ცოტა ხნის წინ, 19 წლის მაილი საირუსმა Twitter–ზე განაცხადა, რომ მისი ფიგურა საზოგადოების განსჯის ობიექტი ხშირად ხდება, ხოლო ტაბლოიდები წერენ, რომ წონაში დაკლება არ აწყენდა.
ამიტომ მან თავის ვებ–გვერდზე მერლინ მონროს სურათი ატვირთა, რომელსაც, როგორც ვიცით საკმაოდ შესამჩნევი ფორმები ჰქონდა. საირუსმა ფოტოზე ასეთი წარწერა გააკეთა: „მე ქალის ფიგურა მინდა, და არა გოგონასი. დამიჯერეთ ქალბატონებო, მამაკაცებიც ასე ფიქრობენ."
Heroes ცერემონიალზე მისულ Roberto Cavalli–ის ყვითელ კაბაში გამოწყობილ მაილის, ერთი შეხედვითვე შეამჩნევდით ცვლილებას – მან ოცნება აიხდინა და მკერდი გაიდიდა..
|