მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » More Than A Kiss. part 11
3:55 PM
More Than A Kiss. part 11

More Than A Kiss Part 11(T h e    E n d!)
Everything will be okay in the end. 
If it's not okay, It's not the end..
ჩემი მოთხრობის მკითხველები სრულიადში:
დასკვნითი თავი!
  
პირველ რიგში ყველას მადლობა, ვინც 11 თავის განმოვლობაში მახარებდით თქვენი კომენტარებით და მადლობა ყველას, ვინც თუნდაც ერთხელ შემოვიდა სრულიადში სიახლის სანახავად, არ მინდოდა ეს მოთხრობა მ ლე დამემთავრებინა და დასასრულისთვის ბევრად მეტი სიურპრიზი მქონდა მოფიქრებული, მაგრამ ძალიან დამწყდა გული ბოლო ტავს 6-ზე მეტი კომენტარი რომ არ ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე მისი დასრულება და ახალი მოტხრობის დაწყება,  განსაკუთრებული მადლობა mariko01-ს da PrettyLittleLiars-ს, თქვენი კომენტარები ყოველთვის მამხნევებდა და თუნდაც მარტო თქვენს გამო არ ვნანობ ამ მოთხრობის წერა რომ დავიწყე, ახლა კი ბევრი რაღა გავაგრძელო წაიკითხეთ მოთხრობის დასკვნითი თავი-იმედია მოგეწონებათ!:*:*

-კი ჩემია.. მაგრამ ნეტა რა ხდება?-მანქნიდან ასევე სწრაფად გადმოვედი, უკან გადმომყვა პაულიც, სახლთან მანქანები იდგენენ, შესასვლელი კარები კი ღია დამიხვდა, თუმცა ეზოში ფეხის შედგმაც ვერ მოვასწარი, რომ იქიდან თვალცრემლიანი ეშლი გამოვიდა და გადამეხვია

-ეშლი?! რა ხდება რატომ ტირი?ან ამ ხალხს აქ რა უნდა?-ფორიაქმა ამიტანა და თვალზე ცრემლი ისე მომადგა, რომ ეს მე თვითონაც ვერ შევამჩნიე, რაც შეეხება ეშლის, მან ხმის ამოღებაც კი ვერ მოახერხა, ოდნავ მომშორდა, გვერდით ამომიდგა ისე, რომ ორივენი სახლის წინა ხედს შევყურებდით, გაოგნებულმა ჯერ ეშლის შევხედე, მაგრამ როცა დავინახე, რომ სახლიდან ექიმებმა საკაცე გამოიტანეს,რომელზეც მამაჩემი იწვა, ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა, თვალები დახუჭული ჰქონდა, უმოძრაოდ იწვა და ხელოვნური სუნთქვის აპარატთან იყო შეერთებული

-მამა!-აღმომხდა სასოწარკვეთილს და თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს დენა, საკაცესთან მივირბინე, მამაჩემის სხეულს მივეკარი და ასე დიდხანს ვიქნებოდი ჩემთან ეშლი რომ არ მოსულიყო:

-ლუსი! ნება მიეცი ექიმებს თავიანთი საქმე გააკეთონ-ზურგზე მომეკრა და საკაცეს მომაშორა.. ჩემთან ნინა და დედა მოვიდნენ:

-საყვარელო!-ამის თქმაღა მოახერხა დედაჩემმა, რომ ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდნენ, ისიც სწრაფად გადამეხვია ისევე, როგორც ატირებული ნინა და ასე ალბათ დიდხანს ვიყავით, რომ დროზე მოვეგე გონს, სამივე მოვიშორე და ხანს ერთს შევხედავდი ახსნა-განმარტების მოსასმენად, ხან მეორეს

-რა მოხდა დედა? რა დაემართა?

-ექიმებმა ჯერ ზუსტად არ იციან.. ნინა იყო მასთან, როცა ეს შეემთხვა-დედა ცრემლებს იწმენდდა და ისე ყვებოდა

-ნინა!-ახლა ნინას მივუბრუნდი, ისიც მიხვდა რის კითხვასაც ვაპირებდი და თავად დაიწყო მოყოლა

-არ ვიცი რა მოხდა, ჩვეულებრივ ვლაპარაკობდით, ძალიან ინერვიულა მთელი ღამე რომ არ გამოჩნდი, მაგრამ ვარწმუნებდი მეგობართან არისთქო...-უეცრად გამახსენდა, რომ სახლში ორი დღეა არ ვყოფილვარ, თანაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რის გამოც თავის დადანაშაულება დავიწყე, ნინამ კი განაგრძო-მერე უცებ სახე დაეღრიჯა, ჰალსტუხი შეიხსნა, როგორც ჩანს სუნთქვა გაუძნელდა, მერე სისხლი აღებინა და სანამ სასწრაფოში დავრეკავდი იატაკზე უგონოდ დაეცა

-აღარ გააგრძელო გთხოვ!-ამის მოსმენა აღარ შემეძლო-მამასთან მინდა, წავიდეთ!

-ტაქსს ახლა გამოვუძახე!ალბათ მალე მოვა-მითხრა დედამ, რადგან თვითონ მართვა არ შეეძლო და დანარჩენებმა კი არც ვიცოდით

-ლუსი მე წაგიყვანთ-უკნიდან პაული მოგვიახლოვდა და ზურგზე ხელი დამადო

-პაულ! სულ დამავიწყდა.. გაიცანით ეს პაულია, პაულ ეს დედაჩემია-ბლერი, ეს ნინა-ჩემი ბიძაშვილი და ეშლი-ჩემი საუკეთესო მეგობარი

-სასიამოვნოა-თავი დაუქნია პაულმა-მანქანა აქვე დავაყენე და იქ დაგელოდებით

-კარგი პაულ! ახლავე მოვალთ-ეზოში დარჩენილები ზევით ავედით და მამას ტანსაცმლები ჩავალაგეთ, მერე კი კარები ჩავკეტეთ და პაულის მანქანაში ჩავჯექით, გზად როგორც ყოველთვის საცობში მოვხვდით და საავადმყოფოში დაახლოებით ნახევარ საათში მივედით, აფორიაქებულებმა მიმღებში ვიკითხეთ მამაჩემი რომელ პალატაში იწვა, თუმცა გვითხრა, რომ მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ექიმის გამოსვლამდე მეტს ვეღარაფერს გვეტყოდა, 2 საათი მოუთმენლად ველოდით ექიმის გამოჩენას, ის კი არ ჩანდა, პაულს მთელი ამ დროის განმავლობაში არ დავუტოვებივართ, სრულ სიჩუმეში ეშლისა და პაულის კამათს თუ გაიგონებდით, მაგრამ ყველაფერი მიწყნარდა, როცა საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა, მწყობრად ავდექით და ექიმს მივუახლოვდით:

-ექიმო როგორ ჩაიარა ოპერაციამ?-ჰკითხა აღელვებულმა დედამ

-სამწუხაროდ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, მაგრამ..-ამ სიტყვების გაგონებისას მეგონა ყველაფერი დამთავრდა, თუმცა ნინამ გაგრძელება არ აცალა:

-მაგრამ რა ექიმო? ხომ ცოცხალია?

-ცოცხალია, მაგრამ მძიმედაა, სამწუხაროდ ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა, ვცადეთ ოპერაცია გაგვეკეთებინა, მაგრამ მთელი სხეული აქვს ჩათრეული და გაკვეთისთანავე გავკერეთ..

-რამდენი ხანი?-ვიკითხე უიმედოდ-რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა?-უკვე ვეღარც ვტიროდი, თითქოს ცრემლები გამიშრაო

-ერთიდან სამ თვემდე-ექიმმა თავი დახარა, გვერდიდან პაული რომ არ ამომდგომოდა, ალბათ ადგილზე წავიქცეოდი, მანვე იქვე მოსაცდელში მდგარ სკამზე დამსვა, თვითონაც გვერდით ამომიჯდა და თავზე ხელს მისვამდა, ეშლი ჩვენსკენ წამოვიდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა, ხელი ხელზე მომკიდა, მერე კი ჩამეხუტა, ნინა და დედა კი ერთმანეთის დამშვიდებას ცდილობდნენ..ცოტა ხანი ასე უმოქმედოდ ლოდინში გავიდა, მერე ექიმი კვლავ გამოვიდა და თქვა, რომ პაციენტი გონს მოვიდა, თუმცა მასთან მხოლოდ ორი მნახველის შეშვება შეიძლებოდა, დედამ გადაწყვიტა ჯერ მე და ნინას გვენახა და თვითონ მერე შევიდოდა, სპეციალური სამოსი ჩაგვაცვეს, სახეზე პირბადე აგვაფარეს და შეგვიშვეს..როცა რეანიმაციის კარები შევაღეთ მამა თვალები ჩვენ მოგვაპყრო და გაეღიმა

-ლუსი! ნინა!ჩემი საყვარელი გოგონები-ნაბიჯს ავუჩქარეთ და მე მარცხნიდან, ნინა კი მარჯვნიდან მიუჯდა და თავი მკერდზე დავადეთ, ორივე ვტიროდით და ეს მამამაც შეამჩნია:

-არა საყვარლებო! ჩემს გამო ნუ იტირებთ, ძალიან გთხოვთ!

-გპირდებით, რომ არ ვიტირებთ! არა ნინა?-ნინას შევხედე, მაგრამ თავის შეკავებას ვერც ერთი ვერ ვახერხებდით-..მალე უკეთ იქნები და სახლში ერთად წავალთ, ხომ იცი მართვა რომ უნდა მასწავლო

მამას გაეღიმა და მითხრა:

-რათქმაუნდა საყვარელო! რათქმაუნდა!-თუმცა მის ხმაში სრული უიმედობა იგრძნობოდა, როგორც ჩანს მანაც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ ვერაფერს ვკითხავდი, მინდოდა მისთვის თუნდაც მცირე იმედი ჩამესახა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი.. დიდხანს ვილაპარაკეთ სხვადასხვა თემებზე, მე და ნინა კურიოზებს ვიხსენებდით და ვცდილობდით მამაც გაგვეხალისებინა, რაც აშკარად გამოგვდიოდა, მაგრამ ყოველ ღიმილს ცრემლი მოჰყვებოდა, რასაც მამას არ ვანახებდით.. მალე ჩვენი გამოსვლის დროც დადგა, რადგან მამა გადავღალეთ, შესაბამისად დედა დღეს მის ნახვას ვერ შეძლებდა, ამიტომ ვთხოვე სახლში წასულიყო და დაესვენა, მართალია თავიდან უარზე იდგა, მაგრამ როცა ვუთხარი გპირდები ხვალ მე დავისვენებთქო, დამთანხმდა და წავიდა, მოგვიანებით ვერც ნინა და ვერც ეშლი ვერ დავითანხმე სახლში დაესვენათ და მარტო არ დამტოვეს, შინ არც პაული წასულა, ისინი მოსაცდელში დავტოვე, მე კი რეანიმაციაში ფეხაკრეფით შევედი, მამას ეძინა, ამიტომ მეც იქვე სავარძელში ჩავჯექი და მალევე მიმეძინა:

-ლუსი!-დილით თავზე დედა დამადგა-დროა წახვიდე, მეგობრები გელოდებიან, გამოიცვალე და მერე დაბრუნდი-როცა მამას დავხედე ჯერაც ეძინა, ამიტომ პასუხად დედას მხოლოდ თავი დავუქნიე და დავემორჩილე.

პაულმა სახლში მიგვიყვანა და თვითონაც დაგვემშვიდობა:

-პაულ! მადლობა ყველაფრისათვის, გპირდები არასოდეს დავივიწყებ..

-კარგი რა! რა სამადლობელოა-ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა

-იდიოტი-ჩაილაპარაკა ეშლიმ პაულზე, როცა სახლში შევედით

-ვინ? პაული? რას ერჩი მშვენიერი ბიჭია-გამოვექომაგე პაულს

-მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ

-ვიღაცას ვიღაცა მოეწონა...-დაიწყო ნინამ გაჯავრება

-რა?? მე და პაული?? ჰაჰა არ გამაცინო! მე და პაული! ჰაჰ-გაიმეორა ეშლიმ, მაგრამ ყველაფერი აშკარა იყო, უბრალოდ ამაზე სასაუბროდ არც დრო იყო და არც ადგილი, ამიტომაც შხაპი მივიღეთ, გამოვიცვალეთ, ვისაუზმეთ და ისევ საავადმყოფოში- ამჯერად ტაქსით წავედით, მისულს დედა მოსაცდელში დამიხვდა:

-დე? აქ რას აკეთებ? მამა რატომ დატოვე?-ვუსაყვედურე და რეანიმაციისკენ წავედი

-ლუსი მოიცადე!-გამაჩერა დედამ-პალატაში გადაიყვანეს, მაგრამ ახლა მნახველი ჰყავს

-მნახველი? კი მაგრამ ვინ არის?-გამიკვირდა, რადგან ბიძია ჯონი ჯერ არ ჩამოსულა

-..მგონი კარგი იქნება თვითონ თუ ნახავ-მცირე ხნის დუმილის შემდეგ დედამ შესვლა მირჩია, მეც შევაღე პალატის კარი და ძალიან გამიკვირდა, როცა შიგნით მნახველი ვნახე:

-შენ?-ვკითხე გაოცებულმა

-შემოდი საყვარელო-მამამ ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი, მნახველს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი დახარა

-კარგია რომ მოხვედი, ზაკმა ყველაფერი მიამბო..-მითხრა მამამ

-ყველაფერი? რა ყველაფერი?

-მე დაგტოვებთ! დროებით მისტერ ჩაკ-ზაკი კარებისკენ დაიძრა

-დროებით შვილო!-დაემშვიდობა მამა, მერე კი განაგრძო-თქვენი გაცნობის დღიდან დაშორების დღემდე ყველაფერი ვიცი-თავი დავხარე, რადგან მამას შევპირდი, რომ თუ შეყვარებული მეყოლებოდა პირველს მას გავაცნობდი

-არა საყვარელო! ვიცი ახლა რასაც ფიქრობ, მაგრამ მე არ მწყინს-ხელზე მაკოცა და განაგრძო-თქვენი ჩხუბის მიზეზიც ვიცი და დარწმუნებული ვარ ახლა ერთად იმიტომ არ ხართ, რომ სიამაყე არ გაძლევს ამის საშუალებას

-მამა!-შევაწყვეტინე

-ნუ მაწყვეტინებ საყვარელო! ზაკისთვის რომ არ მომესმინა, შეიძლებოდა მეც შენს აზრზე ვყოფილიყავი, მაგრამ მის გრძნობებში ეჭვი არ მეპარება, ისევე როგორც შენსაში, ვიცი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია, ამიტომ..

-არა მამა! შენ ძალიან დიდხანს იცოცხლებ! შენ ვერ მიმატოვებ!-ტირილი დავიწყე

-ნუ ტირი ძვირფასო, ეს კიდევ უფრო მტკენს გულს, აქედანვე უნდა შევეგუოთ, რომ მალე ამქვეყნად აღარ ვიქნები, მაგრამ გპირდები,რომ არასოდეს მიგატოვებ, სულ აქ ვიქნები-გულზე დამადო ხელი-და დარწმუნებული ვარ არც აქედან ამოიშლი ჩემს ხსოვნას-ამჯერად საჩვენებელი თითი დამადო შუბლზე-მაგრამ მინდა გულდამშვიდებული მოვკვდე..ვიცოდე, რომ ბედნიერი ხარ შენს საყვარელ ადამიანთან ერთად..

-მამა! გთხოვ!

-არა საყვარელო, მე ყველაფერი გითხარი, რისი თქმაც მინდოდა, ახლა შენი ჯერია, დაელაპარაკე ზაკს და გახსოვდეს: შენს გულს მიენდე!

-ესე იგი დარწმუნებული ხარ, რომ ზაკს ვუყვარვარ და არ მატყუებს?

-შენ როგორ გგონია..!-გამიღიმა და მითხრა-დროზე წადი, გელოდება და არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი..-მამას შუბლზე ვაკოცე და გავიქეცი, კარებთან დედა, ნინა, ეშლი და ზაკი იდგნენ, ზაკი და ეშლი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ:

-ზაკ შეიძლება დაგელაპარაკო?-ზაკი მაშინათვე ჩემთან მოვიდა

-რათქმაუნდა!

-ოღონდ აქ არა! კაფეში ჩავიდეთ!

ორივენი კაფეტერიაში ჩავედით, თითქმის არავინ იყო და ჩვენც მშვიდად საუბრის საშუალება მოგვეცა

-მამას ველაპარაკე!-დავიწყე საუბარი-ის დარწმუნებულია, რომ გიყვარვარ და რაც მითხარი სიმართლეა

-და შენ? შენ რას ფიქრობ ჩემს გრძნობებზე?

-მე რას ვფიქრობ?-სერიოზულ სახეზე თითქოს სინათლის სხივმა გადამიარა-მე ვფიქრობ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელმაც მასწავლა სიყვარული, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, როცა მჭირდებოდა, მაშინაც, როცა მილხინდა და მაშინაც, როცა მიმძიმდა.. მინდა, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდეს

-ესე იგი..-ზაკს სახეზე ღიმილი გადაეფინა

-ხო ზაკ! მე შენ მიყვარხარ და მინდა მუდამ შენს გვერდით ვიყო

ზაკი ფეხზე წამოდგა, ხელი მომკიდა, მეც ამაყენა და დამატრიალა, მერე კი მაკოცა

-ლუსი ჰეილი! ძალიან, ძალიან მიყვარხარ და ამის დასამტკიცებლად-მუხლებზე დაეშვა-მინდა გადმოგცე ის, რის მოცემასაც ორი დღის წინ ვაპირებდი-ჯიბიდან ბეჭდის ჩასადები ამოიღო და გახსნა-ლუსი, გამომყვები ცოლად??..-სახიდან ღიმილი გამიქრა და კვლავ დავსევდიანდი, როგორც კი მამაჩემი გამახსენდა

ზაკი ფეხზე წამოდგა და მითხრა-მამაშენს შენი ხელი ვთხოვე და დამთანხმდა, ახლა თანხმობას შენგან ველოდები-ამის მოსმენამ გამახარა, ზაკს გადავეხვიე და ვუჩურჩულე-თანახმა ვარ-ზაკმა ხელში ამიყვანა და დამატრიალა

-ბრავო!-ტაშს გვიკრავდნენ კაფეტერიის თანამშრომლები და შიგ მყოფი რამდენიმე ადამიანი.. მეც მორცხვად დავწიე თავი..

-მამაშენი ამქვეყნად უბედნიერესი ადამიანი იქნება, წამოდი ავიდეთ-სანამ მამასთან ავიდოდით ეს ამბავი მოსაცდელში მდგარ დედასა და ჩვენს მეგობრებს ვახარეთ, მათ შორის პაულიც იყო და მასაც მთელი გულით გაუხარდა ჩვენი ამბავი, მერე მამასთანაც შევედით:

-მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე საყვარელო!-დავიხარე და მამამ შუბლზე მაკოცა-ზაკ! მოდი შენც მოგილოცო-მამამ ზაკსაც შუბლზე აკოცა, რამაც ძალაინ გამახარა, რადგან ასე მაშინ იქცეოდა, თუ ვინმე ძალიან უყვარდა და ენდობოდა-ხო და ქორწილი როდის იქნება?-იკითხა მამამ

-ხო.. ამაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ-უპასუხა ზაკმა-იქნებ თქვენ გადაწყვიტოთ..

-ჩემი სასიძო უკვე ძალიან მომწონს-სამივემ გავიღიმეთ-მაშინ მოდი ქორწილი კვირის ბოლოს გავმართოთ

-კვირის ბოლოს?მამა მანამდე სულ რაღაც 4 დღეა დარჩენილი-ჩავერიე საუბარში

-რაღას ველოდოთ საყვარელო! ძალიან მინდა შენი ქორწილი ჩემი თვალით ვნახო-ამან ცოტათი დამასევდიანა, მაგრამ კვლავ მამამ გამამხნევა-კარგი რა ძვირფასო! ცხვირი არ ჩამოუშვა, ყველანი ხომ სიკვდილის შვილები ვართ-სანამ რამეს ვიტყოდი კარებზე კაკუნი გაისმა და ოთახში დედა, ნინა და ეშლი შემოვიდნენ

-და პაული სად არის?-იკითხა მამამ

-პაული? ყოჩაღ მამი, როდის მოასწარი გაცნობა?..-მამას გაეღიმა, ერთად დიდხანს ვიყავით და ვილაპარაკეთ მანამ, სანამ ექიმმა სათითაოდ არ გაგვყარა))), დედა სასწრაფოდ შეუდგა საქორწილო სამზადისს, ნინა და ეშლიც ძალიან დაგვეხმარნენ, ქორწილამდე მამამ არ მოისვენა, სანამ საავადმყოფიდან არ გაწერეს, ამ დროის განმავლობაში ეშლი და პაული თავიანთი ჩხუბით „უხვად გვანებივრებდნენ",

 

 ქორწილი მართლაც ზღაპრული გამოვიდა, ჯვარი ეკლესიაში დავიწერეთ, ხელი კი სახლში მოვაწერეთ, თუმცა ბევრი სტუმარი არც გვყოლია, მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები და ნათესავები, მათ შორის ბიძია ჯონიც-ნინას მამა, ძალიან არ მინდოდა მამას დატოვება და თაფლობისთვის მისგან შორს გატარება, მაგრამ მამამ დაიჟინა, თუმცა კვირაზე მეტი ვერ გავჩერდი, მინდოდა ყოველი წუთი მის გვერდით გამეტარებინა.. ჩამოსულს პაული გამომიტყვდა, რომ ეშლი უყვარდა და ძალიან სწუხდა, რომ იგი ყურადღებასაც კი არ აქცევდა, მაგრამ მე ხომ ეშლის მეგობარიც ვიყავი და მისი გრძნობების შესახებაც ყველაფერი ვიცოდი, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე „შემთხვევით" მოწყობილი რომანტიკული საღამოს შემდეგ თავიანთ გრძნობებში ერთმანეთს გამოტყდომოდნენ,  ახლა კი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.. მე თუ მკითხავთ ძალიან ლამაზი და მოსიყვარულე წყვილია, რაც შეეხება ნინას, ის პაულთან ერთად „ვამპირის დღიურებში" მთავარ როლზე დაამტკიცეს, სადაც მისი მეორე ნახევარი იან სომერჰალდერი გაიცნო და მცირე წინააღმდეგობებისა და ყოყმანის შემდეგ საბოლოოდ ერთად არიან.. დედაჩემი სტივენთანაა-იმ კაცთან მამასთან დაშორების შემდეგ რომ გაიცნო, მართალია თავიდან ორივეზე ძალიან გავბრაზდი და ეს პირშიც ვუთხარი, თუმცა მამა დამელაპარაკა და მითხრა, რომ დედაც იმსახურებს ბედნიერებას და რადგან ამის მინიჭება თავად ვერ შეძლო, კმაყოფილი დარჩება სტივენი თუ გააბედნიერებს, თანაც მამას ავადმყოფობის შემდეგ მამა და სტივენი ძალიან დაახლოვდნენ, ბევრს ლაპარაკობენ, ჭადრაკს თამაშობენ..

 სტივენი მეც ძალიან თბილად მექცევა და იმდენი მოახერხა, რომ მეორე მამას ვეძახი.. ამ ორი თვის განმავლობაში ბედნიერებას მწუხარება მუდამ თან ახლდა, ვინაიდან ყოველი ახალი დღე მამასათვის შეიძლებოდა უკანასკნელი აღმოჩენილიყო..

-მამა!-ვუთხარი ერთ საღამოს, როცა ყველა ვახშმობდა, მე და მამა კი მის ოთახში მარტონი ვიყავით, ჩემი თავი მის მკერდზე მედო და სასიამოვნო ამბავს ვახარებდი-დღეს საავადმყოფოში ვიყავი და ტესტი ჩავიტარე-მამას შევხედე, როგორც ჩანს ხვდებოდა, რაც უნდა მეთქვა, სახეზე ღიმილი გადაეფინა-დადებითია, გესმის მამა-თავი ისევ მკერდზე დავადე და პირდაპირ კედელს დავაშტერდი-მე უკვე ერთი თვის ფეხმძიმე ვარ-მამა!-ძალიან შემეშინდა-მამა! კვლავ დავუძახე და შევხედე-მის ლოყაზე ცრემლი გადმოგორებულიყო და აღარ სუნთაქვდა-მამა!-უკანასკნელად მივმართე, ამჯერად ჩახრინწული ხმითა და ჩვეულებრივზე დაბალი ტონით, თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, ამჯერად მამის ცხედარს მივეკარი და მიჭირდა იმის დაჯერება, რომ მისი მუდამ თბილი სხეული სულ უფრო ცივდებოდა, ძლივს მოვახერხე მისთვის თვალები დამეხუჭა, ქვემოთ ჩავედი, თან კიბის სახელურს ვეყრდნობოდი

-ის..ის აღარ არის-ამოვისლუკუნე, როდესაც სამზარეულოს კარებს გავუსწორდი, ზაკი წამოდგა და გადამეხვია, ყველა ტიროდა და მოთქვამდა...

დაკრძალვაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, ყველა თავის გულწრფელ წუხილსა და მწუხარებას გამოთქვამდა მამაჩემის გარდაცვალების გამო..

ერთი წლის შემდეგ

-მამა უკვე ერთი წელია, რაც ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებთ, უსაყვარლესი ვაჟი შემეძინა, რომელსაც მამაჩემის სახელი-ჩაკი დავარქვით, ჩაკი უკვე 4თვისაა და ყველას სიყვარულს იმსახურებს, ვინც ერთხელ მაინც ნახავს.. ნინას კარიერაში წინსვლაა, სერიალმა არნახული წარმატება მოიპოვა, რითაც პაულიც ძალიან გახარებულია, ხო მართლა ხვალ ეშლის და პაულის ქორწილია, სადაც მეჯვარეები ნინა და იანი არიან, მათი ქორწილიც მაშინვე შედგება, როგორც კი სერიალის ბოლო სეზონი დამთავრდება.. ჩემი ძველი მეგობარიც ჩამოვიდა

ჟასმინი-რომელსაც ბევრი ველაპრაკე იმაზე, თუ რატომ მომატყუა, მე ხომ ამდენი ხანი არც კი ვიცოდი სად იყო, მან გამიმხილა, რომ ანონიმური წერილების ავტორი თვითონ იყო და ამისაკენ ვანესამ უბიძგა, რათა როგორმე ზაკისთვის ჩამოვეშორებინე, ჟასმინმა ბოდიში მომიხადა იმისთვისაც, რომ გაზეთში ჩემზე ათასი სისულელე დაწერა, რათა ყველაფერი ზაკისათვის დაებრალებინა, მითხრა, რომ თავს მეორე ხარისხოვნად თვლიდა, რადგან მასზე წინ ყოველთვის ეშლის ვაყენებდი და მითხრა არც ის გაუკვირდებოდა, თუ არ ვაპატიებდი, მაგრამ მე მასზე სულაც არ ვიყავი ნაწყენი, მითუმეტეს, რომ ჟასმინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, როცა მჭირდებოდა.. რაც შეეხება სკოლას-ერთი წლის წინ პრეზიდენტის პოსტი დების გადავაბარე და ამას ახლა არც ვნანობ, რადგან სკოლამ მართლაც წინ წაიწია, მართალია წინა წელს დაგეგმილი ფლეშმობი ჩაიშალა, მაგრამ წელს გამოსაშვებ დღეს გრანდიოზულ ფლეშმობს ჩავატარებთ-ისეთს, როგორიც დაგეგმილი გვქონდა... ხო მართლა ჩემთან ვანესაც იყო, მამაჩემის გარდაცვალება მომისამძიმრა და ყველაფერი მანამ მიამბო, სანამ ჟასმინი მოვიდოდა ჩემთან დასალაპარაკებლად..

ორი წლის შემდეგ

დღეს მართლა შემიძლია ვთქვა, რომ უბედნიერესი ადმაიანი ვარ, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, რისთვისაც ღმერთს უდიდეს მადლობას ვწირავ, დედაჩემი საყვარელ ადმაიანთან ბედნიერია, ეშლიმ და პაულმა-ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა უბედნიერესი ოჯახი შექმნეს, ჟასმინსაც ჰყავს თავისი მეორე ნახევარი-ჯო ჯონასი ჰქვია, რომელთანაც პრაქტიკულად გაცნობისთანავე დავმეგობრდით, ნინა და იანის წყვილი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, მათი სერიალის ფანიც ვარ, მაგრამ ერთი სული მაქვს ბოლო სეზონი დამთავრდეს, რომ მათ ქორწილში მე და ზაკი ვიყოთ მეჯვარეები))) პრინციპში ყველა ჩემი მეგობარი მსახიობობას გაჰყვა-ჩემი და ეშლის გარდა-ყოველთის გვინდოდა საკუთარი სამოდელო სააგენტო გვქონოდა და ჩვენი სურვილიც ავისრულეთ, რაც შეეხება ჩაკს-ჩემს უსაყვარლეს შვილს უკვე სამი წლის გახდა და დღეს პირველად მიგვყავს ბაღში, უკვე ლაპარაკიც ისწავლე,, უფრო სწორად რამდენიმე სიტყვას ისე საყვარლად ლუღლუღებს, რომ მისი ხმის გაგონებისას კმაყოფილების ღიმილი გადამეფინება ხოლმე სახეზე.. ზაკი იმაზე ბევრად უკეთესი მამა აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი, აბსოლიტურად ყველაფერში მეხმარება და მუდამ ჩემს გვერდითაა, რაც მთავარია ჩვენი სიყვარული ყოველდღე უფრო და უფრო ძლიერდება...

                                           The End!

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 651 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-01-17 Spam
Vgijdebi Am Motxrobaze )
DiDi Madloba,Rom Momidzgveni Es Daskvniti Nawili ♥
Albat Tavidan Gadavikitxav Xolme Am Motxrobas,Radgan Dzalian Shemiyvarda ♥
Umagresi Tavi Iyo da Sashinlad Damwyda Guli,Rom daamTavre Magram Rac Mtavaria Happy End Iyo )
Unichieresii Xar ♥