*მაილი საუბრობს ნიშნობაზე Marie Claire-ს ინტერვიუში
19 წლის მაილი საირუსი იგერიებს კრიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის და მისი საქმრო_22 წლის ლიამ ჰემსვორტი ძალიან ახალგაზრდები არიან ქორწინებისთვის.
,,ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ არ იყო იმ ადამიანთან, ვისთან ყოფნაც გინდა.''_განუცხადა მან ჟურნალ Marie Claire-ს._,,მე ნამდვილად არ მაინტერესებს ქორწილი და ფურცლის ნაგლეჯი (ალბათ იგულისხმება ქორწინების მოწმობა) ისე, როგორც ის პირობა, რომელიც ჩვენ ერთმანეთს მივეცით. გვინდა გვქონდეს ხანგრძლივი ნიშნობა.''
საირუსი ამბობს, რომ მისთვის ,,ძალიან დიდი სიურპრიზი'' იყო, როცა 31 მაისს ჰემსვორტმა ხელი სთხოვა, თუმცა ნამდვილად მოეწონა მისი არჩეული ბეჭედი, რომელიც როგორც ცნობილია, 1880 წლის ხელნაკეთი ალმასი ამშვენებს. ,,უბრალოდ ძალიან მომწონს, რომ ის ძველია და ისტორია აქვს...და მიხარია, რომ ისე არ გამოიყურება, როგორც ჩემი სხვა ბეჭდები.''
იმის გამო, რომ სელებრითების ქორწინება ხშირ შემთხვევაში ცუდად სრულდება, ყოფილმა დისნეის ვარსკვლავმა დაამატა: ,,არც ერთი ჩვენგანი არაა ძალიან ეჭვიანი. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და არასოდეს გავაკეთებთ ისეთ რაიმეს, რაც გულს გვატკენს.''
*ვისთან ერთად მუშაობს მაილი ახალ ალბომზე?
როგორც ჩანს, ახალ ალბომში ბევრი დუეტი გველის. ერთ-ერთი მათგანი იქნება მოზელასთან(ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი). ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათი დუეტი იქნება როგორც მაილის, ისე მოზელას მომავალი ალბომისთვის.
პოპ ვანსელმა, პროდიუსერმა და კომპოზიტორმა, რომელიც ნიკი მინაჟთან და აშერთან ერთად მუშაობდა, მაილისთანაც იმუშავა რამდენიმე სიმღერაზე. ასევე რონი კოლსონმაც, რომელმაც თქვა, რომ ახალი სიმღერები ,,გასაგიჟებელია''.
ამას გარდა, მაილი მუშაობს ფარელ უილიამსთან, მაკ მილერთან, პოლ დოუსონთან, Hit-Boy-სთან და Internz-სთან ერთადაც.
მაილი შესანიშნავ ადამიანებთან თანამშრომლობს. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ალბომის გამოსვლას.
*სელებრითების 5 ყველაზე კეთილმოწყობილი სახლი
ჟურნალ 'კაპრიჩოს' საიტმა შეადგინა ცნობილი ადამიანების ყველაზე კეთილმოწყობილი და მდიდრული სახლების სია, რომელშიც არც მაილის სახლი გამორჩენიათ.
,,ცნობილი სახეები ყოველთვის გადარბენაზე არიან და მოგზაურობენ ერთი ადგილიადნ მეორეზე. მაგრამ ზოგჯერ ატარებენ დროს თავიანთ მდიდრულ სახლებში, სადაც შეუძლიათ დაისვენონ და დატკბნენ ოჯახითა და ბუნებით. იხილეთ ყველაზე კეთილმოწყობილი სახლები:
1. ჯასტინ ბიბერი
2. მაილი საირუსი
მაილიმ შეიძინა მშვენიერი ვილა სტუდიო სითიში, კალიფორნიაში, რათა იქ თავის ბოიფრენდთან ერთად იცხოვროს. სახლში არის დიდი აუზი, ხუთი საძინებელი, შვიდი სააბაზანო, თვითონ სახლი კი დიდი კედლითაა გარშემორტმული, რათა დაინტერესებულმა პირებმა მას თვალი არ ადევნონ. მომღერალმა მასში თითქმის 4 მილიონი დოლარი გადაიხადა!
3. ბრიტნი სპირსი
4. ჯოშ ჰატჩერსონი
5. დემი ლოვატო''
*ვინ არის 2012 წლის ყველაზე პოპულარული თინეიჯერი?
ჟურნალ J-14-ის საიტმა შეადგინა სია ,,2012 წლის ყველაზე პოპულარული თინეიჯერი''. გამარჯვებული ჟურნალის მკითხველებმა გამოავლინეს და ის ჩვენი მაილი გახდა!
სრული სია ასე გამოიყურება:
1. მაილი საირუსი
2. ჯასტინ ბიბერი
3. დემი ლოვატო
4. ემილი ოსმენტი
5. სელენა გომესი
6. მირანდა ქოსგროუ
7. ვიქტორია ჯასტისი
8. ბრიჯიტ მენდლერი
9. ბელა თორნი
10. უილოუ სმიტი
ჩემი აზრით, სამართლიანი სიაა))
იმედია მოგეწონათ სიახლე