მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » miley cyrus-miles to go
10:36 AM
miley cyrus-miles to go
...მე ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი ჩემს ხელებზე.ცაცია დავიბადე. ისევე როგორც მამაჩემი. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ მარჯვენა ხელით მეწერა, რადგან თვლის, რომ ცაციებისთვის ცხოვრება უფრო რთულია. თავად ძალიან უჭირს გიტარაზე მარცხენა ხელით დაკვრა. ჩემთვის ეს სირთულეები რომ აერიდებინა, პატარაობიდანვე მაიძულებდა მარჯვენა ხელით მეწერა, ალე რომ, თუ ცუდი ხელწერა მაქვს, ეს მხოლოდ მამაჩემის ბრალია. ერთხელ წავაწყდი წიგნს ჩინურ დამწერლობაზე და გადავწყვიტე ჩინურად წერა მეცადა. მაშინ კერძო თვითმფრინავში ვისხედით. აფრენის დროს წინ წავიწიე და მთელი მელანი ჩემს კაბაზე,ფურცლებზე და სკამებზე აღმოჩნდა. მწარედ მახსოვს ის შემთხვევა და იმის მერე აღარ მიცდია ჩინურის სწავლა.
 რატომღაც ძალიან მიყვარს ჩემი ხელები და განსაკუთრებით ვუვლი მათ. ალბათ, უცნაურია მაგრამ მე ეს ძალიან მსიამოვნებს. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. მარჯვენა ხელს საწერად, გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრისას ვიყენებ, მარცხენა ხელით კი, ჩემს დას თმას ვუვარცხნი, ვეფერები ჩემს ლეკვებს და ჩემთვის საყვარელ ადამიანებს.
 
...ახლა ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში ვარ. წიგნი უნდა დავწერო, მაგრამ ვინ ვარ მე სინამდვილეში? უმეტესობა მე მიცნობს როგორც ჰანას, მაგრამ ის ხომ მხოლოდ სერიალის გმირია. მართალია მე მასში ბევრი ჩავდე ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მე სხვა ვარ. ვაპირებ დავწერო წიგნი რომელიც მიგახვედრებთ თუ ვინ ვარ მე სინამდვილეში, რადგან ჩემს ცხოვრებაზე ვყვები, ჰანასაც შევეხები, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟია.
 
ჟურნალისტები მუდმივად მეკითხებიან, თუ როგორ გრძელდება ჩემი ტური,როდის გამოვა ჩემი ახალი ალბომი, მაგრამ არავინ ინტერესდება იმით, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.სწორედ ამ წიგნით მინდა ვუპასუცო იმ შეკითხვებს, რომლებიც თქვენ ჩემთვის ჯერ არ დაგისვამთ. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი ცხოვრება არ არის ისეთი როგორიც შორიდან ჩანს. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ცისარტყელებში ვცხოვრობ მაგრამ ეს ასე არ არის. მეც ვყოფილვარ დარდიანი, მოწყენილი, გულგატეხილი. მინდა, რომ ჩემში დაინახოთ, ნეშვილში დაბადებული გოგონა, რომელსაც უყვარს მერლინ მონრო და ვერ იტანს ბოსტნეულს. გოოგნა რომელსაც ხშირად თავში ძალიან უცნაური აზრები მოსდის და არა ის ადამიანი, რომელიც ფოტოშოპითაა დამუშავებული და ჟურნალის ყდას ამშვენებს.
 იმედია მოგწონათ! 
უკომენტაროდ არ გავაგრძელებ!
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 647 | დაამატა: katia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-01-19 Spam
dzaan magaria kidev dadee hearts hearts hearts