მირანდა კერი Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მოდელია, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ის მალე ბრენდთან ურთიერთობას გაწყვეტს.  ამის მიზეზი – ტოქსიკური ქიმიკატებია, რომელსაც ცნობილი ამერიკული მარკა თეთრეულის წარმოებისას იყენებს.
 Victoria’s Secret-ის წარმომადგენლები ჯერ არანაირ კომენტარს არ აკეთებენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა მოარული ხმები იმის შესახებ,რომ მირანდა კერი "ანგელოზების" რიგს გამოაკლდება, შესაძლოა, სიმართლე აღმოჩნდეს - მოდელი ხომ ეკოლოგიის ცნობილი დამცველია.
 მას აქვს ორგანული კოსმეტიკის საკუთარი ხაზი და აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაცია WWF-სთან (ველური ბუნების მსოფლიო ფონდი). სავარაუდოდ, მირანდას არ მოეწონებოდა სიახლე იმ თეთრეულის ტოქსიკურობის შესახებ, რომელსაც ის წარმატებით წარმოადგენდა.
|