მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » More than a kiss. Part 2
6:26 PM
More than a kiss. Part 2
More Than A Kiss
 
''Relationships last longer, because two people made a choice to keep it, fight for it and work for it''

მადლობა ყველას ვინც მოთხრობა წაიკითხეთ და ორმაგად დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ვიცი რომ მეორე თავის დადება დამაგვიანდა, მაგრამ გპირდებით, რაც შეიძლება ხშირად დავდებ, გთხოვთ დააკომენტარეთ და თუ მოგეწონებათ დღესვე დავდებ შემდეგ თავს, მაქსიმალურად შევეცდები საკმაოდ არაორდინალური მოთხრობა გამომივიდეს, კიდევ ერთხელ მადლობა :*



-ლუსი დედა ადექი ნახე რას ჰგავხარ?

-კარგი რა დე დამაძინე ცოტახანი

-ლუსი არ გრცხვენია, უკვე 10 საათია

-რაა?!! და ამ დროს მაღვიძებ? მამასთან დასვენებებზე 1მდე მეძინა ხოლმე, კარგი რა დედა..-და გაბრაზებულმა ბალიში თავზე ჩამოვიმხე

-ლუსი ნუ ხარ ზარმაცი, მამაშენმა დარეკა წუხელ შენი ბიძაშვილი ნინა ჩამოსულა და შენი ნახვა უნდა

-რაა?! ნინა ჩამოვიდა?-სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან და აბაზანაში შევვარდი, იქიდან კი დედას გამოვძახე:

-დედა ტანსაცმელი გამიმზადე მამასთან უნდა წავიდე

-შენ რა იქ დარჩენას აპირებ?

-ხო აბა ნინა მამასთან მარტო ხომ არ დარჩება, არ იდარდო 3-2 დგეში დავბრუნდები, სკოლაში აქედან ვივლი

-კარგი ოღონდ ცოტა იჩქარე და ბარემ მე გაგიყვან

-აჰა თითქმის გამოსული ვარ-ჩემს ამ ნათქვამზე დედას გაეცინა, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ამ სიტყვებს ვამბობ ბევრად მეტი დრო მჭირდება ხოლმე, მაგრამ ნინა იმდენი ხანი არ მყავდა ნანახი, რომ მართლა გიჟივით გამოვქანდი სააბაზანოდან, თმა დავივარცხნე, ჩავიცვი, დედას მიერ ჩალაგებულ ჩანთას დავავლე ხელი და კიბე სულ რამდენიმე წამში ჩამოვირბინე, დედა კი გაკვირვებული მიყურებდა:

-ლუსი კარგად ხარ?

-კი დე კი უბრალოდ ნინას ნახვა მეჩქარება, არ წავიდეთ? :))

-ჯერ ჭამე რამე, საუზმე მოგიმზადე

-არა დე ყველაფერი გემრიელად გამოიყურება, მაგრამ მირჩევნია მამასთან ვჭამო. მალე გამოდი!-მივაძახე. კარებისკენ გავიქეცი, გარეთ გავვარდი და მანქანაში ჩავხტი. დედაც მალე გამოვიდა, მანქანა დაქოქა, მაგრამ საცობში რამდენიმე წუთიანი ‘ყურყუტის’ წყალობით 1 საათი მაინც მოვანდომეთ მამაჩემის სახლამდე მისვლას,მანქანიდან სწრაფად გადმოვხტი და სახლში შევვარდი, ვიცოდი ნინა ჩემს ოთახში იქნებოდა და პირდაპირ მისკენ გავეშურე, არც შევმცდარვარ
-ნინა! როგორ მომენატრე..-ვეხვეოდი და ვკოცნიდი

-ჩემი გიჟი გოგო, მეც ძალიან მომენატრე ლუსი, რა ხდება შენი ბიძაშვილი სულ დაგავიწყდა?

-მე დამავიწყდა ხო?? :დ ვაიმე ნინა ვერც წარმოიდგენ როგორ მჭირდებოდა ვინმესთან ლაპარაკი

-მერე აქ არ ვარ? რა მოხდა, რატო მოიწყინე ესე მალე? :*

-ეხა აქ ვერ მოგიყვები, ქვემოთ დედა მელოდება ჩამო ვნახოთ, ვისაუზმოთ და მერე გავიდეთ სადმე, თორე აღარ შემიძლია-ხელიხელჩაკიდებულები ჩავედით ქვემოთა სართულზე, მისაღებში მამა და დედა ლაპარაკობდნენ, მე მამას გადავეხვიე ნინა კი დედას ჩაეხუტა:

-ბიცოლა ბლერ! ღოგორ მომენატრეთ..

-მეც ძალიან მომენატრე საყვარელო, როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ, აბა ერთი კარგად დამენახე-ხელი მოკიდა და დაატრიალა

-აბა სულ ესე ხო არ დარჩებოდა დედა :დ

-შენ რომ არ ჩაგვეჭრა ხომ არ შეიძლება-ყველას გაგვეღიმა, მერე კიდე ნინას მიუბრუნდა და უთხრა-შენი იმედი მაქვს ძვირფასო, იქნებ შენ მაინც დაასერიოზულო

-არ დაუჯერო ნინა ჩემზე დამჯერი გოგო მთელ ლოს ანჯელესში მეორე არ დადის :დ :დ

-ნინა, ნინა..! შენ არასოდეს შეიცვლები(მამა) :დ

-ამიტომაც ვარ შენი საყვარელი ქალიშილი-ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი-ხო მართლა მამი არ დამავიწყდეს მე და ნინას დღეს გასეირნება გვინდა და..

-და ფული გინდა არა?

-ჩემი მიხვედრილი მამიკო :* :დ

-ვერსადაც ვერ წახვალთ ძვირფასებო, სანამ არ ისაუზმებთ(დედა)

-კარგი დე ოღონდ შენც დარჩი რა.. წარმომიდგენია მამას საუზმედ რაც ექნება მომზადებული

-ნინა! :დ

-კარგი რა მა, თითქოს არ იცოდეს როგორი მზარეულიც ხარ.. :დ

-კარგი აბა დროზე სამზარეულოში მერე სამსახურში მეჩქარება-დედამ სამზარეულოში შეგვყარა მე და ნინა, მამა კი სამსახურში წავიდა, საუზმობას მალე მოვრჩით და გადავწყვიტეთ სავაჭრო ცენტრში გაგვევლო, 2 დღეში სკოლა იწყებოდა და მეც გარდერობის შეცვლა გადავწყვიტე, მე და ნინა დიდხანს ვარჩევდით შესაფერის ტანსაცმელს და 3-4 საათიანი ‘პოტიალის’ შემდეგ მშიერ-მწყურვალნი მახლობელ კაფეში შევვარდით, ნინა გემრიელად მოკალათდა სკამზე მე კიდე შეკვეთის წამოსაღებად წამოვდექი, რომ ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი და მიწაზე გაშხლართული აღმოვჩნდი

-ისევ შენ?(მე)


-არ მითხრა რომ კიდევ კოცნას მიპირებ

-ჰაჰაჰა! ძალიან სასაცილოა ხუმარა ბიჭუნავ, მაგრამ იქნებ წამოდგომაში დამეხმარო

-როგორც პრინცესა მიბრძანებს-და ხელი გამომიწოდა

-არ გამოგდის ეს ძალით ჯენლტმენობა

-მაშინ რაც ყველაზე მეტად გამომდის იმას გავაკეთებ-წამოიწია და მაკოცა, ამჯერად უკვე ნამდვილად ზღვარს გადავიდა, თავის ვეკავება არც მიცდია, ფეხებსშუა ამოვარტყი და ხელით ვუბიძგე წაქცეულიყო, ამასობაში ნინა თავზე წამოგვადგა და ღიმილი სახეზე შეახმა, როცა თვალებში შემომხედა, ეხლა მართლა ცეცხლს ვაკვესებდი თვალებიდან

-ნინა მივდივართ!

-კი მაგრამ, ლუსი..

-არავითარი მაგრამ ზოგზოგიერთებს, როგორც ჩანს ჭკუის სწავლება სჭირდებოდათ, ახლა აქ აღარაფერი გვესაქმება!_ნინასთვის არც მომისმენია ჩანთებს ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი,გავიგონე როგორ მოუხადა ნინამ ბოდიში იმ ბიჭს

-საერთოდ ასეთი არ არის..

-ნინა დროზე!-ვიყვირე გაცოფებულმა, გარეთ გამოსულმა კი ვუთხარი

-ნინა შენ ვერ ხარ? ძალით მაკოცა შენ კიდე იქით უხდი ბოდიშს?

-კინაღამ დაასაჭურისე და კიდე აქეთ ბრაზობ-გაიცინა ნინამ, მის ნათქვამზე მეც გამეცინა, უდაოდ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი ჩემი საქციელით..

სახლში მისულს ნინამ გამომიცხადა რომ სასწავლებლად მთელი წელი ლოს ანჯელესში რჩებოდა, რამაც ძალიან გამახარა, მე კიდე ჩემის მხრივ ყველაფერი ვუამბე, რაც ამ ორი დღის წინ გადამხდა..


დაამოწმა და გაალამაზა: SmilerMegi-მ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 747 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-12-23 Spam
kargia..