მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » More than a kiss.part 8g
11:26 PM
More than a kiss.part 8g
Morthaa kiss part 8
image image
Hocan yosay goodbytsomeonyocan't livwithout?


  


  




 


-მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალაც იგივე არ განმეორდება და ისევ არ მოხვალ სალანძღავი სიტყვებით, თითქოს მე ვიყო დამნაშავე ყველა იმ უბედურებაში, რაც შენ შეიძლება დაგემართოს
-მაგრამ მე მჯერა, რომ შენ არ ხარ დამნაშავე და რომ ჩემს მიმართ გულწრფელი გრძნობები გაქვს
-მაგრამ შენ მე არ დამიჯერე და ჩემთვის ეს არის მთავარი
-როგორ უნდა დამეჯერებინა, როცა ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებდნენ
-ფაქტები ახლაც ჩემს წინააღმდეგ მეტყველებენ, რა შეიცვალა?
-არ ვიცი ზაკ, არ ვიცი ეს რატომ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ერთი ვიცი: არ მინდა დაგკარგო-წინ წავიწიე, არ ვიცოდი რას მიპასუხებდა, მაგრამ მჭირდებოდა, რომ მოვხვეოდი, მჭირდებოდა, რომ მისი სითბო მეგრძნო და ასეც მოვიქეცი, მთელი ჩემი გრძნობით ვაკოცე, ჩავეხუტე და ჩავჩურჩულე:
-ვიცი რომ დრო გჭირდება სანამ გადაწყვეტილებას მიიღიბდე და გიჭირს ჩემი პატიება მას მერე რაც დღეს მოხდა, მაგრამ ჩემი სისულელის გამო შენს დაკარგვას ნამდვილად ვერ ავიტან-მისი სხეული ჩემი მკლავებისაგან გავანთავისუფლე და სევდიანი სახით მოვშორდი, თითქოს მისგან საბოლოოდ მივდიოდი:
-ჩემს პასუხს აღარ ელოდები?-ზაკის კითხვამ სახეზე ღიმილი მომგვარა
-კიდევ ცოტაც და ნერვიულობისაგან ალბათ გული გამისკდებოდა-უკან სწრაფად შევტრიალდი, ხელები კისერზე მოვხვიე და მთელი ძალით მოვახტი, საბრალო როგორც ჩანს არ ელოდა, კოორდინაცია დაკარგა და ორივენი იატაკზე აღმოვჩნდით გაშხლართულები
-ეი, ეი არ დამახრჩო-გაეცინა ზაკს
-მოგიხდება ჩემი წვალებისთვის-დავეჯღანე, მაგრამ პასუხიც შესაფერისი მივიღე:
-წვალებაზე ვინ ლაპარაკობს
-კარგი ხო ჩუმად ვარ
-მმმ.. და ახლა რა ვქნათ? ასე ვიწვეთ იატაკზე გაშხლართულები?
-შენი არ ვიცი, მაგრამ ადგომა და ცხოვრების ჩვეულებრივი ტემპის გაგრძელება ნამდვილად არ მინდა
-არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც ეგრე ვფიქრობ
-ზაკ!-თავი მკერდზე დავადე
-რა იყო?
-მეშინია
-გეშინია? რისი? ვისი?
-რამდენიმე დღეა მობილურზე მუქარის წერილებს ვიღებ..-ოდნავ წამოვიწიე
-მუქარის წერილებს?-თავი წამოსწია ზაკმაც
-ხო, ეს ჯერ არავისთვის მითქვამს, მაგრამ სტატიაც ალბათ მუქარის ავტორის ნახელავია
-კი მაგრამ ვინ გწერს?
-მეც ეგ მაინტერესებს, დაფარული ნომრიდან მიგზავნის წერილებს
-ამას სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორც ჩანს ვიღაცას ძალიან არ მოსწონხარ
-როგორ დამამშვიდე...-ცინიკურად ჩავიღიმე
-ჩემს გვერდით ნურაფრის შეგეშინდება-კიდევ ერთხელ მაკოცა-სანამ შენთან ვარ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს-მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა, ზაკი კი ხან ცხვირზე მკოცნიდა, ხან შუბლზე და ხან ტუჩებში:
-შენი არ ვიცი და ცოტა არ იყოს მომშივდა-სიჩუმე დავარღვიე
-წამო ქვევით ჩავიდეთ-ორივენი ფეხზე წამოვდექით და ქვევით ჩავედით, ზაკს სამზარეულოსკენ მივყავდი, რომ გასაღების ჟღარუნი გავიგეთ და ორივემ მზერა შემოსასვლელი კარისაკენ მივაპყარით
-ოჰო! მოუსწრიათ შერიგება-გაიღიმა ეშლიმ
-შენი დამსახურებით!-გადავეხვიე და განვაგრძე-როგორც ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდები ხოლმე, შენც წამოდი მე და ზაკი სადილობას ვაპირებდით
-სადილობას თუ ვახშმობას-შემისწორა ეშლიმ
-ხო მართლა ამ დრომდე სად იყავი?-წუწუნა მშობლებივით ვკითხე ეშლის
-აქვე პარკში ვსეირნობდი, ვიფიქრე ხელი არ შევუშალო ბავშვებსთქო-მცირე დუმილის შემდეგ მიპასუხა 
-ეშლი ბენსონის პასუხია.. რა გინდა-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ზაკმა, ეშლიმ კი თვალი ისე დაუბრიალა, თითქოს ეუბნებოდა ზედმეტი არაფერი წამოგცდესო
-რამე ხდება და მე არ ვიცი?-ხან ერთს შევხედე ხან მეორეს
-არა რა უნდა ხდებოდეს, ზაკი როგორც ყოველთვის სხვის საქმეში ყოფს ცხვირს
-სანამ მიპასუხნია ჯობია სამზარეულოში შევიდეთ, მადლობა ჩემს კუჭს უთხარი იცოდე-ზაკმა თითი ეშლისკენ გაიშვირა
-თორე ეხა არ გამისკდეს გული შიშისაგან-უპასუხა ამჯერად გათამამებულმა ეშლიმ, მე კი მას უკნიდან ამოვუდექი და ხელით ვუბიძგე, რომ სამზარეულოსკენ დაძრულიყო, ზაკიც უკან გამოგვყვა და საკმაოდ გემრიელადაც ვივახშმეთ, ძალიან არ მინდოდა გამომშვიდობება, მაგრამ ნინა და მამა ალბათ მარტო იქნებოდნენ სახლში და მეც იძულებული გავხდი მათთან დროზე დავბრუნებულიყავი. თეფშები მე და ზაკმა გავრეცხეთ, ჩემდა გასაკვირად ეშლიმ თავი ცუდად იგრძნო და მალევე დაწვა დასაძინებლად, სახლში კი ზაკმა გამაცილა დამშვიდობებამდე დიდხანს ვლაპარაკობდით შესასვლელ კარებთან, მაგრამ როგორც კი დავინახე მისაღებში შუქი აენთო, მივხვდი მამას გამოეღვიძა, ზაკს სასწრაფოდ დავემშვიდობე და შიგნით შევედი, არც შევმცდარვარ, მივედი, უკნიდან მოვეხვიე და ვაკოცე:
-რით დავიმსახურე?-ასეთი თბილი ჟესტი მამას ცოტა არ იყოს გაუკვირდა
-მისტერ ბენ! ნუთუ ქალიშვილს მიზეზი სჭირდება, რომ მამას აკოცოს?
-შენთან ჩხუბს მაინც არ ვაპირებ, ეშლიმ გამაფრთხილა რაღაც პროექტზე რომ უნდა გემუშავათ და მერე მძღოლი გამოგაცილებდა
-ხო მა! მე ვთხოვე დაერეკა, თავის მოსაფხანადაც არ გვეცალა, ეხაც ისეთი დაღლილი ვარ მეშინია აქვე არ წავიქცე-გულში კი ეშლის მადლობა გადავუხადე წინდახედულებისთვის და ზევით ავირბინე, შუქი არ ამინთია ნინა, რომ არ გამეღვიძებინა, მაგრამ საწოლში ჩაწოლას რომ ვაპირებდი მისი ხმა ჩამესმა:
-არ გეგონოს გადამირჩი, დანარცენს თვითონაც მიხვდი
-ხო, ხო ისედაც ვაპირებდი მოყოლას-გამეცინა, მაგრამ რაღას ვიზამდი, დაღლილობა და ეგეთები ნინასთან აღარ გამივიდოდა და მეც ყველაფერი წვრილად ვუამბე, მასაც ძალიან გაეხარდა ჩემი და ეშლის შერიგება, ზაკზე ხომ მთლად გადაირია, საათს რომ დავხედე დილის 5 საათი იყო ჩვენ კი კიდევ ვლაპარაკობდით:
-გო ხვალ ვეღარ ავდგებით, ცოტას მაინც წავუძინოთ
-ხო მეც დავიღალე ამ ისტორიების მოსმენით
-ერთი ამას დამიხედეთ-ჩურცულით ვუთხარი თითქოს მის ნათქვამზე გავბრაზდი
-ხო კაი ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი, მაგრამ ახლა მეც უნდა დავიძინო ძილი ნებისა
-ძილი ნებისა ნინა-ვუთხარი და თვალები დავხუჭე, მაგრამ ძილი არ მომეკარა, სულ ზაკზე ვფიქრობდი, იმაზე თუ რა ბედნიერი ვარ მასთან და ეშლისთან შერიგების შემდეგ, თუმცა იმავდროულად შიშიც მიპყრობდა, მეშინოდა რამეს ან ვინმეს არ დაენგრია ეს იდილია, რომელმაც როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაშიც დაისადგურა, ამ ფიქრებში გამეღვიძა კიდეც, სკოლაში წესისამებრ მამამ წაგვიყვანა, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მე და ზაკი ქიმიაში ბავშვებს კვირაში სამჯერ ვამეცადინებდით, ამას ემატებოდა ყოველდღიური რეპეტიციები  ფლეშმობისათვის, წვრილ-წვრილი პროექტები, ყოველდღე 6 გაკვეთილის მომზადება და ა.შ ერთადერთი არაჩვეულებრივი, რაც ჩემს თავს ხდებოდა ეს ის იყო, რომ უჩვეულოდ სრულფასოვნად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ზაკი, ეშლი და ნინა ცემს გვერდით იყვნენ, კვლავ მამასთან ვცხოვრობდი და დედას იშვიათად ვნახულობდი, ჟასმინი ჯერაც არ იყო ჩამოსული და ესეც ერთგვარად ძალიან მწყვეტდა გულს..ამასობაში გავიდა თვე ნახევარი, ვაპირებდით ფლეშმობი ხვალისთვის ჩაგვეტარებინა, მაგრამ ზაკის ფილმის პრემიერა დაემთხვა და მოგვიწია ერთი კვირით გადაგვედო, მე, ეშლიმ და ნინამ კაბები უკვე შევიძინეთ 
  
და წითელ ხალიჩაზე ერთად წარვსდექით,
Lucy Hale - 2012 People's Choice Awards - Red Carpet


რაც შეეხება ზაკს, ის ცოტა ადრე წავიდა, როგორც ჩანს რეჟისორმა დაიბარა, პრემიერის დასრულებამდე ზაკთან მიახლოება ვერ შევძელით, მერე უკვე ავთერფართიზე წავედით აქაც ზაკის გარეშე, სცენაზე მისი მეწყვილე ვანესა ჰადჯენსი იდგა და სიტყვის წარმოთქმისათვის ემზადებოდა, მისმა გამოსვლამ სახეზე ღიმილი შემაშრო:...
 



დაგვიანებისთვის ბოდიში, მაგრამ მართლა სერიოზული მიზეზი მქონდა, იმედია ერთგული მკითხველები ჯერ არ დამიკარგავს..
სადღაც თითქოს მუზა გამექცაო, სულ სხვა შინაარსით ვაპირებდი დამედო და ეს გამომივიდა, არ ვიცი.. იმედია მოგეწონათ, მაგრამ რატომღაც კმაყოფილი არ ვარ(წინა ორი თავივით ვერაა :დ) ყველანაირ შენიშვნას ვიღებ და გპირდებით შევეცდები ყველა შეცდომა გამოვასწორო..
შევეცდები მომდევნო თავები ბევრად უკეთესი იქნეს, მაგრამ ალბათ ამ მოთხრობას მალე დავამთავრებ,ახალი მართლა ძალიან მაგარი სიუჟეტი მომაფიქრდა და იმედია მას მაინც ექნება მეტი კომენტარი და ნახვა..
ყველა მკითხველს დიდი მადლობა:*
  

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 674 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
2012-12-24 Spam
yesssssssssss : *** : DDD
kidev kargi dadee :))
shen ar ici rogor velodebodiii shemdeg tavs :))
gogo male dade tore intriga da cnobismoyvareoba momklavs mee :DD
martlaa :DD
male dadeee :**