მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 28 » Miley Cyrus and Liam Hemsworth Relationship Timeline
6:57 PM
Miley Cyrus and Liam Hemsworth Relationship Timeline
მაილის და ლიამის ურთიერთობა
 დასაწყისიდან დღემმდე 

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი არაერთხელ მოხვდნენ ყველაზე პოპულარულ ახალგაზრდა წყვილებს შორის. მოდით, თვალი გადავავლოთ მათი ურთიერთობის განვლილ გზას

წყვილმა ერთმანეთი ფილმ ,,უკანასკნელი სიმღერის'' გადაღებაზე გაიცნო. თავიდან მათი ურთიერთობა ყველას დროებით გატაცებად ეჩვენებოდა, მაგრამ...

ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ერთად გამოჩენა 2010 წლის ოსკარზე. იმავე საღამოს მაილიმ E!-ს დაუდასტურა მათი ერთა ყოფნა...

რამდენიმე კვირის შემდეგ საირუსი ტყავის კაბაში გამოეწყო და თავის შეყვარებულთან ერთად გაუწია რეკლამა ,,The Last Song''-ს. გაჩნდა ჭორები, რომ მათი ურთიერთობა ფილმის პიარი იყო.

წყვილმა ჭორებს ყურადღება არ მიაქცია და 2010 წლის მარტში ერთად გამოჩნდნენ ველოსიპედებზე. ისინი მალევე დააფიქსირეს მაილის მამასთან ერთად. 

არსებობს სიყვარულის დამტკიცების იმაზე კარგი საშუალება, როგორიც ბარში კოცნაა? ალბათ, არა. 
2010 წლის აპრილი. საირუსი ჰანა მონტანას ფინალს იღებს, ჰემვორტი კი KCA-ს წაყვანისთვის ემზადება. წყვილმა შოუში მოიგო ნომინაცია ,,საუკეთესო კოცნა''

,,ჩვენ ისევ ერთად ვართ''
წყვილი ორწლიანი ურთიერთობის მანძილზე რამდენჯერმე დაშორდა, მაგრამ მალევე ისინი ერთად გამოჩნდნენ. 

2011 წლის დეკემბერი. მიამი ერთად დგას CNN Heroe-ს წითელ ხალიჩაზე, სადაც მაილიმ The Climb შეასრულა. 

ჰოლივუდის ყველაზე ცხელი ახალგაზრდა წყვილი ერთად გამოჩნდა PCA-ზეც, სადაც ლიამ ჰემსვორტი ,,შიმშილის თამაშებისთვის'' იყო ნომინირებული. 

წყვილი არ დასწრებია ,,ოსკარს'', მაგრამ სამაგიეროდ Vanity Fair-ისფთერფართიზე გამოჩნდნენ. საირუსი თვალისმომჭრელი იყო კავალის კაბაში, მაგრამ მისი საუკეთესო ,,აქსესუარი'' რაღა თქმა უნდა, ბოიფრენდი იყო. 

,,თამაში იწყება...''
2012 წლის მარტი. გამოდის ,,შიმშილის თამაშები'', რომლის წარმატებამ 2012 წელი ლიამ ჰემსვორტის წლად აქცია. მიამი ამჯერადაც ერთადაა პრემიერაზე. 

,,ბოლო ივენთი ერთად''(ჯერ-ჯერობით)

ბედნიერი წყვილი მარტში ერთად დაესწრო მუჰამედ ალის მე-13  ,,Celebrity Fight Night''-ს. მაილის თითზე ბეჭედი ბრწყინავდა და გაჩნდა ჭორები, რომ ისინი დანიშნულები იყვნენ, მაგრამ ეს სიცრუე აღმოჩნდა. 

თუმცა ეს არაფერს ცვლის. მაილიმ და ლიამმა სიყვარულის გრძელი გზა განვლეს და მგონი უკვე ყველას დაუმტკიცეს, რომ მათი გრძნობა ყალბი არ არის. 

იმედია მოგეწონათ სიახლე <3
მართლა ბევრი ვიწვალე და დააკომენტარეთ 
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 794 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-05-28 Spam
4.    ( busuna[??????]

magaria yochag