მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 23 » mnaa mnaa :))
6:54 PM
mnaa mnaa :))
ცხელი შოკოლადი ნაღებითა და კონიაკით 
შოკოლადი დატეხეთ, ჩაყარეთ ცხელ რძეში და ურიეთ მანამ, სანამ არ დადნება. დაუმატეთ გათქვეფილი ნაღები, კარგად აურიეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ, ცოტაოდენი კონიაკიც დაუმატოთ. 

  

  

საჭირო მასალა: 
400 მლ რძე 
40 გრ შავი შოკოლადი 
2 ჩ/კ შაქარი 
მცირეოდენი ვანილი 
2 ს/კ ნაღები. 

მომზადების წესი: 
რძე დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ შაქარი და ვანილი. გამუდმებით ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი გადმოდგით. შოკოლადი დატეხეთ, ჩაყარეთ ცხელ რძეში და ურიეთ მანამ, სანამ არ დადნება. დაუმატეთ გათქვეფილი ნაღები, კარგად აურიეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ, ცოტაოდენი კონიაკიც დაუმატოთ. 

ეგზოტიკური დესერტი: იოგურტი ხურმით, თხილითა და თაფლით 
ხურმა დიეტური პროდუქტია, რომელიც შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტსა და საკვებ დანამატს. 
ხურმის დესერტი ჩვენს ორგანიზმს მაგნიუმით და A, C და P ვიტამინებით გაამდიდრებს. თუმცა ეს არა მარტო სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელი დესერტია. ან ვინ თქვა, რომ სასარგებლო არ შეიძლება გემრიელი იყოს? 

დაგჭირდებათ: 

იოგურტი (10%-იანი) – 400 მლ. 
ხურმა – 3-4 ცალი. 
თხილი (უკეთესი იქნება ქეშუ) – ერთი მუჭა. 
თაფლი – ცოტაოდენი. 
პიტნა – რამდენიმე ღერი. 

დააქუცმაცეთ თხილი, ხურმას გამოაცალეთ კურკები და დაჭერით პატარა ნაჭრებად. 
გამჭვირვალე ჭიქებში ან თასებში ჩაასხით იოგურტის ნაწილი, შემდეგ კი მოაყარეთ დაჭრილი ხურმა. 
შემდეგ მოაყარეთ დაქუცმაცებული თხილი და მოასხით ცოტაოდენი თაფლი, სურვილისამებრ, წვრილად დაჭრილი პიტნაც. 
ახლა ისევ მოვასხათ იოგურტი, მოვაყაროთ ხურმა, თხილი და თაფლი. ბოლო ფენაა - ცოტაოდენი იოგურტი. 
დესერტი მორთეთ თხილითა და პიტნის ფოთლებით. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ ხურმის ნაჭრები. სუფრასთან მიტანის წინ დესერტი შედგით მაცივარში და გააცივეთ. 

სალათა "ცეზარი" - ტრადიციული, დიეტური და ძალიან გემრიელი 
სალათის ფურცლებზე ზემოდან დაალაგეთ კრევეტები და პომიდვრები და ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი. მოაყარეთ ცოტა გახუხული პურის ნაჭრები, გახეხილი ყველი. 
საჭირო მასალა: 

კრევეტები 
სალათის ფურცლები 
პატარა პომიდვრები 
ყველი 
გახუხული პური 
მაიონეზი 
შავი პილპილი 
ლიმონი 
რეჰანი 
მომზადება: 
პომიდვრები შუაზე გაჭერით (ზომის მიხედვით). სალათის ფურცლები ხელით დაკუწეთ და თეფშზე ან თასზე დაალაგეთ. 
მოამზადეთ სოუსი: მაიონეზში გაურიეთ მშრალი რეჰანი, შავი პილპილი, ნიორი, დააწურეთ ცოტა ლიმონი და ცოტა წყალი დაასხით, რომ კეფირზე ოდნავ სქელი კონსისტენცია გამოვიდეს -კოვზით დასხმა რომ შეძლოთ. 
სალთის ფურცლებზე ზემოდან დაალაგეთ კრევეტები და პიმიდვრები და ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი. მოაყარეთ ცოტა გახუხული პურის ნაჭრები, გახეხილი ყველი. ამ ყველაფერს მზის ფორმა მიეცით. ათი წუთით დადგით და შემდეგ დააგემოვნეთ. 

-Nini Ko


კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 890 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-02-23 Spam
ვაიმე ცეზარზე მეკეტება!!
ძალიან კაი სიახლეაა ♥