ცნობილია რომ მირანდა რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა, და მან კისრისა და ხერხემლის დაზიანება მიიღო. ავსტრალიელი მოდელის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი ლოს ანჟელესში მოხდა და დამნაშავე სხვა მძღოლი იყო. უცხო მამაკაცის მანქანა მირანდას ავტომობილს შეეჯახა. „მირანდას დაზიანებული ადგილები სტკივა, მაგრამ გვიხარია, რომ უფრო სერიოზული ტრავმები არ მიიღო", - განაცხადა მისმა წარმომადგენელმა. ავარიის შემდეგ კერიმ საავადმყოფოს მიაკითხა. იგი ცდილობდა მომხდარის აფიშირება არ მოეხდინა და ორთოპედიულ საყელოს შარფით მალავდა. ცნობილი გახდა, რომ მირანდამ რამდენიმე ღონისძიება გადადო. „Sydney Daily Telegraph"-ის ინფორმაციით, მეორე ავტომობილის მძღოლი შესაძლოა ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, და თუ ეს დამტკიცდება, მას სასჯელი არ ასცდება. რამდენიმე სურათი: