მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » More than a kiss. 7
10:52 PM
More than a kiss. 7
More ThaA Kiss part 7
   
#Trust people you love <3))

პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ხმა მომეცით, ძალიან ძლიერი 'კონკურენტები' მყავს და ზუსტად არ ვიცი მოთხრობის გაგრძელების უფლებას მომცემენ თუ არა, მაგრამ მინდა ყველა ერთგულ მკითხველს ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, ზოგიერთის კომენტარმა ხო საერთოდ ძალიან გამახარა: nino-bebe, -Likaa<3, PrettyLittleLiar, დიანა<3 .. მართლა არ მყოფნის სიტყვები ჩემი გრძნობების გამოსახატად.. ვგიჟდები ითოეულ თქვენგანზე :*


გაცეცხლებულმა გაოცებით მომზირალ ნახევრადშიშველ ბიჭებს ყურადღებაც კი არ მივაქციე და ზაკს გაზეთი ცხვირწინ მივუგდე..
-ლუსი? რა მოხდა? კარგად ხარ?
-კარგად ვარ თუ არა?  ამას როგორ მეკითხები? ნამდვილი ცინიკოსი ხარ!!-მთელს ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა თვალებიდან, გული საშინლად მტკიოდა და სული მეხუთებოდა, არც ის მინდოდა ვინმეს და მითუმეტეს ზაკს ასეთ მდგომარეობაში ვენახე, ამიტომ შევბრუნდი და გიჟივით მივვარდი კარებს, რომ გარეთ გავსულიყავი, მაგრამ ზაკმა გამაჩერა:
-ასეთ მდგომარეობაში არსადაც არ წახვალ! იქნებ ამიხსნა შენი გაბრაზების მიზეზი, ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ მინახიხარ
-მართალი ხარ ზაკ! არ გინახივარ და ალბათ სწორედ ეს გინდოდა, განადგურებული გენახე, გილოცავ შენ ამას მიაღწიე-წასვლა მინდოდა ზაკი კი არ მიშვებდა, გასახდელში ყველა ბიჭი ჩვენ გვიყურებდა, ვხვდებოდი, რომ სულ ცოტაც და ტკივილისაგან ადგილზე ჩავიკეცებოდი, ზაკს კი უმწეო თვალებით ვანიშნებდი ჩემთვის ხელი გაეშვა და წასვლის ნება მოეცა:
-შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ ასე მომექცე, არც იმის უფლება გქონდა, რაც გამიკეთე, გაიხარე და მე თავი დამანებე(მე)
-ყველანი გარეთ გადით დროზე!!-დაიყვირა ზაკმა, როცა უკვე ხვდებოდა, რომ თავს კონტროლს ვეღარ უწევდა, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ესმოდა, თითქოს ვერ გაეგო რაზე ველაპარაკებოდი, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ჩემს ბრაზს მის მიმართ, ბიჭები სათითაოდ გავიდნენ ოთახიდან, ზაკმა კი კარები მთელი ძალით გაიჯახუნა და მე მომიბრუნდა:
-ახლა მარტონი ვართ! მიხსენი, რა ხდება შენს თავს? ერთ დღეში ასე რამ შეგცვალა?-მის ამ ნათქვამზე გამეცინა, ვტიროდი და თან ვიცინოდი, ალბათ გიჟს ვგავდი, მაგრამ მერჩივნა ჩემთვის გიჟი დაეძახნათ და ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი.. იატაკზე დაგდებული გაზეთი დავინახე, ავიღე, შესაფერის გვერდზე გადავშალე და ზაკს შევაჩეჩე:
-წაიკითხე ზაკ! ხმამაღლა წაიკითხე! საინტერესოა მერეც ასე თუ გააგრძელებ ჩემთან ლაპარაკს-ზაკმა კითხვა დაიწყო:
" საინტერესოა რა მოხდა17 სექტემბერს ცენტრალურ პარკში, სადაც ჩვენი სკოლის შეუდრეკელი, გაუტეხელი და მებრძოლი პრეზიდენტი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლესთან ერთად მსუბუქად რომ ვთქვათ ერთობოდა, პიროვნება, რომელიც სკოლაში უდაოდ პირველ მოსწავლედ მიიჩნეოდა, თურმე სულაც არ ყოფილა ასეთი გამორჩეული, ‘’მთელი მისი ცხოვრება თამაშია მიზნის მისაღწევად’’-აცხადებს რესპონდენტი, რომლის სახელსაც მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ და რომელმაც ეს დღე ლუსი ჰეილისთან ერთად გაატარა: ‘’იგი არ ენდობა მეგობრებს, უფრო სწორად არც ჰყავს ისინი, ფიქრობს, რომ სკოლაში უდაოდ პირველია და დასცინის ყველას ვინც მასთან გაჯიბრებას ცდილობს, მუდმივი დაპირისპირება აქვს სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ მოსწავლე ეშლი ბენსონთან, რომლის დამცირებასა და განადგურებასაც გაურკვეველი მიზეზების გამო ცდილობს, არ აფასებს მასწავლებლებს, ჰგონია, რომ ისინი ძალიან დაბალი დონისანი არიან და თუ დასჭირდა თითოეულზე მაღლა ნებისმიერ დროს აღმოჩნდება’’-ამატებს სანდო წყარო, რომელიც თავად არის მისი მოსწავლეებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მოწმე, ამიტომაც ისმის კითხვა: მართლა გვინდა თუ არა ჩვენს სკოლას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ლუსი ჰეილია? კარგად დავფიქრდეთ და სკოლისა და მოსწავლეებისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ.’’
-არაფერი მესმის.. იმედია არ ფიქრობ რომ..(ზაკი)
-არ მითხრა, რომ ეს შენ არ ყოფილხარ, შენს გარდა ჩემს გრძნობებზე კარგა ხანია არავისთან მიაპარაკია, მაგრამ შენ რა ქენი? ყველაფერი გააზვიადე და ეს სისაძაგლე შეთხზი, რაც არ უნდა ყოფილიყო მე შენგან ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდი..
-მოიცა ლუსი, ახსნის საშუალება მომეცი! როგორ შეგიძლია ჩემზე ასე იფიქრო, მას შემდეგ, რაც..
-რაც ასე მომექეცი, იცი რა. რასაც მინდა იმას ვიფიქრებ, არაფრის ახსნა არაა საჭირო, შენ ყველაზე სულმდაბალი, მატყუარა, ცინიკოსი, პატივმოყვარე ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ, შენი დანახვაც კი არ მინდა-მივბრუნდი, რომ გარეთ გავსულიყავი, მაგრამ ზაკმა მომაბრუნა და მითხრა
-თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ ჩემზე ასე ფიქრობ-თვალებში ჩავხედე და ვუთხარი:
-ნუ ცდილობ ჩემზე ზემოქმედების მოხდენას, მაინც არაფერი გამოგივა
ხელი გამიშვა:
-მშვენიერია! მეგონა სხვებისაგან განსხვავდებოდი, მაგრამ შენც ისეთივე ხარ, როგორც ნებისმიერი სხვა გოგო, მეგონა ერთად ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ როგორც ჩანს ყველას ვინც შენს გვერდითაა უბედურება უწერია, დაგიმტკეცებ, რომ დღეს სულ ტყუილად გამართე მთელი ეს სცენა და ომ მე დამნაშავე არ ვარ, მაგრამ ისიც კარგად გახსოვდეს, რომ როდესაც ჩემთან ბოდიშის მოსახდელად მოხვალ, მე აღარ გაპატიებ და თავს თვითონვე დაიდანაშაულებ საკუთარი ბედნიერების დანგრევაში, ყოჩაღ, უიღბლოს როლი არ დაკარგო!
ჩანთას დაავლო ხელი და გარეთ გიჟივით გავარდა, ზარი უკვე კარგა ხნის დარეკილი იყო, ამიტომ ირგვლივ სიჩუმის ხმა ზეიმობდა, ნაბიჯის გადადგმის თავიც კი არ მქონდა, მეგონა ზაკი დამნაშავე იყო, მაგრამ მისი ქცევა საპირისპიროს ამტკიცებდა, დაბნეული და განადგურებული ვიყავი: შევხვდი ადამიანს, რომელთანაც საოცარ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობდი, მაგრამ ჩემი ბედნიერება ერთ დღეში, უფრო სწორად ერთ ღამეში დასრულდა, ადგილზე ჩავიკეცე, თავი მუხლებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე, ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა და გარეთ გასვლაც არ მინდოდა, არ ვიცოდი სკოლელები ჩემზე რას ფიქრობდნენ და მათი რეაქციისა ძალიან მეშინოდა, ამ დროს მობილურზე წერილი მომივიდა:
"ეს მხოლოდ დასაწყისია!”
-ღმერთო ჩემო ვის ვძულვარ ასე ძალიან-ხმამაღლა წარმოვთქვი და ამ დროს ტელეფონზე ზარიც შემოვიდა, ჟასმინი იყო, მაგრამ რატომღაც არ მქონდა იმისი თავი, რომ მისთვის ჩემს მდგომარეობაზე მომეყოლა და ტელეფონი გამოვრთე, ამ დროს გასახდელში ვიღაც შემოვიდა, თავი მაღლა ავწიე და ჩემს წინ ის ადამიანი დავინახე, ვისაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი:
-არ ვიცი რა მოხდა, ვინ დაწერა ის სტატია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად არ მინდა ჩემზე ასეთი წუდი წარმოდგენა გქონდეს, მინდა, რომ ჩემი გჯეროდეს
-მე ყოველთვის მჯეროდა, მჯერა და დაგიჯერებ რასაც მეტყვი-ჩემთან ერთად იატაკზე ჩამოჯდა და ჩემი თავი მიიხუტა:

-ვიცი, რომ თავს ცუდად გრძნობ, ლაპარაკი არ გინდა და გარეთ გასვლის გეშინია, მაგრამ არაფერია მარადიული, თუ ახლა გგონია, რომ დარდისაგან გული გეფლითება, დამიჯერე ყველაფერი გაივლის, ყველა ტკივილი გაგიყუჩდება და ტავს უკეთ იგრძნობ..
-ყოველთვის შეგეძლო შესაფერისი სიტყვები მოგეძებნა ჩემს დასამშვიდებლად
-საუკეთესო მეგობრები ხომ ტყუილად არ გვერქვა
-გული მტკივა, რომ ერთად აღარ ვართ
-მშვენივრად იცი, რომ ისევ ისე მიყვარხარ, როგორც უწინ და არც ჩვენი დაშორებაა ჩემი მიზეზი
-როგორც ყოველთვის მე თვითონ ვანგრევ ჩემს ბედნიერებას
-შენ არ ანგრევ, უბრალოდ გჭირდება, რომ ადამინებს ცოტა მეტად ენდო
-მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ხომ ყველაფერი აშკარა იყო.. შენ და დეივიდი.. მე თვითონ დაგინახეთ..
-რა??!-დასრულება არ მაცადამ ეშლიმ-შენ რა გეგონა მე დეივიდი წაგართვი?მთელი ზაფხულია ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ აღარ გინდოდა ჩემთან მეგობრობა და რატომ გახდი ცივიჩემს მიმართ, მაგრამ დეივიდი? ის თავზეხელაღებული იდიოტი? უსი კარგი რა..
-მე ის მიყვარდა და როცა ერთად დაგინახეთ, უფრო სწორად როცა ერთმანეთს კოცნიდით.. ნუ მოკლედ არ ვიცი რა.. მეგონა ასე ჩემს ჯიბრზე მოიქეცი
-და იმის ღირსადაც არ ჩამთვალე, რომ გულახდილად დამლაპარაკებოდი
-მაგრამ ყველაფერი ისე აშკარა იყო..
-რა იყო აშკარა? ის იდიოტი ძალიტ კოცნას რომ ცდილობდა და ჩემგან "დაუვიწყარი” სილა და გულიანი გამოლანძღვა მიიღო??-მის ნათქვამზე მეც გამეცინა და ეშლისაც:
-ერთმანეთს ძალიან ვგავართ(მე)
-აბათ ზაკთან მომხდარ ინციდენტს გულისხმობ
-მოგიყვა?
-შენს შესახებ ისეთი აღტკინებით საუბრობდა, რომ შეუძლებელი იყო მისთვის არ მოგესმინა.. წარმოიდგინე: პარკში გასეირნების შემდეგ ბედნიერებისაგან ლამის გაგიჟებული შუაღამისას თავზე წამომადგა და მთელი ენთუზიაზმით საუბრობდა გოგონაზე, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა
-მართლა??
-შენ რა ეჭვი გეპარება?
-კი მაგრამ გაზეთში ხომ ეწერა, რომ..
-გაზეთში ისიც ეწერა ლუსი ჰეილი ეშლი ბენსონის დამცირებას და დაჩაგვრას ცდილობსო, მაგრამ მე დაგიჯერე.. ის კი არა თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ ჩემს მიმართ ასე არასოდეს შეიცვლებოდი
-ესე იგი..
-ესე იგი ზაკი არაფერ შუაშია?
-არ მჯერა, რომ ამაში ეჭვი კიდევ გეპარება
-მაგრამ ახლა ჩემზე საშინლადაა გაბრაზებული
-რაღას უცდი..
-მეშინია..
-ცდა ბედის მონახევრეა,, დაელაპარაკე, ვიცი, რომ გაგიგებს.. რაღას უცდი, გაიქეცი-ორივე ფეხზე წამოვდექით, ეშლის მთელი გრძნობით გადავეხვიე:
-მაპატიე რომ მთელი ზაფხული ჩემს გამო.. მე და შენ.. ხო ხვდები
-ჩემი გიჟი გოგო! ბოდიშის მოხდა არასოდეს გეხერხებოდა, საპატიებელი არაფერია შენს საყვარელ ეშლის ყოველთვის ესმის შენი, ახლა კი მოუსვი, თორემ არ ვიცი გაბრაზებული ზაკი რას გააკეთებს-კარებისკენ გავიქეცი, შუა დერეფანში მივრბოდი და თან ეშლის ვუყვიროდი
-მიყვარხარ ეშლი, უშენოდ არ ვიცი რა მეშველებოდა!
-მეც მიყვარხარ!-მომაძახა ეშლიმაც, მე კიდე მოედანს მივაშურე, მეგონა იქ ზაკი დამხვდებოდა, მაგრამ შევცდი, მერე გამახსენდა, რომ ჩანთა აიღო, ვიფიქრე ალბათ სახლში წავიდათქო, დარწმუნებული არვიყავი, მაგრამ სავარაუდოდ ზაკი ეშლისთან უნდა გაჩერებულიყო და მეც ტაქსის მძღოლს ვთხოვე ეშლის სახლთან მივეყვანე, კარი ღია დამხვდა, ამ დროს ეშლის დედა სამსახურში უნდა ყოფილიყო(ეშლის მშობლებიც გაყრილი იყვნენ), შესაბამისად კარი ალბათ ზაკმა დატოვა, მეც დაუკაკუნებლად შევვარდი და ზაკის ოთახის მოძებნა გადავწყვიტე, ზემოთა სართულზე ავირბინე დ აიმ ოთახისკენ წავედი, საიდანაც ხმაური მოდიოდა და ის სურათი დამხვდა, რის შესახებაც ეშლიმ უკვე გამაფრთხილა:
-ზაკ!
-აქ რა გინდა ლუსი?
-მითხარი, რომ წასვლას არ აპირებ..-ჩემოდანს ალაგებდა
-და რისთვის უნდა დავრჩე, უფრო სწორად ვისთვის?
17 again, 17 again mark, 17 again mike, hsm
-ჩემთვის!
-აჰა! ეტყობა კიდევ დაგრჩა რაიმე სალანძღავი სიტყვა, მიდი, ყურადღებით გისმენ, ჯერ არ მეჩქარება
-მაპატიე!
-რა?
-ეშლი ყოველთვის მეუბნებოდა, ბოდიშის მოხდა არ შეგიძლიაო, მაგრამ პოემის მოყოლა ალბათ არ სჭირდება, იმის გამოხატვას, რასაც გულით გრძნობ.. შენ მშვენივრად იცი როგორი ვარ და როგორი მინდა ვიყო.. დღეს დავიბრუნე ეშლი, რომელიც ჩემივე სისულელით დავკარგე, მაგრამ ჩემივე ხასიათის წყალობით აღარც შენ ხარ ჩემთან, ადამიანი, რომელთანაც ვიგრძენი რას ნიშნავს იყო ბედნიერი და თავისუფალი, ხვდები ეს რას ნიშნავს? მე სიყვარული ვიპოვე და თუ მის შესანარჩუნებლად საჭიროა შევიცვალო, ამისთვისაც მზად ვარ, დარჩი და შეეცადე შემცვალო, შეცვალო გოგონა რომელსაც სჭირდები და რომელიც გენდობა! ხო გენდობა და სჯერა, რომ იმ ყველაფერთან არაფერი გაქვს საერთო, რამაც ასე მატკინა გული, ზაკ ძალიან გთხოვ მითხარი, რომ მაპატიე, მითხარი, რომ ჩემი გესმის!..

 
იმედია მოგეწონათ:*

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 943 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-12-13 Spam
ძაან მაგარი იყო,ყოჩაღ <3