მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » მირქმა
3:43 PM
მირქმა
მირქმარისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული. იგი VI

საუკუნემდე
 გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528წელს, იმპერატორ 

იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა,

რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი

ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს

ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო

საზეიმოდ აღენიშნათ, და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა

აღასრულეს, 
ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების

ნიშნად, 
544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და

მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.


სამების ტაძრის მღვდელმსახური ,დეკანოზი იაკობ(აბაშიძე) :

მირქმა (მიგებება) – შობიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა. მდიდრები წირავდნენ თავისი ქონებიდან უმეტესს, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ცხვარი, ხოლო ღარიბები წირავდნენ საშუალოზე უფრო ნაკლებ მსხვერპლს, ეს იყო ორი მართვე.

როგორც ცნობილია მაცხოვრისათვის იოსებმა შესწირა ორი ფრინველი, როგორც არა მდიდარმა ოჯახის უფროსმა. მირქმის დღეს წინასწარმეტყველ სვიმეონ მირქმელს ქონდა ჩვენება რომ არ მოკვდებოდა მანამდე, ვიდრე არ იხილავდა მაცხოვარს, ქვეყნად მოსულს და შემდგომ კი აღესრულებოდა და მართლაც ამ დღეს მან იხილა რა მაცხოვარი მიირქვა მან მკლავთა თვისთა , აიყვანა ხელში ანუ ძველი ქართულით გამოითქმის რომ მიირქვა გულსა შინა თვისსა, ამიტომ დაერქვა მირქმა.

გადმოცემის თანახმად, რაც სახარებაში არ წერია , სვიმეონ მიმრქმელი ყოფილა ერთ-ერთთაგანი იმ სამოცდაათორმეტი ბიბლიის მთარგმნელთა შორის, ვინც ძველი აღთქმის წიგნები თარგმნა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე.
პტოლემეოს მეფემ , რომელმაც გაამდიდრა თავის ბიბლიოთეკა და სურდა მას რომ იქ ყოფილიყო ძველი აღთქმის წიგნები ბერძნულ ენაზე და კაცობრიობას საშუალება ჰქონოდა გაცნობოდა ამ წიგნებს, მოიწვია 72 მთარგმნელი ისრაელიდან და ამ სამოცდაათაგანი გახლდათ ღირსი სიმეონ მიმრქმელი რომ ეთარგმნა ესაიას წიგნები ძველი აღთქმიდან. სადაც მას წილად ხვდა ესაია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება. "ეჰა ქალწული მიდგეს და შვას ძეი და უწოდიან სახელად მას ემანუელ” რომელიც ნიშნავს თარგმანებით – ჩვენთან არს ღმერთი. ანუ დადგებოდა ჟამი რომ ქალწულისაგან იშვება ძე და სახელად მას დაარქმევენ ჩვენთან მოსულ ღმერთს. ეს რომ წაიკითხა სვიმეონ მიმრქმელმა იფიქრა რომ ეს არის შეცდომა და თავად აღმოჩნდა შეცდომის მსხვერპლი რამეთუ ბიბლიაში შეცდომა არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სული წმიდა და ანგელოზები აკონტროლებდენ ამა თუ იმ ცთომილებას. მან ჩათვალა რომ ქალწულისაგან შეუძლებელი იქნებოდა ვაჟის გაჩენა და დაწერა რომ გათხოვილი ქალისგან იშვებოდა ვაჟი, რომ შობდა ვაჟს არა ქალწული არამედ გათხოვილი ქალი, მაგრამ მას გამოეცხადა მთავარანგელოზი და უთხრა, არ მოკვდები მანამ, ვიდრე თავად არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მესიას.

სვიმეონ მირქმელმა იხილა ჩვენებით რომ მოდის ის ყრმა ქალწულისაგან შობილი ,ვისგანაც მან შენდობა უნდა ითხოვოს. -საოცარია სიტყვები მართლაც სვიმეონ მიმრქმელისა "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი…” ანუ მან აღიარა იესო მაცხოვრად, ქალწულისაგან შობილი მესია.

ძველი აღთქმის ეს ტრადიცია ახალი აღთქმის ეკლესიაშიც აღესრულება. ამ დღეს ყოველი ახალშობილი ინათლება და დედას ეკითხება განწმენდის ლოცვა.

თუმცა განწმენდის ლოცვა ღვთისმშობელს არ ჭირდებოდა, რადგან იგი იყო ქალწული მაცხოვრის მუცლადღებამდეც და მშობიარობის შემდგომაც ქალწულად დარჩა, მაგრამ მაინც ღვთისმშობელი მარიამი ემორჩოლება რა კანონს ძველი აღთქმისას და ისიც მეორმოცე დღეს მობრძანდება ტაძრად.

ეს დღესასწაული გვამცნობს ორ დოგმატურ სწავლებას, რომ ღვთისმშობელი არის მარადქალწული და მისგან შობილი ყრმა არის მხსნელი სოფლისა, ჩვენთან მოსული ღმერთი! 





კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 624 | დაამატა: -Marriammi♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-02-15 Spam
mec gilocavt yvelassss :**