,,მაილი საირუსი თავს იზიანებს?''_არაერთ ინტერნეტ პორტალზე გაჩნდა მსგავსი სტატია, როცა პაპარაცულ ფოტოებზე შეამჩნიეს, მაილის ხელები დასერილი ჰქონდა:
ფოტოების გამოჩენისა და ჭორის გავრცელების შემდეგ მაილის მეგობრებმა გადაწყვიტეს წერტილი დაესვათ ამ სპეკულაციისთვის და თვითერის მეშვეობით ამაზე კომენტარები გააკეთეს(მაილის ამაზე რეაქცია არ ჰქონია). განსაკუთრებული ყურადღება შეინისა და ჯენის თვითებმა მიიპყრო: შეინ ტომასი: ,,მეგობრებო, შეწყვიტეთ ეს სულელური ჭორები. ამას ჰქვია მიზეზზე გამოკიდებული ჭორი, რადგან ასე ის ხალხი აკეთებს, ვისაც უკეთესი საქმე არ აქვს ცხოვრებაში.'' ლორენა: ,,ჯენ, ვფიქრობ, რომ ის ფოტოები დაფოტოშოპებული იყო, რადგან ყველა ფოტოში დასერილი ხელი არ ჩანდა.'' ჯენი: ,,გეთანხმები '' Gomezing: ,,ჯენ, შეგიძლია გვითხრა, რომ მაილის ხელები არ დაუჭრია და კლინიკაში არ არის? ბევრ ხალხს სჯერა.'' ჯენი: ,,ყველას ის სჯერა, რაც უნდა. მაილი ისეთი ჯანმრთელია, როგორიც არასოდეს.''
მგონი ამ თვითებით ყველაფერი ნათქვამია. მაილის ერთ-ერთმა ნაცნობმა ჰოლივუდლაიფსაც განუცხადა, რომ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. მაილი მშვენივრადაა და ამას ახალი პაპარაცული ფოტოებიც ადასტურებს.
*3 აპრილს ტოლუკას ტბასთან სამშაბათს საღამოს მაილი ლიამთან და ფლოიდთან ერთად დააფიქსირეს ტოლუკას ტბაზე. როგორც ხედავთ, წყვილი თავს მშვენივრად გრძნობს) *ახალი ფოტო LOL-დან
"LOL”-ის რამდენიმე სარეკლამო ფოტო უკვე გამოსულია. Lionsgate-მა ახლახანს გამოაცხადა, რომ ფილმის პრემიერა შედგება განსაზღვრულ კინოთეატრებში 4 მაისს. ასე რომ, ზუსტად ერთი თვე დარჩა:) ნახეთ ახალი ფოტო LOL-დან.
* "So Undercover"-ის პრემიერის თარიღები პორტალი imdb.com ირწმუნება, რომ უკვე ცნობილია ფილმ "So Undercover"-ს(ქართულად_,,ფარვის ქვეშ'') პრემიერის ზოგიერთი თარიღები. ესენია: აშშ_27 ივლისი, 2012 ბელგია_30 ივლისი, 2012 ნორვეგია_3 აგვისტო, 2012 ნიდერლანდები_9 აგვისტო, 2012 შვედეთი_10 აგვისტო, 2012.
თუ ეს თარიღები ზუსტია, ფილმის პრემიერამდე არც ისე ცოტა დრო ყოფილა დარჩენილი და, სავარაუდოდ, მალე მის თრეილერსაც ვიხილავთ.
*ჭორები მაილის ახალ ალბომზე ჭორის სახით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაილის შემდეგი სოლო-ალბომი გამოვა მხოლოდ 2013 წელს. წყაროს თანახმად, ამ დისკის სიმღერები წერის პროცესშია, ამიტომ ამ წელს არაფერს არ უნდა ველოდოთ. ერთადერთი, რითაც ფანები ბედნიერები უნდა იყვნენ(თუ ფილმებს არ ჩავთვლით)_ეს არის სადებიუტო სინგლის გამოსვლა ახალი ალბომიდან, რომლის პრემიერაც ნოემბერში შედგება. გადაუმოწმებელ ინფორმაიას თუ დავუჯერებთ, მე-4 სტუდიური ალბომი 2013 წლის დასაწყისში გამოვა.
იმედია მოგეწონათ)))
mariko1
|