ოდესმე თუ გიფიქრიათ როგორ იღვიძებდნენ
ადამიანები მაშინ როდესაც მაღვიძარა ჯერ კიდევ არ არსებობდა?
Knocker-up ან Knocker-upper - ეს დავიწყებული პროფესია ირლანდიასა და ინგლისში იმისათვის არსებობდა, რომ ადამიანები სამსახურში გაეღვიძებინათ. ის რევოლუციის პერიოდში ჩამოყალიბდა და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა. მაღვიძარებად ძირითადად ხნიერი ადამიანები მუშაობდნენ. ისინი ბამბუკის ჯოხებსა და ხელკეტებს იყენებდნენ.