მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2015 » ივლისი » 8 » Miss u too much!
11:12 AM
Miss u too much!

გამარჯობა, ბავშვებო <3
2011 წლიდან ამ საიტზე ვარ დარეგისტრირებული და ვფიქრობ, ბავშვობის ყველაზე მაგარი მოგონებები მაკავშირებს თქვენთან. არ მინდა ეს მოგონებები უბრალოდ გაქრეს. გავა წლები და ალბათ საერთოდ არ გამახსენდება, რომ ოდესღაც ერთი სული მქონდა როდის მომცემდნენ მოდერატორის სტატუსს. 

სიმართლეს ვიტყვი, ბევრ საიტზე ვყოფლვარ, მაგრამ ისეთი მეგობრულები, როგორებიც აქ იყავით, არსად მინახავს. გუშინ რომ შემოვედი და ამდენი "მენატრებით" რომ ვნახე ჩატში, ლამის ტირილი დავიწყე. მინდა, რომ აღვადგინოთ საიტი. რაღაც იდეები მაქვს, მინდა ისევ აქტიურები გავხდეთ და უკვე არა მხოლოდ მაილიზე, ჯასტინზე, სელენაზე, ანუ არა მხოლოდ თინეიჯერებზე (ნუ, აღარ არიან თინეიჯერები, მაგრამ ხომ ხვდებით რას ვგულისხმობ), არამედ, მაგალითად ლილ ვეინზე, დიფ ფარფლზე, პინკ ფლოიდზე.

დამეთანხმებით, გავიზარდეთ და გემოვნება შეგვეცვალა, დაგვეხვეწა. მაილის და დემის მართალია ახლაც ვუსმენ ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ისეთი სიხშირით არა, როგორც ადრე.

ძალიან გთხოვთ, დამამატეთ Facebook-ში:
Anna Samurkasovi

და ვიფიქროთ ifun-ის გაუმჯობესებაზე.

თანაც, არც კი მახსოვს ვინ იყო საიტის მთავარი ადმინისტრატორი. არ მინდა უშნოდ გამომივიდეს, მაგრამ თუ მას არ მოუნდება საიტის დაბრუნება, შემიძლია, მე "ვუხელმძღვანელო", რა თქმა უნდა, თუ წინააღმდეგები არ იქნებით. მეც შემიქმნია საიტი და იმის გამო, რომ ხალხი ვერ მოვიყვანე, თავი დავანებე და ვერკვევი კიდეც ამ ყველაფერში.
ბევრს ალბათ არც გახსოვართ, მაგრამ რა უდგას წინ იმას, რომ ერთმანეთი გავიცნოთ, გავიხსენოთ?
ველოდები თქვენს მეგობრობის თხოვნებს და მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ! <3

 
კატეგორია: ♥ iFunLover | ნანახია: 825 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2015-07-12
მარიამი თხოვდება როგორც ვიცი და ხომ ხვდები, არ ეცლება happy