მილა კუნისისა და მისი მეგობრის გეგმები მოულოდნელად უსიამოვნო შემთხვევამ შეცვალა. ისინი ათ უცნობ ადამიანთან ერთად ლიფტში გაიჭედნენ. მსახიობი ნიუ იორკის ერთ-ერთ შენობაში მთელი საათის განმავლობაში ლიფტში იყო გამომწყვდეული. საბედნიეროდ, მაშველების მოსვლამდე ყველამ სიმშვიდე შეინარჩუნა. მეხანძრეები გამოძახების შედეგად ადგილზე გამოცხადდნენ და მილა და მისი მეგობარი ვიწრო ლიფტის ტყვეობიდან იხსნეს.