მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 5 » მოდით გავიხსენოთ ბავშვობა..!
8:36 PM
მოდით გავიხსენოთ ბავშვობა..!
1.ბავშვეობაში დედა ჩიფსის ჭამას გვიკრძალავდა, მაგრამ ჩვენ ჩიფსებს ახლაც ვჭამთ. 
2.ბავშვობაში მაკდონალდში მხოლოდ იმიტომ დავდიოდით, რომ იქედან ახალი კოლექციის სათამაშო წამოგვეღო. 
3.ბავშვობაში ბაღი გვძულდა, მაგრამ სკოლაში შესვლისას ბაღში დაბრუნება ვინატრეთ. 
4.როცა ბავშვობაში დედა გვიყვიროდა ჩვენ კუთხეში ვჯდებოდით, ახლანდელი ბავშვები კი კომპიუტერს მიუსხდებიან და თამაშებს რთავენ. 
5.ჩვენ ბავშვეობაში პოკემონეით და ტამაგოჩებით ვთამაშობდით, ახლანდელი ბავშვები კი აიპოდით და ტელეფონებით თამაშობენ.
 6.როცა გვეუბნებოდნენ რომ ბიჭი ან გოგო მოგვწონდა ჩვენ ვბრაზდებოდით და ტირილს ვიწყებდით. 
7.დედები და მამები გუდიანებით და აუებით გვაშინებდნენ. 
8.დედას ქვემოდან ერთი საათი მხოლოდ იმისთვის ვეძახდით, რომ 20 თეთრი გადმოეგდო ჟელიბონის ან მზესუმზირის საყიდლათ. 
9.ქვემოდან ამოსულებს დედა ხელების დაბანას გვთხოვდა, ჩვენ კი გვეზარებოდა. 
10.პატარაობაში კომპიუტერთან, მხოლოდ ხატვის ჩასართავად ვჯდებოდით.
11.პატარაობაში მულტფილმის გმირების სახელებს ვირქმევდით. 12.პატარაობაში მშობლებს ვემალებოდით. 
13.დაძინებისას დედას ვატყუებდით, რომ გვეძინა, მაგრამ ნელ-ნელა გვეცინებოდა. 
14.მამაჩვენც სნიკერსებს, კინდერებს, მარსებს, კანფეტებს და უამრავ სხვა რამეებს ვავალებდით. 
15.ცუდ საჭმელებს და ცუდ სასმელებს წამლები ან ფიები ერქვათ.
 16.პატარაობაში ჩვენი ნადღაბნი ლამაზი გვეგონა, და გოგონას თავს დიდ ლოდს ვამსგავსებდით. 
17.ჩვენს თავებში რეინჯერებს ვპოულობდით და იმაზე ვჩხუბობდით რომელი იყო ყვითელი და რომელი ვარდისფერი რეინჯერი. 18.ლოგინის ქვეშ შეხედვა გვეშინოდა, და საწოლზე ჩქარა ვხტებოდით, რომ ლოგინის ქვეშ შემთხვევით არ შეგვეჭყიტა. 
19.თუ მოვიტყუებოდით, გვეგონა, რომ ცხვირი გაგვეზრდებოდა. 
20.ალბათ ყველას გყავდათ "ამოჩემებული" თოჯინა რომელსაც სახელიც ერქვა.. რა ერქვა თქვენს თოჯინას? 
21.- აჩუ, აჩუ ცხენო, საით გაგაჭენო, ჯერ ქერი არ გიჭამია შე კუდ-მოსაჭრელო 
22.- მგელო, მგელო, პირდაუბანელო, ცხელი ფაფა გიჭამია, პირი არ დაგიბანია...
23.- ტაი,ტაი,ტაი... ვისაც უნდა ”დაჭერობანა” ხელი ჩაყოს ამაში...სამ საათზე იკეტება ჩემი ავტო-გა რა ჯი ! 
24.- ვიხილები და მოვდივარ! ვინც დამალული არ არი - ჩემი ბრალი არ არი! 
25.- დაგასტუკე... 26.- პაჟარიიიიიი!! 

ფრაზები, რომლებსაც ბავშვობაში ხშირად ვიყენებდით 
1.-შენი შვილი ტყეში დარბის! 
2.-დაბადების დღეზე არ დაგპატიჟებ. 
3.-როგორ იქცევი, შენი სახლია?
 4.-მე რაღააცა მაქ და არ მოგცემ! 
5.-გაგებუტე, და აღარ შეგირიგდები! 
6.-რა შენი საქმეა! 
7.-გადაგაფრენ ამერიკაშიი..! 
8.-ჩემი ბიძაშვილი იცი რამხელაა? და რა ძლიერია?
 9.-მე რო დიდი გავიზრდები ბევრი ფული მექნება და შენ არ მოგცემ! 
10.-აუ რა გინდა? 
 11.-მამაჩემი მამაშენზე დიდია! 
12.-ვისაც უნდა დახუჭობაანა, ხელი ჩაყოს ამაში, 5 საათზე იკეტება ჩვენი ავტო-გა-რა-ჟიი. გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი თამაშები: დამალობანა 
13.-ვითვლიი - ყვიროდა ყველა ერთად, დიდი ჩხუბის შემდეგ ამოვირჩევდით ერთს, ის კი იწყებდა :  - ბებია ყიდის კევებს, ნაირ-ნაირ ფერებს, რომელი ფერი გინდა შენ ამოირჩიე!  -წ-ი-თ-ე-ლ-ი.. იხუჭებიი... - ვყვიროდით ერთხმად, შემდეგ დაიხუჭებოდა ”დაჩაგრული” ბავშვი და იწყებდა თვლას: - 1, 2, 3, 4,5,6,7,8,9.... ვიხილები და მოვდივარ... -არადა მანამდეც გახელილი იყო და გვიმტკიცებდა არ ვიხილებოდიო, შემდეგ როცა ”მატყუარა” ბავშვი დაიხუჭებოდა ვეუბნებოდით ხოლმე:  -ვინც იხილოს,იხილოს, შავ კუბოში იძინოს... და ასე გრძელდებოდა მთელი დღე სანამ ძალით არ აგვიყვანდნენ სახლში...
14.დაჭერობანა ”წამყვანი” ბავშვი გაიშვერდა ხოლმე ცერა თითს და განწირული ხმით ყვიროდა: -ტაი,ტაი,ტაი.... -მთელი ეზოს ბავშვები მოხროვდებოდნენ ხოლმე და ერთმანეთს ასწრებდნენ ცერებზე ”ჩაჭიდებას”, ბოლო ვინც რჩებოდა ის იჭერდა -შორს გაქცევებს არ ვართ (სახლის უკან დედა არ მიშვებს) - იტყოდა ხოლმე ყველაზე პატარა, ჩვენ რათქმაუნდა მას თამაშიდან ვაგდებდით და ატირებული გარბოდა დედასთან... 
15.დროშობანა ვიყოფოდით ორ ჯგუფად, დროშები ძირითადად ნაძვის ტოტები იყო, ყველაზე ძლიერებს ”ვარკინებდით” ერთმანეთთან , ხოლო ყველაზე სუსტს და პატარას დროშის მოსაპარად ვუშვებდით რადგან მაინც არაფერში გვჭირდებოდა და ”ჩვენი რა მიდიოდა” თუ ”გააშეშებდნენ” 
16.სახტუნაო ეს ჩვენი განუყოფელი ატრიბუტი იყო, მთელი დღე შეგვეძლო წელზე "სახტუნაო" შემოკრულებს გვევლო, ყველაზე ძლიერად ის ითვლებოდა ვინც ბევრჯერ გადახტებოდა ისე რომ არ აბლანდულიყო...
17.დედა-შვილობანა საკმაოდ გავრცელებული თამაში, რომელიც შეიძლებოდა მარტოსაც გვეთამაშა... 
18.მასწავლებლობანა თამაში, რომელსაც ვთამაშობდით რომელიმე ბავშვის სახლში, ეს თამაში ყოველთვის ჩხუბით იწყებოდა რადგან ყველას გვინდოდა მოგვერგო მასწავლებლის როლი, ჩვენთან დათმობა არ "ჭრიდა" , ამიტომ რამდენი ბავშვიც ვიყავით იმდენჯერ ვთამაშობდით რადგან ყველას შეხვედროდა ეს "პატივი" 
19.ჩვენს ბავშვობის "ლექსიკონსაც" გადავავლოთ თვალი  წყალი - ნწა შუქი - ფუფალა ხო - ქო არა - ალა მშია - ნიამუ-ნიამუ წასვლა (სხვაგან) - ტაა.. მიყვარხარ - მიკაქალ ძაღლი - აუა დახუჭვა და გახელა - ბუუ.. ტაა... დაძინება - ნანა-ნანა და ა.შ )

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 799 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-02-06 Spam
9. Sali --   ( sal922[??????]

♥ ahhhhhhhha biggrin kaii siiiiiiiiiiiiiaxleeaaaa love oo ramdeni vixaalise