მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 15 » მოკლე ჩანახატი
7:17 PM
მოკლე ჩანახატი
U
nnamed
არ ვიცი რა დავარქვა ამ ნიუსს..რა ვუწოდო..
დიდი ხანია ამის დადება მინდა,მაგრამ მხოლოდ 
ახლა ვდებ.. გთხოვთ უბრალოდ ნახეთ და რამოდენიმე 
წუთი დაუთმეთ ჩემ პატარა სიახლეს..

barbaralexandre: 
∞ ყოველთვის როცა მენატრება, იმდენად რომ ძვლებში ათასი დანა ერთად მივლის, ვფიქრობ იმაზე, რომ მე პიროვნება ვარ, მე ამაყი ვარ და არავის უნდა მივსცე უფლება, კვლავ მომაყენოს დარტყმა, ამის შემდეგ კი ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება.

∞ სისულელეა თქვა, რომ ჯობდა საერთოდ არ შეგყვარებოდა, რადგან სულ მცირე, 
გამოცდილება მაინც მიიღე და ახლა, იცი, რომ არარაობები სიყვარულის ღირსნი არ არიან.

∞ მიყვარდა თუ არა ის? რა თქმა უნდა მიყვარდა და როცა ამას ვამბობ თვითონ მიკვირს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ უფლებაც არ მაქვს მასზე გავბრაზდე, რადგან თითქოს ცუდი არაფერი გაუკეთებია, ადამიანს დაბადებას ხომ ვერ აუკრძალავ. თუ ვინმეა დამნაშავე, მხოლოდ მე რადგან შემიყვარდა. 


წვიმდა.. საშინლად წვიმდა... ქუხდა.. მეშინოდა.. ვკრთოდი.. ციოდა.. შენ არ მოდიოდი და არ მათბობდი.. ვიყინებოდი..ვითოშებოდი.. ვგრძნობდი,როგორ ნელ-ნელა სუსტდებოდა ჩემში სისხლის მოძრაობა.. ყოველ წუთს,წამს შეიძლება უბრალოდ შეჩერებულიყო..იმ წამს ფანჯრის მინაზე შენ სახელს ვწერდი,თუმცა წამების შემდეგ მას წვეთები ხვდებოდა და სახელი ქრებოდა... ვეფერებოდი.. ისევ ვაწერდი,მაგრამ წვიმა მაინც თავისას შვრებოდა... შეიძლება ეს კარგიც იყო თუმცა მე ის მაინც სამუდამოდ მახსოვდა.. წამი არ იყო ისეთი როცა შენ არ მენატრებოდი.. რატომ გაქრი ასე უცებ? მიმატოვე? სანამ მიმატოვებდი ცოტათი მაინც არ დაფიქრდი როგორ მიყვარდი... ისე ძლიერად მიყვარდი რომ სიყვარულის გამო მზეზე დავდგამდი ფეხს.. ცაში ავიდოდი და სამოთხის კარებამდე მიგაცილებდი... იფიქრებს ზოგი იმ ბიჭის სიყვარულით თავს იმცირებსო,მაგრამ არა.. მე თავს არ ვიმცირებ.... უბრალოდ ვაღიარებ.. ვაღიარებ რომ მიყვარდი,და თან როგორ.. 
ლოყებზე ცრემლი გორდება და შემდეგ სადღაც ქრება.. წინ გადაშლილი დღიური მიდევს და ვათვალიერებ.. თითქოს ეს მხოლოდ ის სიზმარი იყო.. მხოლოდ სიზმარი,რომელმაც მხოლოდ წამიერი ბედნიერება მომიტანა.. შემდეგ კი გაქრა და ყველაზე უბედური გამხადა.. დაკარგა ყველაფერმა აზრი.. სიტყვები,მოგონებები.. ყვლაფერი წამში გაქრა,მხოლოდ შენი ნაცნობი სახე და ღიმილი მიდგას წინ.. ნეტავ ისევ მე მეკუთვნოდე.. ნეტავ ისევ გიყვარდე.. ისევ წვიმს.. საშინელი ჭექა-ქუხილია.. ვტირი.. ცრემლები ცვივა თოვლის ფიფქებივით..შეუჩერებლად.. ღირსი ხარ კი შენ ჩემი ცრემლების? ალბათ არა.. ან შეიძლება ჰოო..მინდა ვიტირო.. ვტირივარ კიდეც.. ნუთუ სიყვარულს არაფერი მოაქვს უბედურების გარდა? არა.. ეს არასწორია.. ზოგისთვის მას ბედნიერებაც მოაქვს.. აი შეყვარებული წყვილი.. ჩემი ფანსჯრისგან მოშორებით.. ლამპიონის წინ დგანან.. გოგოს ქოლდა ძირს გდია.. თუმცა ამას ახლა რა აზრი აქვს? წვიმა? ის იმ წამს მათთვის არაფერს ნიშნავს,რადგან ერთმანეთი ჰყავთ.. ვუყურებ და მწარედ მეცინება.. რა პატარა გულუბრყვილო გოგო ვიყავი,შენ რო დაგიჯერე.. შენს ტყუილ გრძნობას რომ ვენდე.. ნუთუ შეიძლება ასეთი ნამდვილი გრძნობა გამოიგონო? ოდნავ მაინც არ გიყვარდი? ალბათ არა.. ჩვენი ბოლო დიალოგი.. შენი მკაცრი,სერიოზული სახე.. მაგრამ მაინც ბრწყინვალე თვალები.. როგორ მენატრება.. არა!. .არაა! შენ ის არ გენატრება.. ჩემში ყველაფერი აირია.. თითქოს ორი პიროვნება იბრძვის.. ერთს შურისძიება სწყურია,მეორეს პატიება.. რომლისკენ წავალ,რომელს ავირჩევ არ ვიცი,რადგან რთულია.. ეს პასუხი ხომ გადაწყვეტს მომავალს.. არ მინდა დავივიწყო.. შეიძლება მისმა მოგონებამ ტკივილი მომიტანოს,მაგრამ ოდესღაც ხომ გამაბედნიერა? ოდესღაც ხომ ვიგრძენი დიდი ბედნიერება.. არასოდეს არ დამავიწყდება.. ის თითოეული წამი,რაც შენთან გავატარე.. თუნდაც ვცადო დავიწყება,ვიცი არაფერი არ გამომივა.. შენ ხომ ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდი.. მაგრამ ახლა უკვე სხვისი ხარ,..ჩემგან წახვედი მიმატოვე.. როცა გკითხე რატომ მიდიოდი,ცივად მიპასუხე აღარ მიყვარხარო.. ჰა ჰა ვიღაცამ მწარედ დამცინა,მე კი ცრემლები ძლივს შევიკავე.. შენთვის არაფერი მითქვამს.. დაგემშვიდობე და მაგის მერე გაქრი.. ალბათ სხვა გიყვარდა.. ან მე არ გიყვარდი... უბრალოდ,მარტივად დამივიწყე,მითხარი რომ აღარ გიყვარდი... არა.. არა..არ მინდა დაგივიწყო..დაივიწყე.. მწარედ მეძახის ქვეცნობიერი.. გული ვერ გიშვებს,უყვარხარ.. გონებას ძულხარ.. ვერ გიტანს.. ასე ცუდად რატო მომექეცი,ნუთუ არ გიყვარდი,ნუთუ არ გიყვარდი.. ნამდვილი სიყვარული ყველაფერს ამარცხებსო ვიღაცა სულელმა თქვა.. ქრება.. თვალებს ვხუჭავ და ყველაფერი ქრება.. ის თბილი ლამაზი მოგონებებიც სიზმრად იქცევა.. ქრება.. თვიმის წეთები ისევ ფანჯრის მინას ეჯახება და შენი სახელიც იშლება.. ცრემლი ლოყაზე მიცურავს.. ნელ-ნელა კი ძირს ეშვება და დღიურის გადაშლილ ფურცლებს,ჩემს ნაჩხაპნებს ასველებს... მიყვარხარ..

რა არის ეს? მართლა არ ვიცი.. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მოეწონოს.. ზოგმაც დამიწუნოს... ზოგმა შემიქოს.. მოკლედ მოვრჩები უბრალო ბოდიალს და ველი თქვენს შეფასებას.... ))
M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 814 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-04-16 Spam
ძან მაგარია )))