იცით რა გრძნობაა, როდესაც ზაფხულის ცხელ დღეს ცივ საცურაო აუზში გადაეშვები? სწორედ ასეთი გრძნობა მქონდა, როდესაც სკოლიდან სახლში დავბრუნდი და მითხრეს, დისნეიდან დარეკესო. მაშინ გადაწყვეტილი არ იყო რომელ როლზე დამამტკიცებდნენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მიბარებდნენ გასაუბრებაზე მაშინ ფიქრობდნენ, რომ მე მომცენდნენ ლილის როლს სერიალში ''ჰანა მონტანა''. ჰანას შემდეგ მთავარი გმირი ლილია, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და მე ზოის რომლზე დამამტკიცეს.
თავიდან ჰანას გმირს სცენარში ზოი ერქვა.
იყო ერთი პრობლემა: მთავარი გმირი 14 წლის უნდა ყოფილიყო, მე კი ჯერ 12-ის არ ვიყავი. ეს პრობლემაც გადაიჭრა და გრიმიორებმა შეძლეს დავემგვანებინე 14 წლის თინეიჯერს.