teen Choice Awards
 ამის დანახვა და მოსმენა ჩემთვის მეხის დარტყმასავით იყო, ზაკს აცრემლებული თვალებით უკანასკნელად შევხედე და გასასვლელისკენ გავიქეცი, ბაღში სიმშვიდე იყო, იქვე ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი, ხელები სკამს დავაყრდენი, მე კი თითქოს მთელი სხეულით ვტიროდი, ძალიან მიმძიმდა იმის გაანალიზება, რომ ზაკმა მომატყუა და სხვაში გამცვალა, თან ისე, რომ ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს, მახსენდებოდა ყოველი წამი, რომელიც ერთად გავატარეთ და როდესაც თავს უბედნიერესად ვთვლიდი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ბედნიერება დიდხანს გაგრძელდა, იმდენად დიდხანს, რომ უფალმა გადაწყვიტა ჩემთვის ტკივილი ეჩვენებინა...
როდესაც თავი ავწიე მთავარი კარებიდან გამომავალი ეშლი დავინახე, არავისთან დალაპარაკება არ მინდოდა, ამიტომ ძალიან სწრაფად წამოვდექი ფეხზე, მის საწინააღმდეგო მხარეს შევბრუნდი და ჩქარი ნაბიჯებით მივიწევდი წინ, ეშლი მეძახდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, მალე დამეწია კიდეც, მისკენ მიმაბრუნა და როცა ჩემი სახე დაიანახა, მასაც უდიდესი მწუხარება და თანაგრძნობა ერთდროულად გამოეხატა სახეზე, გულში ჩამიკრა და მითხრა:
-ლუსი შენი მესმის და ვერც წარმოიდგენ როგორ, მაგრამ ძალიან გთხოვ ცხელ გულზე გადაწყვეტილებას მიიღებდე ჯერ ზაკს მოუსმინე-მისგან თავი მალე გავინთავისუფლე და ცრემლმდინარმა ვუთხარი:
-ეშლი იმ ვიღაც ვანესამ გამოაცხადა, რომ ის და ზაკი შეყვარებულები არიან, მაშინ, როდესაც სულ რაღაც 3 საათის წინ მეგონა, რომ მე და ზაკი ერთად ვიყავით, მას შეეძლო ეთქვა, რომ აღარ ვუყვარდი და ეს არ იქნებოდა იმდენად მტკივნეული, როგორც ახლაა
-მე შენ მშვენივრად გიცნობ, ისევე როგორც ზაკს, ამდენი ხანი ზაკი არც ერთ გოგოსთან არ ყოფილა და არც ერთ გოგოზე ისე თბილად არ უსაუბრია, როგორც შენზე, ბოლო ხანებში შეყვარებული იდიოტივით იქცეოდა და ისეთ რამეებზე გთანხმდებოდა, რასაც ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი..
-გეყოფა ეშლი-არ დავამთავრებინე-შენი ბიძაშვილი შესანიშნავი მსახიობია, ალბათ დროის გასაყვანად ვჭირდებოდა, რათქმაუნდა ვანესა ლამაზია, პოპულარული, მდიდარი..
-ლუსი გეყოფა-გაბრაზდა ეშლი-ნუთუ ეს შენ ხარ? ვერ ვიჯერებ, რომ ზაკზე ამას ამბობ, არ იცნობდე მაინც
-არ ვიცნობ!სწორედ რომ არ ვიცნობ და ამის შედეგიც სახეზეა-როდესაც ეშლის ველაპარაკებოდი ის ჩემს ზურგს უკან იხედებოდა:
-ზაკი მოდის, იცოდე ყურადღებით მოუსმინე და გადაწყვეტილება ისე მიიღე
-არ მინდა მასთან ლაპარაკი-და წასასვლელად მოვემზადე, ეშლიმ კი გამაჩერა
-თუ ახლა წახვალ მთელი ცხოვრება ინანებ-ზაკიც მოგვიახლოვდა-დაგტოვებთ-თქვა ეშლიმ და წავიდა, მე კი ზაკისაკენ აცრემლებული, მაგრამ განრისხებული სახით შევბრუნდი
-ლუსი-საცოდავი სახე მიიღო-არ მინდა ჩემს გამო ტიროდე ძალიან გთხოვ, მინდა რომ..
-რა გინდა ზაკ, რა?!! თითქმის ორი თვეა ერთად ვართ, ამდენი ხანი წესით ჩემი გაცნობა უნდა მოგესწრო, შენ იცი, რომ ტყუილებს ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ნუთუ არ შეგეძლო თავიდანვე გეთქვა, რომ ის ვანესაა თუ ვიღაცა ის გიყვარდა და ჩემთან დაშორება გინდოდა, აუცილებელი იყო ეს ყველაფერი ასე გამეგო
-არა საყვარელო მაგას როგორ მეუბნები-ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია, მე კი ჩემდაუნებურად ტირილს განვაგრძობდი-შენ მშვენივრად იცი, რომ შენს მიმართ სერიოზული გრძნობები მაქვს და ამას არასოდეს გავაკეთებდი, უბრალოდ..
-ხელები მომაშორე-ვთქვი ისეთი მკაცრი ტონით, რომ მე თვითონაც გამიკვირდა, როგორც ჩანს ჩემმა ამ ტონმა ზაკიც გააკვირვა, ხელები ნელა მომაშორა და თავი ჩაქინდრა
-მე მესმის შენი-ისევ მან დაიწყო საუბარი-მაგრამ რეჟისორმა გვითხრა, რომ პიარისთვის კარგი იქნებოდა მე და ვანესა თუ გამოვაცხადებდით, რომ შეყვარებულები ვართ, თუნდაც მცირე ხნით
-და მე ეს არ უნდა მცოდნოდა?!
-არა, იმიტომ რომ შენი რეაქცია წინასწარვე ვიცოდი-ირონიულად ჩავიღიმე და ცრემლების შესაკავებლად მიწას დავაშტერდი-ამიტომაც უარი ვთქვი-თავი ზევით ავწიე და ზაკს თვალებში ჩავხედე-ხო ლუსი, უარი ვთქვი, იმიტომ რომ მიყვარხარ, ვიცი ეს სიტყვა შენთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ ჩემს გრძნობებში ასე დარწმუნებული ჯერ არ ვყოფილვარ, შენ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალე და მასწავლე, თუ რას ნიშნავს სიყვარული, ეს იმაზე მეტია ვიდრე პოპულარობა, სახელი, დიდება..
-მაგრამ ვანესამ გამოაცხადა, რომ ერთად ხართ, რატომ მატყუებ ზაკ-არ მინდოდა უცებ დავნებებოდი, რადგან ყველაფრის მიუხედავად გაბრაზებას ჩემთვის ჯერ არ გაევლო
-არ ვიცი, არ ვიცი ეს რატომ გამოაცხადა..-დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ვანესა მოგვიახლოვდა-ზაკს ტუჩებში აკოცა და უთხრა:
-ზაკ წამოდი, სტუმრები გველოდებიან-ზაკმა თვალები ჩემსკენ გამოაპარა, მეც არ დავაყოვნე და ჯერ ირონიულად გავიღიმე და წასასვლელად მივბრუნდი:
-მოიცადე-დამიძახა ზაკმა
-არ არის საჭირო, აწი როგორმე მე თვითონ გავიგნებ გზას
-ზაკ ვინ არისე ს საცოდავი გოგონა-გავიგონე როგორ აუბნებოდა ვანესა ზაკს და ამის მოთმენა უკვე ვეღარ შევძელი:
-უკაცრავად?!!-მკაცრი ტონით მივუბრუნდი ვანესას
-მას ისეთი არაფერი უთქვამს-როდესაც ზაკი მიხვდა რამაც გამაბრაზა სიტუაციის განმუხტვას შეეცადა
-შენ გაჩერდი ზაკ!-შევხედე ჯერ ზაკს, მერე კი ვანესას მივუბრუნდი-რაც შეგეხება შენ გოგონა-ტონს ნელ-ნელა ვუწევდი-კარგად დაიმახსოვრე, რომ შენი შესაცოდი არაფერი მჭირს, გაინტერესებს ასე რატომ ვარ? მშვენიერია მაშინ გეტყვი, რომ 2 თვეა ბიჭი მატყუებს, რომ ვუყვარვარ და დღეს აღმოჩნდა, რომ მას თურმე სხვა შეყვარებული ჰყავს, როგორ მოგწონს, ხომ კარგი სიუჟეტია-ცინიკურად გავიღიმე, ვანესას კი გაეცინა და ზაკს მიუბრუნდა:
-ზაკ ის არის?
-კი-ხელი აიქნია, თითქოს ანიშნებდა, მთელი საღამოა ამის გაგებინებას ვცდილობო
-ოუ!უკაცრავად-ხელი გამომიწოდა ვანესამ-მე ვანესა ჰაჯენსი ვარ, ზაკის..-არ დავამთავრებინე ისე ორაზროვნად წარმოვთქვი:
-ადამიანის ცინიზმსაც საზღვარი აქვს-შევბრუნდი და გადასასვლელისკენ წავედი, რომ ტაქსი გამეჩერებინა, მესმოდა როგორ მეძახდა უკნიდან ზაკი, მაგრამ "ჯანდაბამდე გზა გქონიათქო”-ამის თქმაღა მოვასწარი, რომ ტაქსში ჩავჯექი
 თავიდან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ვერც ჩემს სახლში მივიდოდი და ვერც ეშლისთან, ამიტომ გადავწყვიტე ჟასმინისთვის სოფელში ჩამეკითხა, დაახლოებით ერთ საათში დანიშნულების ადგილას ჩავაღწიე, მძღოლს გადავუხადე და კარზე დავაკაკუნე, ასე ღამის 12 საათი იქნებოდა, ვიფიქრე ამ დროს ალბათ უკვე ეძინებათთქო, მაგრამ წასასვლელი მაინც არსად არ მქონდა და იქვე კიბეებზე ჩამოვჯექი, მალე ჯერ მისაღებში აენთო შუქი-მეც ფეხზე წამოვდექი, მერე კი გასაღების ჟღარუნის ხმა გავიგე და პიჟამოში გამოწყობილი, ხალათგადაცმული ბებია ბარბარე შემრჩა:
-ბებია ბარბარე, როგორ ხართ?-გადავეხვიე და ვაკოცე
-ლუსი ნუთუ შენ ხარ?-გაუკვირდა ჩემი დანახვა-ამ დროს აქ არ გელოდი საყვარელო
-ხო ბარბარე ბებია, მაპატიეთ ამ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ ჟასმინთან მოვედი, მასთან ლაპარაკი მინდა
-ჟასმინთან?-დარწმუნებული ხარ, რომ არ გეშლება?ჟასმინი აქედან შენი წასვლიდან მეორე დღესვე გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა, მეგონა ლოს-ანჯელესში იყო
-არა კი, ლოს-ანჯელესშია-განვაგრძე ჟასმინის ტყუილი, რადგან ბებია ბარბარეს ანერვიულება არ მინდოდა-მაგრამ წუხელ მითხრა ბებიაჩემის სანახავად მივდივარო, მას შემდეგ აღარ დავლაპარაკებივარ და როგორც ჩანს წამოსვლა გადაიფიქრა
-ალბათ ასეა შვილო.. შიგნით შემოდი ასე კარებში ხო მარ ვიდგებით
-არა, არა! გმადლობთ, გამიხარდა თქვენი ნახვა, მაგრამ აქვე მეგობარი მელოდება და უნდა წავიდე-ვიცრუე, რომ ჩემზე არ ენერვიულა
-კარგი შვილო, როგორც გინდა, მეც გამეხარდა შენი ნახვა, გამეხარდება უფრო დიდი ხნით თუ მესტუმრები
-აუცილებლად-გადავეხვიე და წამოვედი, მაგრამ რა მეგობარი, რის მეგობარი, ის კი არა ტაქსიც გავუშვი, საბედნიეროდ გზას ლამპიონები მინათებდნენ და მეც გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდი, თან კი იმ ტყუილზე ვფიქრობდი, რომელიც ამჯერად ჟასმინმა მოიგონა, თითქმის ნახევარი წელიწადია ვფიქრობ, რომ ბებიამისთან სოფელშია, მან კი თურმე მეც მომატყუა და ბებიაც, არადა ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით და რატომ ერთხელ მაინც არ მითხრა თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა? ნეტა მართლა თუ რამე უჭირდა?მაგრამ არამგონია: ჟასმინი არ ჰგავს იმ ადამიანებს თავიანთი პრობლემები გულში რომ ჩაიხვიონ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟასმინმა მომატყუა, ისევე როგორც ზაკმა და ამას ყველაზე ნაკლებად მოველოდი, ბრაზი და ტკივილი ერთდროულად მახრჩობდა..
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ სოფლის ბარს მოვუახლოვდი, მობილური დამჯდარი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე ბარიდან დამერეკა, ჩემდა გასაოცრად ბარი ნახევრად სავსე იყო:
-გამარჯობათ! შეიძლება ტელეფონით ვისარგებლო?-ვკითხე საშუალო ასაკის, მსუქან ქალბატონს, რომელიც, წიგნაკში რაღაცას ინიშნავდა, სავარაუდოდ ბარის მფლობელი უნდა ყოფილიყო, ერთი კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერია, ალბათ გაუკვირდა სოფელში ჩემი ამ ფორმაში ნახვა, მერე უკმაყოფილოდ აიმრიზა, თავისი საქმე განაგრძო და მოვალეობის მოხდის მიზნით უკმაყოფილოდ მიპასუხა:
-10 დოლარი-საფულე გავხსენი, მაგრამ ნაღდი ფულის ტარება არ მჩვევია, შესაბამისად არც მედო, ამიტომ საკრედიტო ბარათი ამოვიღე:
-შეიძლება საკრედიტო ბარათით გადავიხადო?
-ჰმ!-ჩაიცინა ქალბატონმა, შენ თავი ლოს-ანჯელესის, ან ნიუ-იორკის რომელიმე სავაჭრო ცენტრში ხო მარ გგონია
-ახლა რა უნდა ვქნა?-ვთქვი ხმამაღლა და ხელი ბარის მაგიდას დავადე
-ქალბატონო, აქ შემთხვევით ვინმე მანქანას ხო მარ აქირავებს?-ვკითხე ბარმენს, რომლის ყურადღებაც ბარში ახლადშემოსულმა ტიპმა მიიბყრო:
-რით დაგეხმაროთ?-ჩემს კითხვას ყურადღება არ მიაქცია და უჟმური ბარმენი, მომღიმარ, ბედნიერ ქალად ისე სწრაფად გადაიქცა, რომ გაოცებისგან ლამის პირი დავაღე, თანაც მზად იყო ახლადშემოსულის ნებისმიერი სურვილი აესრულებინა, მისმა ამგვარმა ცვლილებამ სახეზე ღიმილი მომგვარა და დაცინვა, რომ არ გამომსვლოდა თავი ჩავღუნე, მაგრამ როგორც ჩანს ქალმა მაინც შემამჩნია და ამრეზით შემომხედა, ბოდიშის მოხდასავით თავი მაღლა ავწიე და ჩემდაუნებურად გვერდით გავიხედე, უცნობი ჩემს გვერდით ატუზულიყო და ისიც ჩემსავით იღიმოდა, მერე ბარმენს მიუბრუნდა და უთხრა:
-მემგონი ჩემამდე კლიენტი გყავდა, მე შემიძლია მოვიცადო
-ო არა! მე თუ მგულისხმობთ არსად მეჩქარება, თან თქვენი წასვლის შემდეგ თუ სიცოცხლე მინდა..-როგორც ჩანს მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი და გაეცინა, მერე ხელი გამომიწოდა:
-პაული-ხელი ჩამოვართვი:
-ლუსი
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც-ვუთხარი და გავუღიმე
-მემგონი აქ არ უნდა ცხოვრბდეთ?-და ჩემს ჩაცმულობას შეავლო თვალი
-არა, არა!-კაბაზე დავიხედე და გამეცინა-მეგობართან ჩამოვედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქედან დიდი ხნის წინ წავიდა, ტაქსიც გავუშვი, ახლა კი ვცდილობ ან მანქანა ვიქირაო, ან ტელეფონი ვიშოვო, რომ ლოს-ანჯელესში როგორმე დავბრუნდე
-რა დამთხვევაა, მეც ლოს-ანჯელესში მივდივარ შემიძლია გაგიყვანო
-მართლა?! ძალიან დიდი მადლობა..
-მემგონი რაღაცის შეკვეთა გინდოდათ!-ჩვენი ყურებით მობეზრებულმა ბარმენმა როგორც იქნა ხმა ამოიღო და პაულსაც ბღვერა დაუწყო
-ხო ლუსი, ცოტახანი უნდა მადროვო, ჩიკაგოდან მოვდივარ, მთელი დღეა გზაში ვარ და ახლა რომ არ ვივახშმო დილამდე ვერ მოვატან
-ხო რათქმაუნდა დაგელოდები..
-მარტო ჭამა არ მიყვარს, შეგიძლია დამეწვიო
-ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ რომ მინდოდეს დაპატიჟებას არ დავუცდი დამიჯერე, მაგრამ წასასვლელი მაინც არ მაქვს, ამიტომ შენთან დავჯდები
-მორჩით?!-ისე იკითხა ბარმენმა თითქოს გვახსენდებდა მეც აქ ვარო
-ერთი დიდი კარტოფილი ფრი და ორი პატარა კოლა-იმედი მაქვს კოლას მაინც დალევ-მომიბრუნდა პაული
-სიამოვებით
მე და პაულმა ადგილები დავიკავეთ და შეკვეთაც მალე მოგვიტანეს, ვახშომობას დიდი დრო არ წაურთმევია, წამოსვლისას ბარმენმა პაულს ავტოგრაფი სთხოვა, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა და როცა უკვე ლოს-ანჯელესის გზაზე ვიყავით სიჩუმის დასარღვევად პაულს ვკითხე:
-არ მინდა ზედმეტად ცნობისმოყვარე გეგონო, მაგრამ იმ ქალმა ავტოგრაფი რატომ გამოგართვა?
-შენ რა ვერ მიცანი?
-მე? ვერა
-ტელევიზორს არ უყურებ?
-საერთოდ..იშვიათად.. და ეს რაღა შუაშია?-გამეცინა
-უკვე მეორე სეზონია სერიალი ამერიკის ოცნება გადის, იმედია ამის შესახებ მაინც გსმენია
-აჰამ
-ხოდა სერიალში მთავარ როლს ვასრულებ, დღეს კი სიდაბლიუს სერიალში დამამტკიცეს და ერთ-ორ დღეში გადაღებებიც დაიწყება
-ძაან მაგარია, ესე იგი მსახიობი ხარ
-მოყვარული მსახიობი, მაგრამ ჯერ სწავლა არ დამიმთავრებია, ლოს-ანჯელესში ბინა უკვე შევარჩიე, ახლა კი კოლეჯი უნდა მოვძებნო
-ჩათვალე რომ უკვე იპოვე
-რა?!-გაეცინა პაულს
-ნუ იცინი, ლოს-ანჯელესში ყველაზე მაგარი კოლეჯია, ნუ ახა მართალია ამ დროს მოსწავლეებს არ იღებენ, მაგრამ თუ მე ჩავერევი პრობლემა ნამდვილად არ იქნება-თავის ქება არ მჩვევია, მაგრამ ეს უფრო ხუმრობას ჰგავდა, რატომღაც პაულმაყველა ჩემი პრობლემა დამავიწყა და მის გვერდით თავს თავისუფლად ვგრძნობდი
-აჰა!-გაეღიმა პაულსაც-ესე იგი ეს საქმეც მოვაგვარე, სამადლობელად იქნებ ერთად ვახშმობაზე დამთანხმებოდი
-როდის?
-ზეგ გაწყობს?7 საათზე..ერთი მაგარი ადგილი ვიცი, დარწმუნებული ვარ მოგეწონება
-რატომაც არა, 7ისთვის დაგელოდები, ახლა კი ცოტას წავუძინებ, თორემ ძალიან დავიღალე ლოს-ანჯელესში რომ ცავალთ გამაღვიძე
-ტკბილი ძილი მშვენიერო-ეს სიტყვა ცოტაარ იყოს მეუცხოვა, მაგრამ არაფერი მითქვამს, კმაყოფილებისა თუ სიამოვნებისაგან გამეღიმა, თავი მანქნის მინაზე ჩამოვდე, თვალები დავხუჭე და მალევე ჩამეძინა, გამოღვიძებული კი სრულიად უცხო გარემოში ამოვყავი თავი
-ღმერთო ჩემო შენ? აქ რა მინდა? სად ვარ?



 






მუზის დაბრუნების მცდელობა რამდენად გამომივიდა არ ვიცი :დ შევეცადე რაც შეიძლება მალე დამედო.. იმედია მოგეწონათ, 
ყველას გთხოვთ დააკომენტარეთ :*
 მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველებს და განსაკუთრებით mariko01-ს, მიხარია თუ ჩემი მოთხრობა მოგწონს
nino-bebe-პირდაპირობისთვის დიდი მადლობა, ყოველთვის მეუბნები თუ რამე არ მოგწონს და ვფიქრობ ეს კარგია
Smiler_ele-შენმა კომენტარა გამაცინა, მართლა დიდი მადლობა რომ ყოველთვის მიკომენტარებ და რომ კითხულობ
და დანარჩენებს: AniI, Sal922, PrettyLittleLiar, -Ronnie<3, tamta, <3<3<3Mariam_Bieber<3<3<3..  ყველას დიდი მადლობა
მართლა ბავშვებო თქვენი თითოეული კომენტარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 674 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-12-25 Spam
arafriss ...es gacileebit uketesiii iyooo <3...malee dadeeee ...