MileyCyrusNews *ლიამი და მაილი_ახალი ბრედი და ანჯელინა
მაილი და ლიამი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად, მაგრამ ლიამი ყოველთვის იყო მშვენიერი ყმაწვილი, რომელიც გვერდს უმშვენებდა მაილის წითელ ხალიჩაზე. მაგრამ ახლა, როცა ლიამი გახმაურებული ბლოკბასტერის_The Hunger Games-ის მსახიობია, მათ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ვარსკვლავური წყვილი. ,,ისინი არიან ახალი: ბრედი და ანჯელინა_კარგი ბიჭი, რომელიც ცდუნებულია ცუდი გოგოს მიერ.''_ამბობს უცნობი წყარო და იმასაც დასძენს, რომ მაილიმ, ისევე როგორც ანჯელინამ კარგად იცის, როგორ ჩახლართოს ამბავი(ანჯელინას ფეხი და მაილის ,,ნიშნობის'' ბეჭედი). P.S. მგონი ეს ადამინი თვითონაც ვერ ხვდება, რას ამბობს))
*ლიამი საუბრობს მისი ნიშნობის ჭორებზე JAY LENO-ს შოუში
რამდენიმე დღის წინ ლიამი გამოჩნდა ,,ღამის შოუში ჯეი ლენოსთან ერთად'', სადაც მას ჰკითხეს იმ ჭორებზე, თითქოს ის და მაილი დაქორწინდნენ. ინტერვიუს ეს ნაწილი იხილეთ ქართულად:
წამყვანი: რაღაც უნდა გკითხო და დანა არ მესროლო. წავიკითხე, რომ დაინიშნე. მართალია?
ლიამი: სიცრუეა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ დავნიშნულვართ.
წამყვანი: ე.ი. არ დანიშნულხართ?
ლიამი: არა. მას ეკეთა ბეჭედი თითზე და ყოველთვის ატარებს ბეჭდებს. ჩვენ გვაქვს მტკიცე, ბედნიერი ურთიერთობა, მაგრამ არ დავნიშნულვართ!
წამყვანი: ის ძალიან კარგი გოგონაა და იღბლიანი ხარ.