მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 6 » More than a kiss. part 6
6:08 PM
More than a kiss. part 6
More than a kiss part 6
 art, beautiful, boy, couple
Always be who you are & say what you feel
აუცილებლად ნახეთ!

ყველაზე დიდი და შინაარსობრივად დატვირთული თავია, ყველა მკითხველს ძალიან დიდი სიურპრიზი გელით, ერთგვარი ნაწარმოები დეტექტივის შინაარს იღებს, ასე რომ მგონი 10 კი არა 20 კომენტარსაც იმსახურებს :D აბა თქვენ იცით..:*


წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი, რომ სწორედ ამ დროს ჩემთან ზაკი მოვიდა, მკლავში ხელი ჩამავლო და ისევ ჩემს ადგილას დამსვა:
-ყურადღებით მომისმინე ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ: მისტერ დუგლასის მიერ გამოკრული სია ვნახე, რომელშიც წყვილებს შორის მე და შენ ერთად ვწერივართ
-კი მაგრამ..
-ნუ მაწყვეტინებ!-წინადადების დასურლება არ მაცადა-ვიცი, რომ სასიამოვნო არც ერთისათვის არ არის, მაგრამ მიტერ დუგლასთან ვიყავი და მეწყვილის შეცვლაზე უარი მითხრა, რადგან სხვა გზა არ არის თავი არ უნდა დაზოგო, კარიერას ახლა ვიწყებ და არ დავუშვებ, რომ შენს გამო ყველაფერი წყალში ჩამეყაროს გასაგებია?!!
-ჯერ ეს ერთიც ნუ მბრძანებლობ, იმ სულელ გოგონებს ნამდვილად არ ვგევარ შენს ყოველ სიტყვაზე რომ დნებიან და მეორე, მთელი ცხოვრება ჯულიეტას როლზე ვოცნებობდი და ამ შანსს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ, თუნდაც შენი ატანა მომიხდეს
-მშვენიერია, ესე იგი ერთმანეთ გავუგეთ, მოკლედ დღეს შვიდ საათზე ცენტრალური პარკის შესასვლელთან დაგელოდები, არ დააგვიანო რეპეტიციას დღესვე ვიწყებთ!
-დღეს არ მცალია, მითუმეტეს შვიდზე!
-გითხარი არ მაინტერესებსთქო, 7-ზე პარკში უნდა იყო!
-შენ რა დაყრუვდი თუ რა გჭირს?!! არა მეთქი!!
-მომისმინე, შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს, ჩვენი ურთიერთობა შესრულებულ როლზეც აისახება, ამიტომ ურთიერთშეთანხმებას უნდა მივაღწიოთ..
-კარგი თანახმა ვარ, დღეს 7-ზე მოვალ, მაგრამ იცოდე ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როცა შენი გაგატანინე
-პირველი არა, მეორე და დამიჯერე არც უკანასკნელი იქნება :დ
-უხ შე..
-შეანხმება არ დაგავიწყდეს, გაკვეთილზე გნახავ ;)
-ძალიან გამახარე-ცალყბად გავიღიმე და თავი ფიქრებს მივეცი:
აკის ატანა მართლა არ მქონდა, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ერთადერთი ბიჭია მთელს სკოლაში, რომელსაც ჩემთან შეწინააღმდეგების არ ეშინია და ერთადერთი ადამიანი, რომელიც გაცნობისთანავე მიხვდა, როგორი ვარ სინამდვილეში, უფრო სწორედ გულის სირმეში, იმიტომ რომ ჩემი სევდიანი ფიქრების შესახებ არავინ არაფერი იცის, არავის უნახავს როგორ ვტირი, მაგრამ ვტირი ხშირად,არავის უთქვამს, რომ ჩემი მომღიმარი სახის მიღმა სევდიანი პიროვნება იმალება, ...რეალურად ამას ჩემი ყველაზე ახლო ადამინებიც კი ვერ ამჩნევენ: ვერ ამჩნევს დედა, რომელიც სამსახურში ათენ-აღამებს, ვერ ამჩნევს მამა, რომელიც პრინცესას მეძახის და რომელსაც მოწყენილი არასოდეს ვუნახივარ, ვერ ნინა, ჩემი საყვარელი ბიძაშვილი და ვერც ჟასმინი, ჩემი საუკეთესო მეგობარი. ერთადერთი ვინც დანახვისთანავე ხვდებოდა, როგორ ხასიათზე ვიყავი ეშლი იყო, ადამიანი რომელმაც ყველაზე მეტად მატკინა გული და რომელიც ჩემთან ასე ახლოს და იმავდროულად ასე შორს არის..
 ყველაფრის მიუხედავად არც მე მინდოდა ხალხს სუსტი მოვჩვენებოდი და ამიტომაც აქტიურ ცხოვრების მიღმა მარტოსული სამყარო შევიქმენი, რომელიც ზაკმა გაშიფრა და სინამდვილე დამანახა, ალბათ სწორე ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ზაკს ვერ ვიტან, მას ყოველთვის გააქვს თავისი და ის ძალიან მოკლე დროში ჩემს ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ იქცა, მაგრამ მთელი ცხოვრება ჩემი მიზნებისა და სურვილების განსახორციელებლად ვიბრძოდი და ცხოვრების წესის შეცვლას არც ამჯერად ვაპირებ, მე ვიბრძოლებ მივიღო მთავარი როლი სასკოლო სპექტაკლში, თუნდაც ამისთვის ზაკის გაძლებამ მომიწიოს-ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ სახეზე ღიმილი მომგვარა, ფეხზე წამოვდექი და ბიოლოგიის კაბინეტისკენ წავედი(შემდეგი გაკვეთილი ბიოლოგია გვქონდა), კაბინეტში შევედი თუ არა მობილრზე დაფარული ნომრიდან წერილი მომივიდა:
-"შენსას ვერ გაიტან! მარცისთვის მოემზადე!”-წერილმა ძალიან ამაფორიაქა, ჯერ ასე არავინ დამმუქრებია, მითუმეტეს არ ვიცოდი მისი ადრესატი ვინ იყო, წერილი წავშალე და მობილური ჩანთაში ჩავიდე, რომ ჟასმინმა დამირეკა:
-ლუს! როგორ  ხარ? 
-ვაიმე ჟასმინ როგორ გამახარა შენმა ზარმა.. შენ ის მიხარი როგორ ხარ და ჩამოსვლას როდის აპირებ?
-მე კარგად ვარ, მაგრამ ბებია ისევ ცუდადაა, ამიტომ არამგონია ჯერ ჩამოსვლა მოვახერხო, შენ რატომ არ მპასუხობ როგორ ხარ?
-რა გითხრა, როცა მე თვითონ არ ვიცი როგორ ვარ, ახლა აქ ძალიან მჭირდები..
-ვაიმე ლუსი ასე სერიოზულადაა საქმე, ხომ იცი ჩემი ნება რომ იყოს..
-ხო ხო ვიცი ჟასმინ, აქ არავინაა ისეთი ვისაც გულწრფელად დაველაპარაკები, ნინა ჩამოვიდა, მაგრამ სულ ეშლისთან დადის მე კიდე თავი "ჭირიანი”მგონია, რომელსაც არავინ არ ეკარება
-კარგი რა ლუსი, ნუ აზვიადებ, ყველაფერი კარგად იქნება
-იმედია მართლა გამოსწორდება ყველაფერი, თორემ ამ მომღიმარი ბედნიერის ნიღაბს რამდენი ხანი შევინარჩუნებ არ ვიცი
-კარგი ლუსი ბოდიში, მაგრამ ბებია მეძახის დაგირეკავ კიდევ
-გკოცნი ჟასმინ, კარგად
-კარგად ლუსი
-ჟას!-სანამ დაკიდებდა მისთვის რაღაცის თქმა მომინდა
-რა იყო ლუსი?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ ლუსი, აბა დროებით
-დროებით ჟასმინ-ახლა უკვე ჩემთვის წარმოვთქვი, რადგან ჟასმინს მობილური გამოერთო
-შენ აქ ხარ?-უკან მივიხედე და საკლასო ოთახის კარზე მიყრდნობილი ზაკი დავინახე, რომელიც თანდათან კარს მოშორდა და ჩემსკენ წამოიწია
-ხო აბა ჩემს მეტს ხედავ აქ ვინმეს?-თითქოს ის სევდიანი ლუსი სადღაც გაქრა, ჟასმინს რომ ელაპარაკებოდა და მის ნაცვლად მკაცრი და ცივი "ანტიპოდი” საუბრობდა
-რატომ ხარ..-თქმა ვერ დაასრულა, რადგან კლასში დები და მისი დაქალები შემოვიდნენ და ზაკს რაღაც თემაზე დაუწყეს საუბარი, მეც შევტრიალდი და ჩემს ადგილას დავჯექი, თუმცა თვალი ზაკისკენ გამექცა და ჩვენი თვალები ერთმანეთს "შეხვდნენ”.. ჩემს თავზე ძალიან გავბრაზდი-სულელო! რატომ შეხედე, ახლა ეგონება, რომ მასზე ფიქრობ-მკაცრი კრიტიკა დაიწყო გონებამ და დადუმებული გულიც საწინააღმდეგოდ ვერაფერს ეუბნებოდა..
ლასი მალე გაივსო მოსწავლეებით ნინაც გვერდით მომიჯდა, ამასობაში მასწავლებელიც შემოვიდა
-გო ლანჩზე რატომ არ მოხვედი?-მკითხა ნინამ
-ვიყავი, მაგრამ შენ ეშლისთან გნახე და აღარ დაგიძახე
-კარგი რა ლუსი...
-ლუსი! ნინა! შეწყვიტეთ საუბარი თორემ გარეთ გახვალთ
-უკაცრავად მის ვერინდერ, აღარ განმეორდება-ბოდიში მოიხადა ნინამ. გაკვეთილმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ არც ბიოლოგიის და არც იქ მყოფთა აზრი დიდად არ მქონდა, ბიოლოგია მალე ჩამთავრდა, ისევე როგორც მათემატიკა და ფრანგული, 6 გაკვეთილის შემდეგ კი სკოლის უკანა ეზოში ჩავედი, სადაც შეთანხმებისამებრ ფლეშმობისათვის უნდა დაგვეწყო რეპეტიციები
-100ნი არიან, როგორც შევთანხმდით-გამარჯვებულის იერით მახარა ზაკმა
-100ნი??! არმოუდგენელია
-ეგიძლია დათვალო-და ხელი შეკრებილი მოსწავლეებისკენ გაიშვირა
-ჰაჰა.. ძალიან სასაცილოა
-კარგი ესეც 2:0 თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს დავიწყოთ(ზაკი)
-2:0? ჰაჰ ეს მხოლოდ დასაწყისია წინასწარ ნუ იზეიმებ გამარჯვებას
-ვნახოთ, ვნახოთ..
-ბავშვებო ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა-დავიწყე მოსწავლეებთან შეხვედრა-მისტერ და მისის ფიტსები დაგვეხმარებიან ნომრის დადგმაში, ფლშმობი კი დიდების ხეივანში გაიმართება, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით სკოლის ფარგლებს არ უნდა გასცდეს, ხომ გასაგებია?
-დიახ-ბანი მომცეს და მეც განვაგრძე))
-კარგით, მაშინ ბევრს აღარ გავაგრძელებ, იმას გეტყვით, რომ კოსტიუმებზე მე და ზაკი ვიზრუნებთ, ახლა კი დროა რეპეტიცია დავიწყოთ
 საბედნიეროს სკოლის ეზო საკმაოდ დიდი იყო და ყველანი თავისუფლად დავეტიეთ, პირველი რეპეტიციის კვალობაზე არაუშავდა, უმარტივესი მოძრაობები ვისწავლეთ და საათნახევარში დავიშალეთ
-7-ისთვის ცენტრალურ პარკში! არ დაგავიწყდეს-მომაძახა ზაკმა დამშვიდობებისას
-გულმავიწყობა არ მჩვევია
-მეც ამის იმედი მაქვს
სახლში მე და ნინა ერთად წავედით, ვისადილეთ და გაკვეთილების მოზადება დავიწყეთ, მალე 7 საათიც მოახლოვდა, ჩანთას ხელი დავავლე, ტაქსში ჩავჯექი და ვუთხარი ცენტრალურ პარკთან მივეყვანე, საბედნიეროდ დროზე მივედი
 უფრო სწორად მგონი 5 წუთით ადრეც კი იყო, ზაკი ჯერ არ ჩანდა და მეც ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი, ამ დროს მობილურზე წერილი მომივიდა, ისევ დაფარული ნომრიდან იყო:
-"ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელდება, მოემზადე!”
-არ მჯერა ისევ!-წამოვიძახე შეწუხებულმა
-რამე მოხდა?-შეშინებულმა უკან მივიხედე და ზაკი დავინახე, რათქმაუნდა წერილის შესახებ არაფერი მითქვამს და პირდაპირ ჩხუბზე გადავედი
-რათქმაუნდა მოხდა, რამდენი ხანია გელოდები და პუნქტუალობაზე შენ მელაპარაკებოდი??!
-საათს დახედე ძირფასო ჯერ 7 არ შესრულებულა
-შეს..-ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა და ძალით გამოწვეულ უხერხულობას გადამარჩინა
-ლუსი ჟასმინი ვარ, სულ ჩვენს ბოლო საუბარზე ვფიქრობ და შენზე ძალიან ვდარდობ, ახლა მცალია და შეგიძლია მომიყვე რაც მოხდა
-არაფერი ჟასმინ მშვენივრად ვარ-ზაკისგან ზურგი შევბრუნდი და განვაგრძე-ახლა არ მცალია და მერე დაგირეკავ კარგი?
-როგორც გინდა მე უბრალოდ..
-არა არა! რ გეწყინოს ძალიან გთხოვ, უბრალოდ მართლა საქმეები მაქვს
-მესმის შენი, დროები!
-დროებით!-მობილური გავთიშე ამოვიხვნეშე და ზაკისკენ შევბრუნდი, რომელიც ოდნავ მომღიმარი და ოდნავ შეწუხებული სახით მიყურებდა:
-ამას რატომ აკეთებ?(ზაკი)
-რას ამას?
-რატომ ცდილობ თავი ყველას მხიარულ, ბედნიერ და ლაღ გოგოდ მოაჩვენო, როცა სინამდვილეში ასე არ არის
-შენ არაფერი იცი, ამიტომ არ გაქვს ამაზე ლაპარაკის უფლება
-რაც გინდა ის თქვი, მაგრამ არც ბრმა ვარ და შენგან განსხვავებით არც თავს ვიბრმავებ-სკამზე ჩამოვჯექი ცოტაც და ტირილს დავიწყებდი, ზაკი გვერდით მომიჯდა, ჩემი თავი მკერზე მიიხუტა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცრემლები ღაპაღუპით წამომსვლოდა
-ჩემი არავის ესმის და არც არავინ ცდილობს გამიგოს.. ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივაა მოჩვენებითია, ამქვეყნად სულ მარტო ვარ-ცრემლები თავისთავად მომდიოდა თვალებიდან..
-ეს იმიტომ ხომ არ არის, რომ შენს პრობლემებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობ, ეს სამყარო ხომ შენივე შექმნილია-ჩემი თბებით თამაშობდა
-მაგრამ მე არ მინდა ასე იყოს, მინდა რომ ჩემში პოპულარული და აქტიური სკოლის გოგონას მიღმა ადამიანი დაინახონ, რომელსაც ისევე სწყინს, ტკივა და უხარია, როგორც დანარჩენებს..
-შენი ისე მესმის, როგორ არავის არასოდეს, მაგრამ შენ უბრალოდ ვერ ხედავ და აფასებ იმას რაც გაქვს და არც იმის დაბრუნდებას ცდილობ, რაც მართლა მნიშვნელოვანია ემთვის
-და შენ რა იცი ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი?
-რა კი არა ვინ? დავიჯერო ეშლი არ გენატრება?-მისგან თავი გავინთავისუფლე
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა
-შენი ნებაა,მაგრამ თუ ოდესმე ვინმესთან ამ თემაზე ან ნებისმიერ სხვაზე ვინმესთან გულახდილად ლაპრაკი მოგინდება, იცოდე, რომ ჩემი სახით გვერდით ერთგული მეგობარი გყავს-მის ნათქვამზე გამეცინა:
-ყველაზე ნაკლებად ამას წარმოვიდგენდი
-ვიცი! მართლა სასაცილოდ ჟღერს, არადა რაც ერთმანეთი გავიცანით მას ემდეგ ერთმანეთის ჭამის მეტს არაფერს ვაკეთებთ
-მადლობა-მის თქმაღა მოვახერხე მცირეოდენი დუმილის შემდეგ, რომელსაც თან მორცხვი ღიმილი დასდევდა
-რისთვის? ჰა.., თუ იმსთვის მიხდი მადლობას, რომ ახლა უკვე 3:0ია და მესამედ გამატანინე ჩემი, მაშინ ვიღებ შენს მადლობას :))))
-დამპალო!-წამოვდექი და მკერდზე ხელებს მსუბუქად ვარტყამდი-ვერ გიტან-თან სახიდან სიცილი არ მშორდებოდა, ზაკმა კი ხელები დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა, მეც დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია, თვალებში ვუყურებდი, ისევე როგორც ის მე, როცა მისი სახე და ტუჩები ჩემს სახესან ასე ახლოს იყო, თვალები დავხუჭე, მეგონა მაკოცებდა, მაგრამ ყურებთან მისი ხშირი სუნთქვა და ჩურჩული ერთდროულად მომესმა:
-4:0-ხელები გავაშვებინე და ხელი ძლიერად ვკარი:
-ვერ გიტან ზაკ ეფრონ!, შევბრუნდი და მისგან ზურგით შევბრუნდი, რომ უმალვე მკლავში ჩამავლო ხელი, მისკენ მიმაბრუნდა და ვნებიანად მაკოცა, მინდოდა ეს წუთი სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ მისგან ოდნავ გამოვწიე თავი, ისე რომ ჩვენი სახეები ერთმანეთთან კვლავ ძალიან ახლოს იყვნენ
-ესეც 4:1-გავუღიმე, მან კი კვალავ მაკოცე:
-ესეც 4:2-კიდევ მაკოცა-4:3, 4:4-არ ჩერდებოდა, 4:5,4:6, სულ შენ იგებ-მის ნათქვამზე გამეცინა, მაგრამ ეს თამაში მეც ზალიან მომწონდა
-მემგონი უკვე დაბნელდა და დროა სახლში დავბრუნდე-პირველი კვლავ მე მოვეგე გონს
-მგონი მართალი ხარ-აქვე მანქანა მიყენია და მიგაცილებ
-რატომღაც მინდა, რომ ფეხით გავიარო
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-როგორც შენ გინდა!-ხელი ჩამჭიდა და ასე ნელ-ნელა სახლისაკენ განვაგრძეთ გზა..
-დღევანდელი რეპეტიცია ჩაიშალა-ვუთხარი, როდესაც ჩემს სახლს მივუახლოვდით-ძალიან ბრაზობ?
-მე ვბრაზობ? არავითარ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე გამორჩეული რეპეტიცია იყო
-მმ.. მაშინ ჩემთვისაც-ამჯერად მე ვაკოცე და დავემშვიდობე-ხვალ გნახავ
-მთელი ღამე შენზე ვიფიქრებ
-დავიჯერე  მატყუარავ
-ვიცი :*-დამშვიდობება ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, კარგიც და ცუდიც, მეც ზევით ავედი, სახლში ყველას ეძინა და მეც პირდაპირ დასაძინებლად დავწექი, თუმცა ძილი არ მომეკარა, მთელი ღამე დღევანდელზე ვფიქრობდი, ძალიან მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ ამიერიდან გვერდით ის ადამიანი მეყოლებოდა, რომელსაც ვუყვარდი და ჩემი ესმოდა, ამაზე ფიქრით გახარებული სახლში პირველი მე ავდექი, სკოლაში მე და ნინა მამამ წაგვიყვანა, სკოლაში შესულს იგივე მდგომარეობა დამხვდა, რაც გუშინ ლანჩის დროს:ყველა რაღაცაზე ჭორაობდა და მე მიყურებდა..
 ერთ-ერთმა მოსწავლემ ხელში სკოლის გაზეთი შემომაჩეჩა, რომელშიც ერთ-ერთი სტატია ჩემზე იყო, გაბრაზებული პირდაპირ ბიჭების გასახდელში შევედი, სადაც წესით ზაკი სპორტის გაკვეთილისთვის უნდა მომზადებულიყო
გაცეცხლებულმა გაოცები მომზირალ ნახევრადშიშველ ბიჭებს ყურადღებაც კი არ მივაქცი და ზაკს გაზეთი ცხვირწინ მივუგდე..

 
მადლობა, რომ დრო დაუთმეთ, ველი ბევრ კომენტარს :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 781 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-12-07 Spam
უუუუუუუმაგრესია მალეეეე ♥