მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » More than a kiss. part 10
6:25 PM
More than a kiss. part 10
More Than Kiss part 10
 
sometimes it hurts to smile to everyone than to cry all alone
ბოდიში დაგვიანებისთვის იმედია მოგეწონებათ:* 


-ტკბილი ძილი მშვენიერო-ეს სიტყვა ცოტა არ იყოს მეუცხოვა, მაგრამ არაფერი მითქვამს, კმაყოფილებისა თუ სიამოვნებისაგან გამეღიმა, თავი მანქნის მინაზე ჩამოვდე, თვალები დავხუჭე და მალევე ჩამეძინა, გამოღვიძებულმა კი სრულიად უცხო გარემოში ამოვყავი თავი
-ღმერთო ჩემო შენ? აქ რა მინდა? სად ვარ?
-დილა მშვიდობისა მშვენიერო
-აქ რას ვაკეთებ პაულ??!
-მანქანაში ისე ტკბილად გეძინა, რომ ვერ გაგაღვიძე, ჰოდა რადგან შენი მისამართი არ ვიცოდი ჩემთან ამოგიყვანე, მოგწონს ჩემი ბინა?-თვალები ოთახს მოავლო
-მომწონს თუ არა შენი ბინა?!! შენ ვერ ხარ ხო? გუშინდელს მერე არავინ იცის სად ვარ, ალბათ როგორ ნერვიულობენ-გაბრაზებული სწრაფად წამოვდექი, ფეხსაცმლებს დავწვდი და ჩაცმა დავიწყე
-კარგი რა.. ნუ ხარ მოსაწყენი-ვაშლი ჩაკბიჩა და საწოლზე დაეხეთქა, მე კი გაოცებისაგან პირი ღია დამრჩა, თავი გავაქნიე და ჩაცმა განვაგრძე, ამ დროს პაული გულდაღმა დაწვა, ცალ ხელზე თავი ჩამოდო და განაგრძო:
-როგორ მეცოდება ჩემი თავი.. გადაღებებამდე სულ მარტო უნდა ვიყო, თან ქალაქსაც არ ვიცნოოობ კარგად..
-რის თქმას ცდილობთ ბატონო პაულ-დავსერიოზულდი და ხმა ოდნავ დავიბოხე, მაგრამ მკაცრის ნაცვლად მომღიმარი გამომეტყველების მიღება მომიხდა
-ვიფიქრე იქნებ ქალაქში გავიდეთ, აქაურობას კარგად იცნობს და..
-და სახლში საშინლად ეჩქარებაო
-კარგი რა ლუსი-ბავშვური სახე მიიღო, უკმაყოფილოდ წამოდგა, მომიახლოვდა, ჩემი ხელი გულზე მიიდო და მთხოვა:
-შენებს მე დავურეკავ, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ძალიან გთხოვ დღე ჩემთან გაატარე, გთხოვ.. გთხოვ.. გთხოვ..
მისმა საცოდაობამ სახეზე ღიმილი მომგვარა, ხელი მხარზე დავადე და ვუთხარი
-არა! შენ მემგონი მართლა დაყრუვდი
-ლუსი!
-პაულ!-მისივე ტონით გავიმეორე
-მეგონა მეგობრები ვიყავით
-ჰეი ვარსკვლავთბიჭუნავ, წუხელ გაგიცანი და უკვე პრობლემები შემიქმენი
-ადამიანი უმადური რომ დაიბადება..-როცა შემომხედა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.. ორივეს ისეთი შესახედაობა გვქონდა, რომ სიცილი ვერ შევიკავეთ
-ჯანდაბას შენს თავს დედას დავურეკავ და გავაფრთხილებ, მანამდე კი იქნებ მაისური მაინც გადაიცვა
-გაღმერთებ ლუსი ჰეილი-გახარებული ისე სწრაფად მომვარდა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ლოყაზე მაკოცა, კარებთან მიირბინა და დერეფანში გავარდა, მაგრამ თავი მალევე უკან შემოყო და მითხრა:
-გპირდები არ ინანებ

-არა ეგ არც მიფიქრია, უბრალოდ შენს ასაკში თითქმის ყველა ამერიკელი მართავს მანქანას

-ყველა ჩემს გარდა! მამა მასწავლიდა მართვას, მაგრამ რაც თავისი კომპანია შექმნა მას შემდეგ აღარ სცალია

-ახლა გასაგებია, მოდი დღეს ყველაფერი გადავდოთ და ტარებას გასწავლი გინდა?

-სიამოვნებით, მაგრამ არა დღეს, არ მიყვარს გეგმების შეცვლა

-ოჰო! მომწონს გოგონები, რომლებმაც იციან რა უნდათ ცხოვრებისგან-არაფერი მიპასუხნია, უბრალოდ გავუღიმე და გვერდით გავიხედე, მთავარ ქუჩაზე გამოსვლისას საცობში მოვყევით

-პაულ მოდი მანქანა აქ დატოვე

-რა?!! შუა ქალაქში??

- დავიჯერო საცობში ყოფნა ისე გსიამოვნებს,რომ მანქანას ვერ ეთხოვები?

-მე ვერ ვეთხოვები?ჰაჰ-ცინიკურად გაიღიმა და მანქნიდან გადავიდა, გამეცინა და სრულიად უმიზეზოდ პირმოცინარი მანქნის კარი მივიჯახუნე, საბედნიეროდ მანქანა მარჯვენა კიდესთან ეყენა, ამიტომ ალბათ ჯარიმასაც ავიცილებდით, თუმცა დიდად ამაზე არც ერთს არ გვინაღვლია..პაულთან მივედი, ხელი ჩავკიდე და საფეხმავლო გზაზე გადავედით:

-მომწონს ბიჭები, რომლებიც სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს

-და ბიჭები, რომლებიც ადვილად გითმობენ

-ნუ ეგრეც არის-გვერდიდან ავხედე, ორივე ვიღიმოდით და პატარა ბავშვებივით გახარებულნი მივუყვებოდით ქუჩას

-აი აქვეა-ვუთხარი პაულს და ხელი „Mexican Kitchen”-ისკენ გავიშვირე

-შენ და მექსიკური სამზარეულო??-შემათვალიერა

-წამო წამო!.. შიგნით ვილაპარაკოთ-წინ წავედი და ძალისძალად პოლიც გამოვიყოლე

-გამარჯობა მარიო-მივესალმე ოფიციანტს

-გამარჯობათ მისის ჰეილი-შეგვეგება მარიო-როგორც ყოველთვის?-იკითხა მან, როდესაც დასაჯდომად სკამი გამომიწია

-ამჯერად არა! ჩემი მეგობრისთვის რამე ცხარე, სუფთა მექსიკური მოიტანე და ერთი ბოთლი ტეკილა

-ტეკილა?!!-მკითხა პოლმა მარიოს წასვლის შემდეგ-ამდილაუთენია ტეკილა უნდა დავლიოთ

-დილაუთენია? უკვე ორი ხდება პოლ!

-წინასწარ გაფრთხილებ ცუდი მსმელი ვარ და ვერ ვიტან ცხარე საკვებს

-არაუშავს მალე შეეჩვევი

-მალე შევეჩვევი??ლუსი!!-გაბრაზდა, როცა ნახა, რომ მის ლაპარაკს არანაირი აზრი არ ჰქონდა და მხოლოდ ღიმილს მგვრიდა სახეზე

-მადლობა მარიო-ვუთხარი მიმტანს, როცა შეკვეთა მოიტანა და მაგიდაზე გააწყო

-გემრიელად მიირთვით-მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და ნაზად გავიღიმე

-მმ.. ისე გემრიელად გამოიყურება..

-შენ თვალით ჭამ თუ პირით?-თავისი ულუფა გადავუღე და ჩანგალი შევაჩეჩე, სხვა გზა არც ჰქონდა-უნდა ეჭამა, მე კი თვალები არ მომიცილებია

-და..??-ვკითხე, როცა ლუკმის ჩადების შემდეგ გაურკვეველი რეაქცია ამოვიკითხე

-უგემრიელესია

-რა გითხარი..მეც გული არ გამისკდა??-შვებით ამოვისუნთქე

-მაგრამ ცხარეა-ლამის იყვირა, შეუძლებელი იყო მისი მოქმედებისთვის გეყურებინა და არ გაგცინებოდა:

-აი დალიე, მოგეშვება-წყლიანი ჭიქა გავუწოდე და კარგა ხანს ვუყურე

-უკეთ ხარ?-ვკითხე მცირე ხნის დუმილის შემდეგ

-კარგი მსახიობი ვარ!-გაეცინა და ჭამა განაგრძო

-რა??! შე დამპალო-მხარზე ხელი დავკარი, მაგრამ მერე მეც გამეცინა

-კარგი გემოვნება გქონია! აქამდე მექსიკურ სამზარეულოს არ ვიცნობდი, მაგრამ მმ.. უმაგრესია-ლუკმა ძლივს გადაყლაპა

-არ შემიძლია არ დაგეთანხმო

-მართლაც მშვენივრად ვისადილეთ, მაგრამ ჩვენთვის ეს სადილი მძიმე საუზმე უფრო იყო

-ჩვენ გაგვიმარჯოს!-ტეკილა დავისხი და გადავკარი, სიმწრისაგან ცალი თვალი დამეხუჭა, პოლი კი გაოცებული გვერდულად მიყურებდა და მომღიმარმა ხელსახოცი მომაწოდა:

-კარგად ხარ?

-მშვენივრად-ვიცოდი პაული თავისით არ დალევდა, ამიტომ მე თვითონ დავუსხი, ფეხზე წამოვდექი და ერთი ჭიქა ძალით გადავაკვრევინე, ისე, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო

-მწარეა, მაგრამ გამოგაფხიზლებს კაცს!

-რადგან ეგრეა, ბარემ ბოლომდე გამოვფხიზლდეთ-ამჯერად პოლმა თავისით ჩამოასხა

-ოჰო ეს უკვე მომწონს-ჩემს ადგილს დავუბრუნდი

-ლუსი ჰეილის გაუმრაჯოს-ყველაზე ორდინალურ გოგონას, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ!-თვალი ჩამიკრა და კიდევ ერთხელ გადაჰკრა, მეც ეს არ მინდოდა-ჰოდა მალევე ავყევი ავყევი:

-პაულ ვესლის გაუმარჯოს-ყველაზე დამყოლ და საყვარელ ბიჭს, ვისაც კი შევხვედრივარ!-სახეზე შევატყვე, რომ ჩემი სიტყვები ესიამოვნა, მალე მესამე ჭიქაც ჩამოასხა:

-ჩვენს ოცნებებს და დასახულ მიზნებს გაუმარჯოს!-მკლავი მკლავში გავუყარეთ და ისე შევსვით

-მგონი დათვერი

-მე?! კარგად არ მიცნობ პაულ ვესლი-ნიშნისმოგებით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, რომ მეოთხე ჭიქა ფეხზე ამდგარს შემესვა, მაგრამ მე ტეკილას ვსვამდი და არა შამპანიურს, კონიაკს ან რამე მსუბუქ სასმელს, როგორც ჩანს მალე მომეკიდა, მაგრამ არ შემიმჩნევია, ყოველ შემთხვევაში მე მეგონა ასე

-მგონი არ ღირს-პოლმა ბოთლი მაგიდაზე დამადებინა

-ამჯერად გეთანხმები-დავუჯერე, სანამ მართლა გონების დაკარგვამდე დავლევდი, მარიოს ვთხოვე ანგაიში მოეტანა

-ლუსი მე ვიხდი

-დღეს შენ ჩემი სტუმარი ხარ და აღარ გააგრძელო-დავამატე, როცა მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებას აპირებდა

-ვიცი ბავშვურია, მაგრამ დიდი ხანია ატრაქციონებზე არ ვყოფილვარ და..რა გაცინებს?-ვყითხე, როცა სახეზე ღიმილი გადაეფინა

-მეგონა ჩემს ნაცნობებში ერთადერთი ვიყავი, ვისაც ატრაქციონებისაკენ კვლავ მიუწევდა გული

-სასიამოვნო მოულოდნელობა:)))) მაშინ რაღაც ვუცდით..

ხელიხელჩაკიდებულები მექსიკური რესტორნიდან სწრაფად გამოვედით და ცენტრალური პარკისაკენ წავედით, ლამის ყველა ატრაქციონზე ვიჯექით, ბამბის ნაყინები ვჭამეთ, უფრო სწორად მთელი ნახევარი საათი ვიზლაზნებოდით, სანამ ხელში არ შემოგვადნა, მერე ჭიქის ნაყინებიც ავარჩიეთ და ერთმანეთი კარგადაც მოვსვარეთ, უფროსები და პატარები გაოცებულები გვიყურებდნენ პარკში მორბენალთ, ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ, ველოსიპედებიც ვიქირავეთ და ერთმანეთსაც შევეჯიბრეთ მინი რბოლაში, რომელშიც პაულმა გაიმარჯვა:

-იცოდე დაგითმე-ვუთხარი პაულს, როცა ველოსიპედები თავიანთ ადგილზე დავაბრუნეთ

-ხო აბა რა..

-დაგითმეთქო

-აბა მე რა გითხარი??

-ხო კაი, მაგრამ.. დაღლილი ვიყავი და ამით ისარგებლე

-აჰამ..

-სულ ამას ნუ იძახი-მხარზე ხელი გავკარი

-წაგებას შეეგუე გოგონი-ცხვირზე ხელი მომითათუნა და გამიღიმე

-ჰო აბა რა..-თავი მხარზე დავადე და ასე განვაგრძობდით გზას, სანამ ვიღაც გოგო ცხვირწინ არ აგვეტუზა

-პაულ ვესლი! შენ ლოს ანჯელესში??-ხელები გაშალა და მთელი ‘გრძნობით’ გადაეხვია

-ტეილორ! აქ რას აკეთებ?-უხერხულად გაუღიმა და ძლივს მოშორდა რამდენიმე სანტიმეტრით, თუმცა ის გოგო ტკიპასავით ეწებებოდა

-ასე უნდა დაიკარგო ხოლმე? ძალიან მოგვენატრე

-მოგვენატრე?-ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი, რისი წყალობითაც ორივეს ყურადღება მივიპყარი, მეც რას ვიზამდი უხერხულად გავიღიმე და უცნობს ხელი გავუწოდე:

-ლუსი! სასიამოვნოა-მერე უეცრად თავში რაღაც აზრმა გამკრა, ხოლო როცა უცნობმა ხელის გამოწოდება დაიგვიანა ხელი პაულს მკლავზე მოვკიდე, თვალებში შევხედე და ვუთხარი:

-საყვარელო ეს სასიამოვნო გოგონა ვინ არის?

-საყვარელო?პაულ ეს რას ნიშნავს?-იკითხა გაოცებულმა გოგონამ

-იცი ტეილორ-უხერხულად გაიმანჭა პაული, შემდეგ კი გაოცებული და გაბრაზებული მზერა ერთდროულად მომაპყრო, თითქოს მეუბნებოდა ამ შარიდან ისე გამომიყვანე, როგორც გამხვიეო, მერე კი განაგრძო-გაიცანით ერთმანეთი ლუსი ეს ტეილორია, ჩემი.. ძველი ნაცნობი, ტეილორ ეს ლუსია ჩემი..

-მისი საცოლე-ხელი კვლავ გავუწოდე და ცინიკურად გავუღიმე, თან გულში ამ გოგონას საცოდაობით ვკვდებოდი, მაშინვე მივხვდი, რომ ისიც პაულის ერთ-ერთი მორიგი გასართობი თოჯინა იყო, მანაც ხელი ისე გამომიწოდა, აქაოდა ისეთი არაფერი მომხდარაო

-აა..! სასიამოვნოა-ამ სიტყვების მიუხედავად აშკარად საცნობი იყო, რომ სიამოვნებისა ნამდვილად არაფერი ეტყობოდა-კარგი პაულ! აბა დროებით-დაემშვიდობა პაულს და ლოყაზე ნაზად აკოცა, მერე მეც შემომხედა:

-მშვიდობით ლუსი, პაულს გაუფრთხილდი

-აუცილებლად-ისე გავუღიმე თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი და კეთილისმოსურნეს მადლობას ვუხდიდი, სინამდვილეში კი სიცილის შეკავებას ძლივს ვახერხებდი, თუმცა მოგვიანებით ჩემი თავი მის ადგილზე წარმოვიდგინე-მეც ხომ დაახლოებით მეც დღეში ვიყავი, ამიტომაც პაულზე საშინლად გავბრაზდი და როცა ტეილორმა დაგვტოვა მხარზე ვუჩქმიტე

-აუჩ!მეტკინა-ხმამაღლა თქვა და უკან გამომყვა, რადგან მე ოდნავ წინ წავედი, მის დალოდებას არც ვაპირებდი

-ღირსი ხარ!

-კი მაგრამ რა დავაშავე!

-საქმეც ისაა, რომ ვერც კი ხვდები რა დააშავე-რატომ გგონიათ ყველა ბიჭს, რომ ნებისმიერი გოგოს მოტყუება და გამოყენება შეგიძლიათ, იმ ვიღაც ტეილორივით

-აჰა, გასაგებია! ამ გაბრაზების მიღმა დიდი გულისტკენა იმალება, მართალი ვარ?-არაფერი მითქვამს.. ერთი ამოვიხვნეშე და პარკში ცარიელი სკამის საზურგეზე დავჯექი, ფეხი კი დასაჯდომზე ჩამოვდე, ისიც გვერდით მომიჯდა და კვლავ მკითხა-არ გინდა მომიყვე?-თავი ამაწევინა და როცა დაინახა, რომ ვტიროდი ჩემი თავი მის კალთაზე დამადებინა და ჩემივე თმებით თამაშობდა, მეც მინდოდა ემოციებისაგან დავცლილიყავი და ყველაფერი მოვუყევი ზაკის გაცნობის დღიდან ჩვენს შეხვედრამდე:

-ვერაფერს იტყვი, ნამდვილი Love Story-ა

-ხო! შეყვარებული გოგონასა და მექალთანე ბიჭის სულელური თავგადასავალი, რომელმაც გული ძალიან მატკინა

-ეს ბევრად მეტია ვიდრე სულელური თავგადასავალი

-ჩემთვის შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არა ზაკისთვის..

-დამიჯერე მისთვის ეს ურთიერთობა ბევრად მეტს ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზაკს არ ვიცნობ, მეც ხომ ბიჭი ვარ და ვიცი როგორც შეყვარებულები იქცევიან, შემოქმედებითი სფეროც საკმაოდ რთულია-პიარისთვის აქ წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები

-შენ ფიქრობ, რომ ზაკს ვუყვარვარ?

-და შენი გული რას გეუბნება

-გონება გულს არ აძლევს სასუალებას ხმა ამოიღოს

-და ის კი უხმოდ გაჰყვირის, რომ ზაკი უყვარს.. ხომ ასეა?-თავი წამოვწიე და პაულს თვალებში ჩავხედე

-შენი გული არ ცდება, ისევე, როგორც მე არ ვცდები.. ნუ დაკარგავ შანსს იყო ბედნიერი-გავიღიმე და პაულს ლოყაზე ვაკოცე:

-ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი

-მე უფრო ბედნიერი ვარ, რომ შენ გაგიცანი-ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა, მერე ერთხელ ამოიოხრა და ძლიერად ჩამიხუტა

-პაულ!

-რა იყო მშვენიერო?

-რატომ მეუბნებიან შენი თვალები, რომ რასაც შენში გარეგნულად ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია შენი სევდის დასაფარად..

-ჩემი თვალები ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ-გაეცინა პაულს

-და მაიც.. ახლა შენი ჯერია..

-სათქმელი ბევრი არც არაფერია.. ბავშვობიდან ერთი გოგო მიყვარდა, ჯესიკა ერქვა, ვცდილობდი მისთვის თავი შემეყვარებინა და ამისთვის ველაფერს ვაკეთებდი, დიდი ლოდინი არ დამჭირვებია-სკოლის პოპულარულ ბიჭთან დაახლოება ყველა ამბიციური გოგონას ოცნება იყო..ოთხი წელი ერთად ვიყავით.. ყველას მიაჩნდა, რომ სკოლის საუკეთესო წყვილი ვიყავით, სანამ..-მხარზე ხელი დავადე-სანამ ჩემს ძმაკაცთან ვნახავდი..-არ ვიცოდი რა მეთქვა, თავი მხარზე დავადე, ცალი ხელი ხელზე მოვკიდე, მეორეთი კი სახეზე მოვკიდე და ლოყაზე ვაკოცე, მას კი თვალიდან ცრემლი წამოუვიდა-მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ არც ერთი გოგო არ იმსახურებს პატივისცემასა და სიყვარულს.. ამის შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ..-ცრემლი მოვწმინდე და მე დავასრულე:

-მაგრამ ჯერ ვერ დაივიწყე

-სამწუხაროდ ასეა, მაგრამ ჩემს თავს პირობა მივეცი და აუცილებლად დავივიწყებ

-გულს ვერ უბრძანებ პაულ-ხელი გულზე დავადე

-მე არ მივცემ საშუალებას არ დამემორჩილოს

-შენ ბევრად უკეთესს იმსახურებ, ვიდრე ჯესიკა იყო, ვერ გეტყვი ტკივილი მალე გაივლისთქო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან გამოჩნდება ის ერთი, ვინც შენს გულს დაიპყრობს და ისე შეგიყვარებს, როგორც იმსახურებ!

-პაულს არაფერი უთქვამს, სკამიდან ჩამოხტა, მობრუნდა, ხელი გამომიწოდა, თავი დახარა და მითხრა:

-არავითარი ცრემლები მისის ჰეილი! ატრაქციონები გველოდება-გაღიმებულმა გავუწოდე ხელი, მეც ჩამოვხტი სკამიდან და ბილეთების საყიდლად გავიქეცით, რამდენიმე საათი ერთი ატრაქციონიდან მეორეზე გადავდიოდით და საბოლოოდ დაღლილებმა გადავწყვიტეთ იქიდან წამოვსულიყავით

-კარგი ვქენი, რომ დაგიჯერე, დღეს მართლა ძალიან გავერთე!(მე)

-კარგი იქნება თუ გავიმეორებთ

-რათქმაუნდა..-მცირე ხნის დუმილის შემდეგ ისევ მე დავიწყე საუბარი-მიხარია, რომ მენდე და გული გადამიშალე

-ისევე როგორც შენ-ხელით ცხვირზე გამეთამაშა

-აქ შეუხვიე პაულ-პაულმაც შეუხვია და რამდენიმე წუთში უკვე სახლთან ვიყავით

-ეს არის შენი სახლი?-ხელი გაიშვირა პაულმა და ნელ-ნელა მანქნის სვლას ანელებდა, მეც ავწრიალდი, ღვედი სწრაფად მოვიშორე და გაოგნებულმა ვუთხარი

-კი ჩემია.. მაგრამ ნეტა რა ხდება?-მანქნიდან ასევე სწრაფად გადმოვედი, უკან გადმომყვა პაულიც, სახლთან მანქნები იდგენენ, შესასვლელი კარები კი ღია დამიხვდა, თუმცაეზოში ფეხის შედგმაც ვერ მოვასწარი, რომ იქიდან თვალცრემლიანი ეშლი გამოვიდა..



პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ დაგვიანებისთვის, შევეცადე ეს თავი სახალისო გამოსულიყო  და იმედია გამომივიდა..

..იმედია მიხვდით, რომ ამ თავის დასასრული დრამის დასაწყისია, ლუსის წინ ბევრი ტანჯვა ელოდება, მაგრამ შევეცდები ეს ისტორია 5 თავში დავასრულო-უფრო ადრე ან უფრო გვიან..დიდხანს არ გაწვალებთ :დ

რაც შეეხება ჩემს ახალ მოთხრობას The Soldier Diaries, მართალია ჯერ მხოლოდ პირველი თავი დავდე, მაგრამ გამიხარდება თუ თქვენც ნახავთ და შემიფასებთ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 684 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-01-09 Spam
Mari Managadze, როგორ ვგიჟდები შენზე აზრზე არ ხარ.. მართლა ისე გამიხარდა ახლა შენი კომენტარი რომ ვნახე.. ნუ იტყვი..
♥ Crazy Girl ♥, მართალი ხარ და მადლობა ჩემი რომ გესმით.. აი სიტყვები არ მყოფნის..ვგიჟდები თქვენზე :დ
პს. გავასწორე უკვე :დ