მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » Miley Cyrus News
11:32 PM
Miley Cyrus News
მაილი საუბრობს სტრიპტიზიორებზე ელენის შოუში
SU-ს ახალი სტილები
ინფორმაცია SU-ს DVD-ზე
VH1: საუკეთესო ახალგაზრდა ვარსკვლავები
ჭორი: მაილიმ ჩაწერა სიმღერა, რომელიც ადრე ბიონსეს ეკუთვნოდა
მაილი მუშაობს ახალ სიმღერაზე Backyard Sessions-ისთვის
Vote: 2013 წლის სელებრითები
სიახლეები მოკლედ
 

მაილი საუბრობს სტრიპტიზიორებზე ელენის შოუში
მაილი  საირუსი_20 წლის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ლიამ ჰემსვორტზეა დანიშნული, შოკირებული იყო სტრიპტიზიორებით 'ელენ დეჯენერესის შოუ'-ში ინტერვიუს დროს.
 
 
მაილი გეგმავდა ლიამისთვის ეთხოვა, რომ არ ეყურებინა ამ შოუსთვის. მაგრამ ყველაფერი სწრაფად მოხდა. ფოტოები იქამდე გავრცელდა, ვიდრე ის სახლში დაბრუნდებოდა. 
მან თქვა: ,,აქამდე არასოდეს მინახავს სტრიპტიზიორები. მინდოდა, ლიამისთვის მეთქვა: 'არ ნახო ხვალ ელენის შოუ'! მაგრამ სახლში მივედი და მითხრა: 'იცი? თვითერში ყველა შენი და სტრიპტიზიორების ფოტოებს ნახულობს.''


SU-ს ახალი სტილები



ინფორმაცია SU-ს DVD-ზე
 
როგორც ცნობილია, 2013 წლის 5 თებერვალს შტატებში DVD-ზე გამოვა ფილმი So Undercover. მასში იქნება ბონუსები, კერძოდ, წაშლილი სცენები, ''Two And A Half Men''-ის 2 ეპიზოდი, რომელშიც მაილი თამაშობს და ექსკლუზიური კლიპი სიმღერაზე ''See You(In Another Life)''!
სიმღერა ''See You(In Another Life)'' 2007 წელს ჩაიწერა ალბომ 'Breakout'-ისთვის, მაგრამ უარყოფილ იქნა და არ შევიდა დისკში. 2010 წელს გაჟონა ინტერნეტში. მოისმინეთ ქვემოთ:

VH1: საუკეთესო ახალგაზრდა ვარსკვლავები
VH1-მა შეადგინა სია: 100 Greatest Kid Stars , რომელშიც მაილი მე-9 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ჯასტინ ბიბერს ერგო. 
ათეული ასე გამოიყურება:
1. Justin Bieber
2. Macaulay Culkin
3/4. The Olsen Twins
5. Daniel Radcliffe <3 
6. Jaleel White
7. Jonathan Taylor Thomas
8. Raven-Symoné
9. Miley Cyrus <3
10. Britney Spears

ჭორი: მაილიმ ჩაწერა სიმღერა, რომელიც ადრე ბიონსეს ეკუთვნოდა
გუში @TeamMileyNY-მ დაწერა, რომ როგორც ჩანს, მაილი პროდიუსერ Dr. Luke-სთან ერთად მუშაობს სიმღერაზე, რომელიც ადრე ბიონსეს ეკუთვნოდა. ეს ინფორმაცია გაამხილა პროდიუსერმა და სიმღერების ავტორმა @sachaskarbek-მა. 
ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული არ არის, ასე რომ, მოდით ჩავთვალოთ, რომ ჭორია. 

მაილი მუშაობს ახალ სიმღერაზე Backyard Sessions-ისთვის
მაილის ოფიციალურ ფან-კლუბზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ახალ აკუსტიკურ სიმღერას ამზადებს Backyard Sessions-ისთვის
მოუთმენლად ველით ახალ ვიდეოს! შეგახსენებთ, რომ ადრე მაილიმ ჩაწერა ქავერები სიმღერებზე Lilac Wine და Look What They’ve Done To My Song.

Vote: 2013 წლის სელებრითები

საიტიე E! Online ატარებს გამოკითხვას, რათა გამოავლინოს წლის სელებრითი. პირველ ტურში მაილიმ მოიგო, მეორეში კი ეჯიბრება Honey Boo Boo-ს(ვინაა ეს საერთოდ? xD) . იგებს 69, 6%-ით 30, 4-ის წინააღმდეგ. მიეცით ხმა აქ

სიახლეები მოკლედ

✔TeamMileyNY-ს თქმით, ჟურნალი 'კოსმოპოლიტენი', რომლის ყდაზეც მაილი იქნება, 2013 წლის მარტში გამოვა.
✔ფანების თქმით, 5 დეკემბერს მაილი იყო ფილადელფიაში. ალბათ, თავისი ალბომის დასასრულებლად. 
✔მაილის ახლახან ჰქონდა ინტერვიუ, რომელშიც ისაუბრა So Undercover-ის შესახებ და ისიც თქვა, რომ ანჯელინა ჯოლი მისი აზრით საუკეთესო ექშენის მსახიობია, ხოლო Wanted მისი საყვარელი ფილმებიდან ერთ-ერთია.


Hope You Like It <3

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 659 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-12-08 Spam
4. Tày Sama   ( Tày[??????]

honey booboo yvelaze patara bavshvi modelia mgoni rogorc vici smile