მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 18 » მოდელები .................
10:01 PM
მოდელები .................
 
14 თებერვალი – განსაკუთრებული დღე ყველა შეყვარებულისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე რომანტიკული ბრენდი ვერ დარჩებოდა გულგრილი ამ დღისთვის და განსაკუთრებული, სადღესასწაულო კოლექცია გამოუშვა. 
2013 წლის რომანტიკული კატალოგიდან მოდელები "Victoria’s Secret-ის ანგელოზებმა" - კენდის სვეინპოლმა, ბარბარა პალვინმა, კარლი კლოსმა, შანელ იმანმა, ბეხატი პრინსლუმ და ლილი ოლდრიჯმა – წარმოადგინეს. 
 
როგორც ყოველთვის, Victoria’s Secret-ის ლუკბუკი ამჯერადაც რომანტიკული, ვნებიანი და ძალიან სექსუალური გამოვიდა. 

ფერთა გამაში ჭარბობს შავი და წითელი, ასევე, ვარდისფერი, ატმისფერი და თეთრი. კოლექციაში არა მარტო ბიუსტჰალტერები და ბიკინებია წარმოდგენილი, არამედ გამჭვირვალე პენუარები, მაქმანებიანი კომბინაციები, სექსუალური ბოდეები, აბრეშუმის ხალათები, პიჟამები და მაისურები. 


ბრაზილია მართლაც სამოდელო სააგენტოებისა და სილამაზის კონკურსებისთვის საუკეთესო კადრების ნამდვილი აკვანია. ბრაზილიელი ქალები თავიანთი ქვეყნის ნამდვილი ნაციონალური ფასეულობები არიან. 

მსოფლიოს სამოდელო სამყაროში ბევრი ბრაზილიელი ქალბატონია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წამყვან ტოპმოდელებს შორისაც მათი რიცხვი სოლიდურია. ამჯერად ოთხ ყველაზე ცნობილ ბრაზილიელ მოდელს წარმოგიდგენთ, რომლებიც არაერთხელ მოხვედრილან პლანეტის ულამაზესი ქალბატონების სიაში. 

32 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი მსოფლიოს ნომერი პირველი ტოპმოდელია: მრავალი წელი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, პირველი მოდელია, რომელმაც 1 მლრდ დოლარი იშოვა; წარმატებული ბიზნესქალბატონი და "ვიქტორია სიკრეტის" ლეგენდარული "ანგელოზია". 

მისი სილამაზის საიდუმლოდ მის იდეალურ პარამეტრებს მიიჩნევენ - 86-61-86. გარდა ამისა, ბრაზილიური და გერმანული სისხლის მქონე ჟიზელს საოცრად სექსუალური სხეული აქვს. მისი სახელი რეგულარულად ხვდება პლანეტის ულამაზესი და ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში. 2006 წელს ბრაზილიაში ის ქვეყნის ყველაზე გავლენიან ქალად აღიარეს. 

მისი პირადი ცხოვრებაც სულ განხილვის ობიექტია - 2002 წლიდან ლეონარდო დი კაპრიოს ხვდებოდა, მერე კი ცნობილ ფეხბურთელ ტომ ბრედის გაუმიჯნურდა და ცოლადაც გაჰყვა. 

31 წლის ალესანდრა ამბროსიო მსოფლიო დონის სუპერმოდელია. 

მას ხშირად უწოდებენ უბრალოდ ალეს. მასაც არა მხოლოდ ბრაზილიური, არამედ პოლონური და იტალიური ფესვებიც აქვს. იდეალური პარამეტრების გოგონას, იმავდროულად, ძალიან ინტელიგენტური ნაკვთები აქვს, რაც მის პოპულარობას უწყობს ხელს. მას ბევრი ექსპერტი კანონიკურ ლამაზმანსაც უწოდებს. 

გარდა ამისა, ალესანდრა სამხრეთ ამერიკის ყველაზე გრძელფეხება მოდელია. "ვიქტორიას" "ანგელოზი" ასევე ხშირად ხვდება სასურველ ქალთა სიაში და მამაკაცების ჟურნალების მუდმივი "სტუმარია". რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2005 წლიდან ხვდება ბიზნესმენ ჯეიმი მაზურს. 

31 წლის მოდელ ადრიანა ლიმას პორტუგალიური, ფრანგული და ინდური ფესვები აქვს. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის არის და პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალადაც არაერთხელ დაასახელეს. ისიც ერთ-ერთი "ანგელოზია", სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდის სარეკლამო სახე. სასიყვარულო ფრონტზე მისი გამარჯვებების სიაც შთამბეჭდავია - 2002 წელს ადრიანა ლიმა მუსიკოს ლენი კრავიტცზე იყო დანიშნული, მოგვიანებით ლიხტენშტეინის პრინცს ხვდებოდა, ახლა კი მისი ქმარი კალათბურთელი მარკო იარიჩია. 

29 წლის იზაბელ ფონტანა ასევე ტიტულოვანი ბრაზილიელი მოდელია. მასზე გიჟდებიან ფეშენ-ფოტოგრაფები, რომლებიც მასში აფასებენ ავანგარდული და თამამი გარდასახვის უნარს. იზაბელი 13 წლისა გავიდა საერთაშორისო კონკურს "ელიტ მოდელ ლუქის" ფინალში და მილანში გაემგზავრა. 16 წლისა "ვიქტორიას" "ანგელოზი" გახდა. 

იზაბელი ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს და საუკეთესო მოდელთა შორის არის. 
პირადი ცხოვრება ვერ აქვს დალაგებული - ორჯერ იყო გათხოვილი, ჯერ მოდელ ალვარო ჯაკომოსიზე და მერე მსახიობ ჰენრი კასტელიზე. ორივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. 



ჟურნალი "ვოგი" ისევ აგრძელებს აქციას მოდელების საყოველთაო შიმშილობისა და სიგამხდრის წინააღმდეგ. ამჯერად სუპერმოდელ ტაირა ბენქსს ერგო პატივი, ნორჩ კოლეგებს საკუთარი მაგალითით აუხსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება და არა შიმშილობა, თუნდაც მოდელობა ჰქონდეთ გადაწყვეტილი. 
ტაირა არასდროს ყოფილა გამხდარი, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. "პოდიუმზე ვერ მოვხვდებოდი, დღეს რომ ვიწყებდე კარიერას". ტაირა ჩვენი საზომებით 42-44 ზომას ირგებს და არ მოსწონს სილამაზის დღევანდელი სტანდარტები. მიაჩნია, რომ მოდის ბიზნესში ჯანსაღი სხეულის მქონე გოგონების დიდი ნაკლებობაა. 
"ახლა ყველას სურს, რომ მოდელს ნულოვანი ზომა ჰქონდეს. მე როცა ვიწყებდი, არც კი ვიცოდი, რომ ასეთი ზომა არსებობდა", - ამბობს ჰარვარდის კურსდამთავრებული ტაირა და მსოფლიოს მოდელებს მიმართავს. 
ვარსკვლავის თქმით, ახალგაზრდა მოდელები გამუდმებით ურეკავენ და ჩივიან. "ტაირა, ძალიან მშიერი ვარ, ისე დავიღალე... მაგრამ პოდიუმიდან და მაღალი მოდიდან წასვლა არ მინდა! მწვერვალზე უნდა დავრჩე", - დაახლოებით ასეთ აღიარებებს ისმენს ტელეფონით. 
"იმედი მაქვს, "ვოგის" ახალი ინიციატივის წყალობით, ასეთი ზარები შემცირდება, - ამბობს ტაირა და დასძენს, - მე პირადად სწორედ შიმშილობაზე უარის თქმამ მაქცია ჯერ სუპერმოდელად, მერე კი ბიზნესქალბატონად". 
პოდიუმის ყოფილ მოდელს არასდროს დასხმიან თავს გამხდარი მოდელების მოყვარულები. ინტერნეტში ერთხელ ტაირას ფოტო გამოჩნდა, რომელშიც საკმაოდ ტანსრული ჩანს. მაშინვე გაჩნდა დაცინვაც, რაზეც არ დაახანა მოდელის პასუხმა: "ჩემს მსუქან უკანალს ემთხვიეთ ყველანი!" - შეუთვალა ავის მოსურნეებს. 
ტაირა დედებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ, როგორ იკვებებიან მათი შვილები. "ერთხელ მითხრეს, რომ ცოტა პუტკუნა ვიყავი რომელიღაც დიზაინერის ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად. 
იცით, რა გააკეთა დედაჩემმა, რომ დავემშვიდებინე? ცრემლები მომწმინდა და... პიცის საჭმელად წამიყვანა! და ჩვენ ერთად მოვიფიქრეთ, როგორ გვექცია ჩემი აღნაგობა ღირსებად".

Daamwoma : -NiniKunna
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 795 | დაამატა: missyou | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-02-19 Spam
4. Tày Sama   ( Tày[??????]

kargiaa ))