მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » More than a kiss. part 4
0:08 AM
More than a kiss. part 4
More Than A Kiss part IV
Don't be totally worried about everything 
that's going around you.

 
გაკვეთილები ჩვეულებრივ ჩატარდა, თვალში ეშლი დიდად არ მომხვედრია, რაც შეეხება ზაკს, სკოლაში ლამის ყველა გოგო მასზე ლაპარაკობდა,თან აღმოჩნდა, რომ ზაკი ჩემი კლასელი იყო, რაც გულახდილად რომ ვთქვათ არ მესიამოვნა, მაგრამ რას გავაწყობდი.. ნინა ეშლის იცნობდა.. ერთად არაერთხელ დავრჩენილვართ და გულახდილადაც გვისაუბრია, ამიტომ ნინას ვერ დავუშლიდი ეშლისთან ერთად ყოფნას, ჰოდა მთელი დღე დღევანდელი თვითმმართველობის კრებისათვის ვემზადებოდი და დასვენებებზეც კი  ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვინც კლასში რჩებოდა და ფურცლებში დებილივით  იკირკიტებოდა.
გაკვეთილები მალე დამთავრდა და თვითმმართველობის წევრები ჩემს კლასში შევიკრიბეთ:
-მოგესალმებით ბავშვებო!პირველ რიგში გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და ვიმედოვნებ ერთად კარგად ვიმუშავებთ, ეხლა რაც შეეხება პროექტებს, რამდენიმე მათგანი უკვე მზად მაქვს, მაგრამ მოდით ჯერ თეატრალურის ლიდერს ზაკ ეფრონს მოვუსმინოთ და გავიგოთ რა მოამზადა ჩვენთვის-ზაკისაკენ ღიმილიანი სახით შევბრუნდი,რადაგან ვიცოდი დღეისთვის არაფერი ჰქონდა მზად
-მაპატიე ლუსი, მაგრამ არ მეგონა პირველი კრება დღეს თუ იქნებოდა..
-არაუშავს ზაკ-დავიწყე გამარჯვებულის იერით-ვიცოდი რაღაც მსგავსი, რომ იქნებოდა და ამიტომ შენს მაგივრადაც შევადგინე რამდენიმე პროექტი, უბრალოდ შემდეგისთვის გაითვალისწინე, რომ თეატრალური კლუბი ცალკე ფრთაა და მზა თემებს ნუ შეეჩვევი ;)
-მაპატიე, მაგრამ მემგონი შენთვის არაფერი მითხოვია, შესაბამისად ჩემი კლუბისათვის რაც საჭირო იქნება, მე თვითონ გავაკეთებ! 
-შემდეგისთვის შეიძლება ასეც იქნეს, მაგრამ არა ამჯერად, მე და ჩვენს სკოლას საქმე გვჭირდება და არა სიტყვები!!
-შენ რა გჭირდება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სხვის კომპეტენციაში ნუღარ ჩაერევი ძალიან გთხოვ!!
-შენ კიდევ შენი მოვალეობის შესრულებას შეუდექი, თორემ ხო იცი შეუცვლელი არავინაა..!
-რატომღაც მგონია, რომ შენს თავზე ლაპარაკობ!(ზაკი)
-მე?! კარგი რა, რაც მაქვს ყველაფერი ჩემით მოვიპოვე, აი რაც შეგეხება შენ..-სიტყვის დამთავრება არ მაცადა ეშლიმ
-ბავშვებო გეყოთ! ჩვენ აქ თქვენი ჩხუბის მოსასმენად ნამდვილად არ მოვსულვართ, პირველი დავალებების მიღება გვინდა, რაც შეეხება პირად კონფლიქტებს, შეგიძლიათ სკოლის გარეთ მოაგვაროთ-საბედნიეროდ ეშლი დროზე ჩაერთო, მე და ზაკი მთელი ამ დროის განმავლობაში ვერც კი ვამჩნევდით, რომ მთელი კლასი ჩვენ გვიყურებდა

-მაპატიეთ, უბრალოდ ვერ ვიტან მოლაყბე უსაქმურებს(მე)
-მეც ბოდიშს გიხდით, ვერც მე ვიტან უსაფუძვლო ბრალმდებლებსა და სხვის საქმიანობაში ცხვირჩარგულ საქმოსნებს-ზაკი უკვე ზღვარს გადადიოდა,რის მოთმენასაც არ ვაპირებდი და შესაფერისი პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ამჯერად ნინა წამოდგა:
-გვესმის თქვენი:)) ლუსი! ახლა ის გვითხარი დასაწყისისთვს რას ვაპირებთ?
-პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 10მდე სერიოზული პროექტია განსახორციელებელი და რამდენიმე ვიწრო მასშტაბის გეგმა მაქვს ჩამოწერილი, თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ მდგომარეობას უნდა გითხრათ, რომ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რის გაკეთებასაც წელს ვაპირებთ, ესე იგი პირველი პროექტია ფლეშმობი
-ვაუ! ეს რაღაც ახალია-წამოიძახა ერთ-ერთმა მოსწავლემ
-მართალი ხარ ჯო, ჩვენს სკოლას ეს ჯერ არ გაუკეთებია, ამიტომაც მინდა, რომ გრანდიოზული გამოვიდეს
-და სად ვაპირებთ ფლეშმობის გაკეთებას?-იკითხა ზაკმა
-ამაზეც ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩვენი სკოლის სახურავზე გავაკეთოთ
-სახურავზე?არა მე არ შემიძლია სიმაღლის შიში მაქვს-შემოგვიერთდა დები
-მგონი ვერც მე შევძლებ, დედაჩემმა  რომ გაიგოს ალბათ ინფაქტი დაარტყამს-უარი განგვიცხადა ჯესიმაც
-კარგით რა ბავშვებო, ასე არაფერი გამოვა-ფურცლები ცხვირპირჩაომტირალმა მაგიდაზე დავანარცხე

-დიდების ხეივანი(ზაკი)
-რა?!-გაკვირვებულმა გავხედე ზაკს
-შენი პროექტი, ხომ ჩვენი სკოლის პოპულარიზაციას გულისხმობს არა?
-კი ასეა
-ხოდა სკოლის მასშტაბი არც ისე დიდია, ჰოლივუდის დიდების ხეივანი მშვენიერი ადგილია 
-რატომღაც ვყოყმანობ(მე)
-კარგი რა ლუსი, ნუ წაგვართმევ ასეთ შანსს, დიდების ხეივანში ყველა  შეძლებს მონაწილეობის მიღებას, თან იქ ხალხმრავლობა ყოველთვის არის (დები)
-ერთხელ მაინც გადააბიჯე თავმოყვარეობას და დათანხმდი, თან გადაწყვეტილების მიღება მარტო შენზე არ არის, აბა რამდენს გინდათ ფლეშმობი დიდების ხეივანში ჩატარდეს?(ზაკი)-ხელი აბსოლიტურად ყველამ ასწია და მეც სხვა რა გზა მქონდა
-კარგით, რადგან ასე გინდათ ვიღებ ზაკის შემოთავაზებას, მაგრამ რეპეტიციები ხვალიდანვე დაიწყება, მთელი დატვირთვით ვიმუშავებთ და ერთ თვეში ფლეშმობს დიდების ხეივანში ვმართავთ, მაგრამ აუცილებელია უკლებლივ ყველა იყოთ
-არა მარტო თქვენ-დაიწყო ზაკმა-თვითმმართველობაში სულ 30-40 მოსწავლეა გაერთიანებული, ჩვენ კიდე ფართომაშტაბიან ფლეშმობზე ვსაუბრობთ, მინიმუმ 100 კაცი მაინც უნდა იყოს
-100?? მემგონი მეტისმეტია, ბევრი არ დასთანხმდება..
-დასთანხმდება!
-მე ვამბობ, რომ არა!(მე)
-მე კი გეუბნები, რომ ხვალ 100ვე სკოლის ეზოში იქნება გაკვეთილების მერე
-თანახმა ვარ! სცადე, იქნებ ეს მაინც გამოგივიდეს! ;)
-ეს მაინც არა, ესეც გამომივა და კიდევ თუ არ გაქვს რამე სათქმელი წავალ სხვა საქმეეიც მაქვს!
-შეგიძლია მიბრძანდე, არავინ გაკავებს, თქვენც ბავშვებო! შეგიძლიათ წახვიდეთ, ხვალ კი გაკვეთილების შემდეგ უკანა ეზოში შევიკრიბოთ, წარმატებებს გისურვებთ!
-ყოჩაღ ლუსი, ლიდერობა შენი პრიორიტეტია-მილოცავდნენ ბავშვები გამომშვიდობებისას
-ყოჩაღ ლუსი, ყოველთვის მჯეროდა შენი-ჩემდა გასაოცრად ეშლიმაც მომილოცა წარმატება
-ვაუ, შენ რა მილოცავ? იცი შენგან ამის მოსმენა ძალიან გამიკვირდა
-ამ ბოლო დროს მეც ბევრი რამ მაოცებს, პირველ რიგში ჩვენი ურთიერთობა
-ცოტა მეტად რომ უკვირდებოდა შენს საქციელს,ასე ნამდვილად არ გაოცდებოდი
-მაგრამ შენ არც კი გითქვამს რა გახდა ჩვენი მეგობრობის გაცივების მიზეზი
-სათქმელი არც არაფერი, არ მიყვარს, როცა თავს იკატუნებენ
-ალბათ ამას ჩემზე არ ამბობ, იმიტომ რომ თავის მოსაკატუნებელი ნამდვილად არაფერი მჭირს
-გეყოს რა ეშლი, შენთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს
-ჩხუბი არც მე მინდა, ამიტომ მგონი ჯობია წავიდე
-ნახვამდის!
-კარგად!-ეშლის წასვლისთანავე ჩემკენ ხელებგაშლილი ნინა წამოვიდა
-ჩემი საყვარელი ბიძაშვილი, მოდი წარმატება მოგილოცო-და გულთბილად გადამეხვია
-შენი საყვარელი ერთადერთი ბიძაშვილი მადლობას გიხდის :დ
-ეგ წარმატება, ხომ წარმატებაა, მაგრამ შენ და ზაკს პირდაღებული გიყურებდით..
-ხო! უნდა ვაღიარო საინტერესო წინადადება ჰქონდა, მაგრამ მაინც ნერვებზე '’მაზის’’, თუ ყველა გადაწყვეტილების მიღება ჩხუბის და ერთმანეთის ლანძღვის ფასად მოგვიწევს არ ვიცი რა..
-სიმართლე გითხრა თქვენს შემხედვარეს ახალშეუღლებული ცოლ-ქმარი წარმომიდგა.. :D
-რა??! გაგიჟდი?? მე და ზაკი?! სასაცილოდაც არ მყოფნის
-ხო კაი კაი ვიხუმრე, ერთი კვირაც კი ვერ გაძლებთ ერთად! :))
-ჰო და ეგრე! :დ წავედით ახლა სახლში ვიმეცადინოთ და მერე კიდევ ერთი პროექტი მაქვს დასასრულებელი, თან ხვალ ადრე ვარ ასადგომი, მერე რეპეტიცია.. არ ვიცი რა.. იმედია ამ წელს ნორმალურად გადავიტან
-ჩემი საბრალო გოგო, წავედით, წავედით, თორე რაღაც მეც გადავიღალე..

სიახლე გაალამაზა  Smiler_Tizzie (Cqnapa-Tizzie)–მ))<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 708 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-12-02 Spam
kaiia a <33