მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 14 » Michael Douglas-ი და Catherine Zeta-Jones-ი შორდებიან?!
1:44 PM
Michael Douglas-ი და Catherine Zeta-Jones-ი შორდებიან?!

სანამ საწყალი Catherine Zeta-Jones-ი ბიპოლარულ აშლილობაზე მკურნალობს და ფსიქიატრების გარომოცვაშია მოქცეული, Michael Douglas-ი წვეულებიდან წვეულებზე გადადის და გართობას არ იკლებს. 68 წლის მსახიობი პაპარაცებმა ერთ-ერთ ივენთზე გამოიჭირეს - Douglas-ი შესანიშნავ განწყობაზე იყო, იღიმოდა და არაფერი ეტყობოდა, რომ მისი მეუღლე ამ დროს სპეციალურ კლინიკაში იყო მოთავსებული.


არადა Catherine Zeta-Jones-მა ბიპოლაურლი აშლილობა ვერა და ვერ დაძლია. მან მკურნალობის რამდენიმე კურსი გაიარა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია და მედიკოსები ყურადღება ისევ სჭირდება - თანაც იმ დოზით, რომ კურსს საავადმყოფოში გადის და არა სახლში.


Catherine-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მას მერე დაიწყო, რაც მის მეუღლეს, სწორედ ზემოხსენებულ Michael Douglas-ს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სიკვდილიც უაწინასწარმეტყბველეს. მაშინ ცოლ-ქმარი სენთან ბრძოლაში ჩაებნენ და ფაქტი სახეზეა - ავადმყოფობა დაამარცხეს. Michael-ი თავს შესანიშნავად გრძნობს და იმქვეყნად გამგზარვებას აშკარად არ აპირებს.

Zeta-Jones-ი კი მეუღლის განკურნებიდან რამდენიმე თვეში თავად მოხვდა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ - ქალი თავს ძალიან ცუდად გძრნობდა, ყველაფერზე ღიზიანდებოდა, ქმართან და შვილებთან ურთიერთობა არ უნდოდა - საყვარელი საქმის კეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ფსიქიატრებმა დიაგნოზი ძალიან მარტივად დასვეს და ერთ-ერთ კლინიკაში გაამწესეს რამდენიმეკვირიანი კურსის გასავლელად. თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა, მკურნალობის ჩატარება Catherine-ს რამდენჯერმე მოუწია.


რამდენიმე კვირის შემდეგ პრესში გამოჩნდა ინფორმაცია, Catherine-მა და Michael-მა დაშორება გადაწყვიტეს - მსახიობებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ერთი პერიოდი წყვილის მოსალოდნელი გაყრის ამბავი ძალიან აქტუალური იყო. გავრცელებულ ჭორებს რეალურ ელფერს Douglas-ის ქცევა მატებს - მაშინ როცა მისი მეუღლე ფსიქიატრიულში წევს, თავად კი არც ერთ ფართის არ აკლდება.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 692 | დაამატა: Teeo♥(K) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-05-14 Spam
madlooba