მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » Miley Cyrus News))
9:52 PM
Miley Cyrus News))
Miley Cyrus News
'ბილბორდმა' მაილი საუკეთესოდ ჩაცმულად დაასახელა
რისთვის შეიჭრა საირუსის სახლში უცხო პირი? 
მაილი მეგობრებთან ერთად ტოლუკას ტბაზე 
მაიკ შმიდი საუბრობს მაილიზე
რა მისწერა გაგამ მაილის?
რა ჰქვია მაილის ახალ სინგლს?
რას ფიქრობენ ლიამი და ბილი რეი მაილის ახალ ვარცხნილობაზე?
 Two And A Half Men-ის გადაღებები დასრულდა+ფოტოები მოედნიდან


'ბილბორდმა' მაილი საუკეთესოდ ჩაცმულად დაასახელა


თუკი ზოგიერთ კრიტიკოსს არ მოეწონა მაილის ჩაცმულობა VMA-ზე, ამას 'ბილბორდზე' ვერ ვიტყვით. მან დაჯილდოვების შემდეგ გამოაქვეყნა საუკეთესოდ ჩაცმულთა სია, რომელთა შორის მაილიმ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიჭირა. მათ დადებითად შეაფასეს მისი ,,ვამპირული'' Pucci-ს კაბა და პინკის მსგავსი ვარცხნილობა. 
 

რისთვის შეიჭრა საირუსის სახლში უცხო პირი? 

იმ იმედით, რომ ცნობილ პოპ-ვარსკვლავს შეხვდებოდა, უცხო პირი შეიპარა მაილი საირუსის ტერიტოერიაზე. ეჭვმიტანელი ჯეისონ ლუის რივერა პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის მომღერლის ეზოში, ბუჩქებში იმალებოდა. მისი თქმით, ის ღობეს გადაახტა და შეიჭრა სხვის საკუთრებში მაილის ნახვის სურვილით. დაკავების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას ჯიბეებში თან მაკრატელი ჰქონდა.საბედნიეროდ მომღერალი სახლში მარტო არ იყო.მისმა მეგობრებმა სთხოვეს მას რომ ტერიტორია დაეტოვებინა,თუმცა სამართალდამრღვევი მათ არ დაემორჩილა, ბუჩქებთან დაჯდა და როგორც მაილის მეგობრები იტყობინებიან სანთლები დაანთო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიციის მანქანა მაილი საირუსის სახლთან ჩნდება, რამოდენიმე თვის წინ 911-მა მიიღო შეტყობინება, რომ მომღერლის სახლიდან სროლის ხმა გამოდიოდა. საბედნიეროდ, ეს მაშინ მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.
 

მაილი მეგობრებთან ერთად ტოლუკას ტბაზე 

8 სექტემბერს საირუსი მანქანით ლიამთან და მეგობრებთან ერთად ლოს ანჯელესში სთარბაქსთან დააფიქსირეს. 






მაიკ შმიდი საუბრობს მაილიზე
  
  
მომღერალმა, კომპოზიტორმა და მაილის კლავიშნიკმა მაიკ შმიდტმა ცოტა ხნის წინ Youtube-ზე გამოაქვეყნა კომენტარი მაილისა და 'Lilac Wine'-ს შესახებ:
,,მე არ ვიცი BS-ს(Backyground Sessions)-ის შესახებ, რადგან მასთან საქმე არ მაქვს. მაგრამ როცა ამბობენ, რომ მაილი უნიჭოა და სიმღერა არ შეუძლია, ეს სიცრუეა, რადგან მასთან 14 წლიდან ვმუშაობ, ის ნამდვილად კარგი და ნიჭიერი გოგონაა. მან იცის, რასაც აკეთებს და ამას იმაზე დიდი ინდივიდუალობით აკეთებს, ვიდრე ადამიანების უმეტესობა. 
მე ეს სიმღერა ჩავწერე მასთან ერთად და როგორც ხედავთ, ის ცოცხლად მღერის ცოტაოდენი კომპრესითა და ვოკალზე რევერბერაციით, რათა სიმღერას ელფერი მიეცეს. იქ არ იყვნენ პროდიუსერები. ჩვენ უბრალოდ ვმღეროდით და მოგვიანებით ჩვენმა ნაცნობმა, ჰაგერმა, დაამუშავა და დაადო ეფექტები. ეს ნამდვილი მაილია!


რა მისწერა გაგამ მაილის?

VMA-ს შემდეგ ლეიდი გაგამ[რომელმაც დაჯილდოვება გამოტოვა] თვითერზე რამდენიმე სელებრითს მისწერა, მათ შორის_მაილისაც. აი რა დათვითა მან:

,,შენ იყავი კარგად ჩაცმული გასულ ღამეს. თუ ვინმე გაგლანძღავს შენი ვარცხნილობის გამო, არა უშავს. ბრიჯიტ ნეილსონივით გამოიყურები.''

,,ასევე არ ვფიქრობ, რომ ის საყურეები გჭირდებოდა. გამოაჩინე გასაოცარი ყელი.''


რა ჰქვია მაილის ახალ სინგლს?

@xTeamMileyNy-ს თქმით, ახალ სინგლს შესაძლოა Victim(მსხვერპლი) ერქვას. რამდენიმე დღის წინ მაილიმ თვითერზე ძალიან საგულისხმო ფრაზა დაწერა:
,,თუ სიყვარული დანაშაულია, მინდა შენი მსხვერპლი ვიყო.''
ხაზს ვუსვამ, რომ დადასტურებული არაფერია, ეს მხოლოდ ვარაუდია. 


რას ფიქრობენ ლიამი და ბილი რეი მაილის ახალ ვარცხნილობაზე?

რა საგულისხმოა სხვების აზრი, თუ შენი არჩევანი შენს უახლოეს ადამიანებს და რაც მთავარია, შენ მოგწონთ? როგორც საირუსი ამბობს, მის საქმრო ახალი ვარცხნილობით კმაყოფილია, რადგან მის სახეს ასე უფრო კარგად ხედავს; ბილი რეი საირუსი თავიდანვე არ ყოფილა თმის შეჭრის წინააღმდეგი. მაილი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. ასე რომ, დროა ფანებიც შევეგუოთ და პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. 
 

 Two And A Half Men-ის გადაღებები დასრულდა+ფოტოები მოედნიდან

როგორც იცით, მაილი დროებით დაუბრუნდა მცირე ეკრანს_იგი ცოტა ხნით გამოჩნდება ,,Two And A Half Men''-ის ახალ სეზონში. 
ტიშმა გუშინ თვითერზე დაწერა, რომ მაილი ძალიან მოწყენილია, რადგან გადაღებები უკვე დასრულდა. 
ყველასთვის კარგად ცნობილმა პაპარაცის შვილმა_სარამაც გაატარა დრო გადაღებებზე და საირუსების ოჯახთან გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. 



იმედია მოგეწონათ <3 xoxo

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 922 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-09-10 Spam
Kaisiaxlea Momewona Yochag!