{როდის გამოვა "You're gonna make me Lonesome when you go"-ს კლიპი?} {მაილი და ლიამი ახალგაზრდა წყვილების სიაში ♥ } {როგორ ინარჩუნებს მიამი ურთიერთობას?} {მაილი და "NOH8"} {მაილი და ლიამი 5 იანვარს} {6 იანვარს ტოლუკას ტბაზე}
მაილის ქავერის კლიპი ბობ დილანის სიმღერაზე "You're gonna make me Lonesome when you go" სულ მალე გამოვა. სავარაუდოდ, 23 იანვარს ემტივიზე.
{მაილი და ლიამი ახალგაზრდა წყვილების სიაში ♥ }
გამოცემა Huffington Post-მა გამოაქვეყნა იმ ცნობილი ახალგაზრდა წყვილების სია, რომელთაც გარკვეული ადგილი უჭირავთ ვარსკვლავთა სამყაროში. უკვე წლებია ეს გამოცემა თავის ჟურნალში წერს ყველაზე ხანგრძლივ ვარსკვლავურ რომანებზე. წელს მაილი და ლიამიც შევიდნენ ამ სიაში და მე-5 ადგილი დაიკავეს. მაილი აღიარებს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ეს კიდევ უფრო აძლიერებს მათ ურთიერთობას. ახალგაზრდა ვარსკვლავური ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: 1. იან სამერჰალდერი და ნინა დობრევი 2. ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი 3. რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი 4. ნიკ ჯონასი და დელტა გუდრემი 5. ლიამ ჰემსვორტი და მაილი საირუსი: ისინი შორდებიან, მაგრამ მალევე ერთად არიან. და სანამ ერთად არიან, ისინი იქნებიან ახალგაზრდა ვარსკვლავურ წყვილებს შორის. Huffington Post თვლის, რომ მათი ურთიერთობა შეიძლება მათი ფანებისთვის კარგი მაგალითი გახდეს და მათზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს.
{როგორ ინარჩუნებს მიამი ურთიერთობას?}
მაილის შეყვარებულს, ლიამს ახლახანს ჰქონდა ინტერვიუ კოსმოპოლიტენთან და მას დაუსვეს კითხვა, თუ როგორ ახერხებს მაილისთან კონტაქტს, როცა ერთად არ არიან. ,,კოსმო: შენი შეყვარებული, მაილი საირუსიც ძალიან ბევრს მუშაობს. გაქვთ რაიმე რჩევა, საქალაქთაშორისო ურთიერთობის შესახებ? ლიამი: სკაიპი! სულ ცოტა ყოველდღე. უბრალოდ შეხედავთ, როგორი ადვილი გახდება.''
{მაილი და "NOH8"}
ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს პროვოკაციულ ფოტოსესიებში მონაწილეობა. 15 წლის მაილი წელამდე შიშველი გადაიღეს ჟურნალ "Vanity Fair"-ისთვის. ახლა კი, როდესაც ის 19 წლის გახდა, მან უფრო საკამათო და სადაო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ახლახანს მაილიმ გადაიღო ფოტოები "NOH8"-ს კამპანიისთვის. ეს პროექტი ფოტოგრაფ ადამ ბოუსკას და მის პარტნიორ ჯეფ პარშლეის ეკუთვნით, რომლების ეწინააღმდეგებიან კანონს "California Proposition 8"_საკონსტიტუციო ცვლილებას კალიფორნიაში ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციის წინააღმდეგ. პროტესტის ჩარჩოებში ისინი ცნობილ ადამიანებს იღებენ საწეპავით დალუქული პირით და წარწერით "NOH8" ლოყაზე.
ფოტოსესიია საბოლოო შედეგი მაილისთან ერთად მზად არ არის, მაგრამ ფოტოგრაფმა თავის ბლოგზე ფოტოები უკვე განათავსა და მაილის მადლობა გადაუხადა მათი კამპანიის მხარდაჭერისთვის. მაილის გარდა ფოტოსესიაში ასევე მონაწილეობას მიიღეს ემა რობერტსმა, დებმა კარდაშიანებმა და სხვა ვარსკვლევებმა.
{მაილი და ლიამი 5 იანვარს დააფიქსირეს, როცა სტუდიო სითიში ტატუს მოსაშორებელ ცენტრს ტოვებდნენ. მაილიმ მოგვიანებით დათვითა, რომ ტატუ არ მოუშორებია}
{6 იანვარს ტოლუკას ტბაზე}
მაილი 6 იანვარს დააფიქსირეს ქუჩაში. მას ეცვა მოკლე ჯინსის შორტი და ასევე ჯინსის ქურთუკი. მან ამ ბოლო დროს საგრძნობლად მოიკლო წონაში მაგრამ მან ასევე თქვა რომ არ ანაღვლებს სხვები რას იტყვიან მის წონაზე.
მგონი საკმაოდ დიდი სიახლე გამოვიდა, ასე რომ, შეაფასეთ <3 დაგვიანებით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს <3