მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 28 » Miley Cyrus News
10:19 PM
Miley Cyrus News
სიახლეები მაილიზე
*მაილის და ლიამის სიყვარულით შთაგონებულმა ფანმა ტატუ გაიკეთა♥
*‘პირველი ინტერვიუ ნიშნობის შემდეგ’
*ინფორმაცია მაილის ახალ ალბომზე

მაილის და ლიამის სიყვარულით შთაგონებულმა ფანმა ტატუ გაიკეთა♥



ეჭვგარეშეა, რომ მაილი და ლიამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია თინეიჯერულ სამყაროში. ისინი არაერთ წყვილს შთააგონებენ, რომ სიყვარული მარტივი არ არის და ის შესაძლებელია იყოს მარადიული. ამის დასტური კი ის არის, რომ ერთ-ერთ ფანს აქვს მათი სიყვარულით შთაგონებული ტატუ. 
Jamie @ SomeoneToTrustx 18 ივნისს თვითერზე წერს:
,,მაილიმ და ლიამმა დამიბრუნეს სიყვარულისადმი რწმენა და შემაწყვეტინეს დამამცირებელი ურთიერთობები. ნახეთ ჩემი ახალი ტატუ. ''

,,სიყვარული არ არის ბრძოლა''



‘პირველი ინტერვიუ ნიშნობის შემდეგ’


მაილიმ და მისმა საქმრომ_ლიამმა 'Aussie Breakthrough Awards'-ზე Celebuzz-ს ინტერვიუ მისცეს და თქვეს, რომ ამაზე ბედნიერები ვერ იქნებიან. 
ახლად დანიშნული წყვილი საზოგადოებაში ერთად პირველად გამოჩნდა ოთხშაბათ საღამოს, ლოს ანჯელესის სასტუმრო InterContinental-ში გამართული 'Aussie Breakthrough Awards'-ის წითელ ხალიჩაზე. 
19 წლის ‘Party In The U.S.A.’-ს შემსრულებელი გამოტყდა, რომ 22 წლის ლიამი უყვარს იმიტომ, რომ ის მამამისს_ასევე ცნობილ ბილი რეის ჰგავს:
,,მამაჩემი ყოველთვის ბევრს მუშაობდა და მიხარია, რომ ჩემი მამაკაციც ასეთია’’_თქვა საირუსმა.
,,მეც ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი და ძალიან კარგია, როცა გყავს ვინმე, ვინც ცდილობს, რასაც აკეთებს, შესანიშნავად გააკეთოს და მხოლოდ კარგით არ დაკმაყოფილდეს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველაფერი 130%-ით მივიღოთ.’’
,,ცხოვრება მართლა მშვენიერია’’_დაამატა ჰემსვორტმა, რომელიც დაჯილდოვებაზე თავისი საერთაშორისო ფილმების გამო მივიდა და ჯილდოც მოიპოვა. 

*ინფორმაცია მაილის ახალ ალბომზე

თვითერის მომხმარებელმა Mileyopolis (@queenlizxo)-მა, რომელიც საირუსზე სანდო ინფორმაციებს გვაწვდის ხოლმე მცირე სიახლე მოგვაწოდა მაილის ახლა ალბომზე:
1. მაილიმ უკვე ჩაწერა 9 სიმღერა
2. ფარელი იყო ის, ვინც დაწერა სიმღერების უმეტესობა. რა თქმა უნდა, მაილიც აძლევდა მას რჩევებს, მაგრამ ძირითადი იდეები ფარელს ეკუთვნოდა. 
3. ახალი ალბომი სრულიად განსხვავებული იქნება Can"t Be Tamed-ისაგან
4. ალბომის გამოსვლა 2013 წლის დასაწყისში იგეგმება, თუმცა ვერც წარმოიდგენთ, რა ტემპებით მუშაობს მაილი. 

  
  
  
მოგეწონათ სიახლე? :) 


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 676 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-06-29 Spam
kargi siaxle♥ Miley♥