მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » More than a kiss,Part V ))<3
10:21 PM
More than a kiss,Part V ))<3
More than a kiss part V
for -PrettyLittleLiar
I know everything happens for a reason..<3

დილით მე და ნინა მამამ წაგვიყვანა სკოლაში, პირველი ლიტერატურის გაკვეთილი გვქონდა, რომელშიც რომეო და ჯულიეტა გადმოგვცეს, გაკვთილის დამთავრებისას კი ლიტერატურის მასწავლებელმა, მისტერ დუგლასმა განცხადება გააკეთა:
 
-ბავშვებო, გადავწყვიტე როლები გადავანაწილო, დაგაწყვილებთ და პერფორმებს სააქტო დარბაზში მოვისმენ, დადებით შეფასებას ის წყვილები მიიღებენ, ვინც უკეთ შეძლებს საკუთარი თავის წარმოჩენას, სწორედ ეს წყვილები შეძლებენ სასკოლო სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, მათ სიას ლანჩამდე მთავარ დერეფანში გამოვაკრავ, ვინც შემოთავაზებაზე უარს იტყვის პირდაპირ არადამაკმაყოფილებელ ნიშანს მიიღებს, ასე რომ თავი არ დაზოგოთ, ყველას წარმატებებს გისურვებთ!..
-ლუსი რა მაგარია, შენ ხომ მთელი ცხოვრება ჯულიეტას როლის განსახიერებაზე ოცნებობდი-კლასიდან გამოსვლისთანავე ნინამ მისტერ დუგლასის განცხადებაზე დაიწყო საუბარი
-არამგონია ეს როლი მივიღო, კლასში ჩემზე ბევრად ნიჭიერი მოსწავლეები არიან
-ნუ ხარ თავმდაბალი
-თავმდაბალი არა, რეალისტი ვარ, არ მინდა ილუზიები შევიქმნა, ამ როლზე ეშლიც ოცნებობდა და დარწმუნებული ვარ არავითარშემთხვევაში არ დამითმობს
-როლებს ეშლი კი არა მისტერ დუგლასი ანაწილებს, თანაც ვერ ვხვდები ეშლისთან რატომ გაქვს ეგეთი დაძაბული ურთიერთობა, ის ხომ ისევ ისეთია, როგორიც უწინ იყო
-ნუ ლაპარაკობ იმაზე, რაც არ იცი, თან არ მინდა ეხლა ეშლიზე საუბარი, ჯობია ქიმიის კაბინეტში დროზე ავიდეთ, თორემ უკვე ირეკება
-როგორც გინდა, მაგრამ კარგად დაფიქრდი, იმაზე რაც გაქვს და  შეეცედე  შენი ხასიათის გამო არ დაკარგო 
-ჩემს ხასიათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს! ასე რომ.. ;)
-კარგი გვეყო! უკვე ვჩხუბობთ..
-მაპატიე! მართალი ხარ, უბრალოდ ამ 3 თვის მანძილზე იმდენი რამე მოხდა, რომ არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ გავუძლებ :((
-შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გგონია, უბრალოდ საკუთარი თავის რწმენა გაკლია))
-მართალი ხარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი ყოველთვის გესმის, შენი და ჟასმინის გარეშე არც კი ვიცი რა მეშველებოდა..
-კარგი რა.. რა სალაპარაკოა :*
ზარი მალე დაირეკა და კლასიც მოსწავლეებით გაივსო. ქიმია ჩემი საყვარელი საგანია და შესაბამისად საკმაოდ კარგადაც ვფლობ, უფრო სწორად თუ ვიტყვი კლასში მემგონი ერთადერთი ვარ ვინც ქიმიაში პროგრამული მასალა და მასზე მეტიც კი იცის, ამიტომაც მასწავლებელმა გადაწყვიტა მის დამხმარედ დავენიშნე, ანუ იმ მოსწავლეებს ვამეცადინებ, რომლებსაც ‘ზომაზე’ მეტად უჭირს ქიმია..
-ლუსი, ჩვეული შეკრებები მოსწავლეებთან უნდა განაახლო, თორემ გამოცდისთვის მოსწავლეები განწირულები არიან, რაც შეეხება ახალ მოსწავლეებს, ნინას არაუშავს, ზაკი კი მგონი შეძლებს დაგეხმაროს, არ მეგონა ქიმია ასე კარგად თუ ეცოდინებოდა..-ზარის დარეკვის შემდგომ მისტერ დუგლასმა თავისთან მიხმო
-გასაგებია მისტერ მორგან, მაგრამ აუცილებელია ზაკი დამეხმაროს?
-მე ყველანაირ მასალას მოგაწვდი რაც დაგჭირდება, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ დავესწრები კონსულტაციებს, მარტო დატოვებისთვის კი არ მემეტები, ამიტომ მგონია, რომ ზაკისნაირი დამხმარე აუცილებლად დაგჭირდება
-სხვა რა გზაა-ამოვიხვნეშე- ..და როდიდან განახლდება კონსულტაციები?
-ვიცი, როგორი მძიმე გრაფიკი გაქვს, მითუმეტეს წელს, მაგრამ სხვა გზა არ არის, ხვალიდანვე უნდა დაიწყო
-გმადლობთ ნდობისათვის მისტერ მორგან, შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ
-მეც ამის იმედი მაქვს! აი ზაკიც მოდის და შეგიძლია დაელაპარაკო
-გისმენთ ბატონო მორგან, რამის თქმა ხომ არ გნებავთ(ზაკი)
-დირექციაში მაქვს შესარბენი, მანამადე ლუსი ყველაფერს აგიხსნის, აბა წარმატებები ორივეს-დაგვემშვიდობა და წავიდა
-როგორც ჩანს შენი თავიდან მოშორება არ მიწერია(მე)
-რა სამწუხაროა, რომ მეც იგივე უნდა გითხრა, ასე რომ ცოტა სწრაფად მითხარი რისი თქმაც მისტერ მორგანმა დაგავალა
-შენგან სხვას არც მოველოდი: ესე იგი რა ხდება, კვირაში ორჯერ გაკვეთილების მერე მისტერ მორგანს ქიმიაში სუსტი მასწავლებლების მომზადებაში ვეხმარებოდი, მაგრამ როგორც ჩანს წელს არ ეცლება, ამიტომ მთხოვა შენთვის მეთქვა თუ თანახმა იქნები მისი მოვალეობა ერთად შევასრულოთ, მაგრამ თუ არ გინდა პრობლემა არაა, თავს მე თვითონაც მშვენივრად გავართმევ-ისე წამოვედი მისგან რომ პასუხი არც მომისმენია
-არ ინერვიულო, მისტერ მორგანს გადაეცი, რომ თანახმა ვარ და მის შემოთავაზებას სიამოვნებით ვიღებ
-ორივეს ძალიან გაგვახარებ-ცინიკურად მომღიმარი სახე მივანათე და ჩემი გზა განვაგრძე.
ახლა ლანჩის დრო იყო, ამიტომ ნინას მოძებნა მინდოდა,თუმცა როცა ვნახე, რომ ეშლისთან ერთად იყო არ დამიძახნია და კუთხეში მარტო დავჯექი.
არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ყველა რაღაცაზე ჭორაობდა და მე მიყურებდა, რაც საშინლად არ მსიამოვნებდა.. 

წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი, რომ სწორედ ამ დროს ზაკი მოვიდა ჩემთან, მკლავში ხელი ჩამავლო და ისევ ჩემს ადგილას დამსვა:
-არ ვიცი რას ფიქრობ, ეხა არ დაიწყო ეს რა საშინელებაა წინააღმდეგი ვარო, ყურადღებით მომისმინე ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ..


  
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობდით ჩემს მოთხრობას, განსაკუთრებით PrettyLittleLiar-ს, რომლის წყალობითაც დღევანდელი თავის დადების სტიმული მომეცა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გული მწყდება შემდეგ თავს აღარ დავდებ თუ მოთხრობას მინიმუმ 10 კომენტარი არ ექნება
კიდევ ერთხელ მადლობა მოთხრობის ყველა ერთგულ მკითხველს, ყველას ძალიან გაფასებთ :*

სიახლე გაალამაზა:Smiler_Tizzie (Tizzie-cqnapa–მ)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 747 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-12-05 Spam
gaagrdzele momewona..♥ ♥