მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » miley Cyrus-Miles To Go
6:17 PM
miley Cyrus-Miles To Go

ჩემი ''ექიმი'' მენდი 

ვგრძნობდი, რომ მარტო დავრჩი. ვანესას წასვლამ იმაზე მიმანიშნა, რომ ყველაფერი დამთავრდა. სწრაფად ვიღლებოდი და თავს ცუდად ვგრძნობდი. ვანესა აღარაა დედამიწაზე. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისთვისაც შემეძლო ყველაფერი მეთქვა. ცუდად ვარ. მგონია, რომ დავიკარგე და აი გამოჩნდა გმირი... მენდი. მე მას დიდი ხანია ვიცნობდი. ის ცეკვავდა ''ჰანა მონტანას'' შოუებში და ეხმარებოდა ჰანას ,რომ კარგად წარემართა მისი კარიერა. ერთხელ ერთ-ერთი ტურის დროს, სასტუმროსთან ახლოს ვსეირნობდი. შევხედე მთვარეს და დავიწყე უაზრო ფიქრი. ვიცოდი, მენდი კარგი გოგონა იყო, რომელიც მეგობარს ეძებდა. მე შემი პირველი სიყვარული ვანესა დამეკარგა. ამაზე დავფიქრდი და თავში აზრი მომივიდა. ავედი ჩემს ნომერში. ჩემს ოთახში მენდის საწოლიც იდგა, ჩამოვუჯექი ლოგინზე და გაბედულად შევძახე: ჰეი, გინდა საუკეთესო მეგობრები ვიყოოოოთ? მენდიმ დაუყოვნებლივ მიპასუხა: კიიიი. ეს იყო საოცარი წამები, როცა ბედნიერებით ავივსე, მივხდი, რომ უფალმა მენდი გამომიგზავნა ვანესას სანაცვლოდ და მივხხდი, რომ მენდი და მე დიდი ხანი ვიქნებოდით ერთად.
მე ყოველი შეხვედრისას ვეუბნები მენდის, გახსოვს რა გითხარი ტურზე? იმ საოცარ დღეს? როცა ერთად ვიყავით ყველასგან შორს. მე შენ მეგობრობა შემოგთავაზე და სამუდამოდ ჩავიბეჭდეთ ერთმანეთის სახელები გულში. ვანესას სიკვდილმა მიმანიშნა, რომ მჭირდებოდა ვინმე ახალი, ვინც ვანესას ადგილს დაიკავებდა. კარგია, რომ უფალმა გამომიგზავნა მენდო. როცა ერთად ვართ, პატარა ბავშვებს ვემსგავსებით, რომლებიც ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ბავშვის გული ამ დროს სუფთა, განათებული და მხიარულია. ჩვენ ერთმანეთს შევფიცეთ, რომ სამუდამოდ ბავშვებად დავრჩებოდით და ერთმანეთთან ახლოს ვიქნებოდით.
მენდი youtube ვარვსკლავი გავხადე. ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვეღო უამრავი ვიდეო და შემდეგ youtube-ზე დაგვედო. მახსოვს მენდის სახე, როცა მილიონობით მნახველს ხედავდა ვიდეოს ქვეშ. ამის შემდეგ ჩვენ უამრავი ვიდეო ჩავწერეთ. ვასახიერებდით სხვადასხვა ჯგუფებს შემდეგ კი პატარა ბავშვებივით ვიცინოდით. ერთმანეთს დავცინოდით. ჩავწერეთ ყველაფერი CD-ზე. ჩვენი კომენტარები დავურთეთ ვიდეოებს. მენდი ძალიან მიყვარს. ის ძალიან კარგი ''ექიმია''. შველის გატეხილ გულს. ის ჩემი ფავორიტია. ჩემი და მენდის მეგობრობა არის უფრო ძვირფასი ვიდრე ფული და ძალაუფლება. youtube-ის მაყურებლებო, მინდა გითხრათ, რომ მთავარი ნამდვილად მეგობრობაა.
ჩემი ძმა ბრაისონი ჩემზე დიდია. მახსოვს თუ როგორ დამცინოდა, როცა სიმაღლეში ვიზომებოდით და ის ჩემზე მაღალი იყო. ამაზე ძალიან გვეცინება ახლა.
მინდა დავამატო: საუკეთესო მეგობრებს სიკვდილის გარდა ვერაფერი დააშორებთ! თუ მენდი დამჭირდება, ის წამებში ჩემს გვერდით გაჩნდება. მენდი ჩემზე დიდია. საოცარია, მაგრამ ის ჩემთან ღამღამობით მოდის და სანამ არ დამეძინება, ადგილიდან არ იძვრის. საბანს მაფარებს და ტკბილ სიზმრებს მისურვებს. ვცდილობთ, რომ ერთმანეთს ვასიამოვნოთ.

იმედია მოგეწონათ!
მაქსიმუმ 3 კომენტარი და გავაგრძელებ!
(daamowma - mariko1)
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 672 | დაამატა: katia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-02-13 Spam
magaria gaagrdzele :heart: