მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 24 » messi
12:57 PM
messi
დღეს ყველაზე მაგარი ფეხბურთელის მესის დაბდღეა. ძალიან მიყვარს ეს ადამინი და ალბათ დამეთანხებით რომ მან ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია ♥ ♥

მესის ბიოგრაფია:

ცხოვრების დასაწყისი

ლიონელ ანდრეს (ლეო) მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსაიროში. მამამისი ჯორჯ მესი მუშაობდა ერთ ჩვეულებრივ ქარხანაში ხან მუშად, ხანაც დამლაგებლად. დედა სელია ძირითადად შვილების მოვლით იყო დაკავებული, ვინაიდან ლეოს კიდევ ორი ძმა და ერთ და ყავდა. როდრიგო, მატიასი და მარია სოლი. მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო 5 წლის ასაკში საბავშვო გუნდ "Grandoli” -ში. 1995 წელს იგი ჩაირიცხა "ნიუ ელსის” თანატოლელთა ჯგუფში. 11 წლის ასაკში მას ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. იგი შეიძლებოდა 1.40 მეტრზე მეტი აღარ გაზრდილიყო. "რივერ პლეიდის” ხელმძღვანელობა დიდ ინტერესს იჩენდა მესის მიმართ, თუმცა დახმარების ხელი (ფული) არ გაუწოდებია. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას” სპორტული დირექტორი კარლოს რექსაჩი, რომელმაც არგენტინელის ტალანტი დროულად შენიშნა. მან და კლუბის ხელმძღვენლობამ გადაწყვიტეს გადაეხადათ მესის მკურნალობის საფასური, ხოლო ლეო კი ოჯახთან ერთად ევროპაში, კერძოდ კი ბარსელონაში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად.

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა”

მესის "ბარსელონას” პირველ შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა "პორტოს” წინააღმდეგ 2003 წლის 16 ნოემბერს (16 წლის და 145 დღის ასაკში). დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი მას უკვე დებიუტი ჰქონდა ლა ლიგაში "ესპანიოლის” წინააღმდეგ (17 წლის და 114 დღის ასაკში) და გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბარსელონას” ისტორიაში, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. (რეკორდი კი ეკუთვნის ბოიან კრკიჩს, რომელიც დაამყარა 2007 წლის სექტემბერში). როდესაც მესიმ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა "ალბესეტეს” წინააღმდეგ 2005 წლის 1 მაისს 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო. ამ მაჩვენებლით იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრიმერა დივიზიონში შეძლო გოლის გატანა, თუმცა იმავე ბოიან კრკიჩმა შეძლო ამ რეკორდის დამხობა.

2005-2006 წლების სეზონი

2005 წლის 16 სექტემბერს "ბარსელონამ” გადაწყვიტა კოტრაქტი გაეფორმებინა მესისთვის, რომელიც 2014 წლამდე გასტანდა. 27 სექტემბერს იყო ლეოს პირველი საჩემპიონთა ლიგო მატჩი "უდინეზეს” წინააღმდეგ. სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა. ამ სეზონში მესიმ ჩაატარა 17 შეხვედრა ლა ლიგაში, სადაც 6 გოლი გაიტანა და 6 – ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო. 2006 წლის 7 მარტს კი მან "ჩელსის” წინააღმდეგ თამაშში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონი მისთვის დასრულდა.


2006-2007 წლების სეზონი

ლეომ წინა სეზონში მიღებული ტრავმის მოშუშება არგენტინაში გადაწყვიტა, სადაც ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა. მან ლა ლიგაში თამაში მხოლოდ 2007 წლის 11 თებერვალს განაახლა "რასინგის” წინააღმდეგ, სადაც შეცვლაზე შევიდა. ხოლო ერთი თვის შემდეგ კი მან შეძლო სრულად ეთამაშა მატჩი "რეალის” წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-რიკი შეასრულა. იგი გახდა მეორე ფეხბურთელი ზამორანოს შემდეგ და პირველი "ბარსელონას” ისტორიაში ვინც ელ-კლასიკოში სამი გოლის გატანა შეძლო. ასევე მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 14 გოლის გატანა მოახერხა პრიმერა დივიზიონში. ზუსტად ამ სეზონში შეარქვეს ლეოს "ახალი მარადონა”. მან კოპა დელ რეის გათამაშებაში "ხეტაფეს” წინააღმდეგ გაიტანა ზუსტად ისეთივე გოლი, როგორიც მარადონამ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონტზე. ესპანური გაზეთების უმრავლესობის სათაურებში ხშირად ვხვდებოდით სიტყვას – "მესიდონა”. მესიმ ისევე როგორც მარადონამ ამ გოლის გატანის სტარტი 62 მეტრიდან აიღო, მოატყუა 5 კაცი მეკარიანად და ზუსტად იმავე ადგილიდან დაარტყა საიდანაც მარადონამ 21 წლის წინ. მესიმ შემდეგ ასევე ესპანეთში "ბარსელონას” მომავალ მეტოქესთან "ესპანიოლთან” შემოგვთავაზა კიდევ ერთი სიურპრიზი. მან თითქმის იგივენაირად გაიტანა ხელით გოლი, როგორც მარადონამ ინგლისის წინააღმდეგ.



2007-2008 წლების სეზონი

2007-2008 წლების სეზონის დასაწყისში მესიმ ხუთი გოლის გატანა მოახერხა. ჯერ "სევილიასთან” დუბლი, შემდეგ – "ლიონთან” დუბლი და ბოლოს "სარაგოსასთან” ერთ გოლი. ეს ყველაფერი მოხდა სექტემბერში. მესი ნომინირებული იყო "ფიფას” 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. გამომცემლობა "marca” -ს გამოკითხვებით ლეო აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო "El Mundo Deportivo” -ს და "Sport” -ის ცნობით მესის ოქროს ბურთი ეკუთვნოდა. არგენტინელს ამ სეზონში 6 კვირის გამოტოვება მოუწია. მან ტრავმა მიიღო ჩემპიონთა ლიგის მატჩში "სელტიკის” წინააღმდეგ. ეს მისთვის მეოთხე სერიოზული ტრავმა იყო სამი სეზონის განმავლობაში.

2008-2009 წლების სეზონი

რონალდიონის მიერ კლუბის დატოვების შემდეგ "ბარსელონას” 10 ნომრიანი მაისური მესის ერგო წილად. 2008 წლის 1 ოქტომბერს მესიმ დუბლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის მატჩში "შახტარის” წინააღმდეგ. მან ორი გოლის გატანა მატჩის ბოლო 7 წუთში მოახერხა. ლეოსთვის მომდევნო საინტერესო მატჩი იყო მადრიდის "ატლეტიკოს” წინააღმდეგ, სადაც მისი თანამემამულე და მეგობარი სერხიო აგუერო თამაშობდა. მესიმ ამ თამაშში ჯარიმის გატანა და საგოლე პასის გადაცემა მოახერხა. "ბარსელონამ” ეს თამაში 6-1 მოგიო. 2008 წლის 13 დეკემბერს ლეომ გაიტანა ელ-კლასიკოში, სადაც "ბარსელონამ” მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა. მესი ამ წლის მეორე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა "ფიფას” ვერსიით. ლეომ სეზონის პირველი ჰეთ-რიკი შეასრულა კოპა დელ რეის გათამაშებაზე მადრიდის "ატლეტიკოს” წინააღმდეგ. ასევე არგენტინელი ვარსკვლავი იყო იმ გოლის ავტორი, რომელიც "ბარსელონას” ისტორიაში ლა ლიგაში გატანილი მე-5000 ბურთი აღმოჩნდა. მესიმ ამ სეზონში რამოდენიმეჯერ მოახერხა დუბლის გაფორმება. იგი გახდა ასევე ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით. ლეომ დუბლის გაფორმება ასევე მოახერხა ბლაუგრანასთვის ისტორიულ ელ-კლესიკოში, რომელიც კატალონიელებმა 6-2 იმარჯვეს სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე. 1930 წლის შემდეგ მადრიდელებს საკუთარ კედლებში ასეთი ანგარიშით არ ჰქონდათ წაგებული. ასევე მესი იყო იმ პასის ავტორი, რომელიც ესპანელმა ინიესტამ გოლად აქცია და "ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ლეომ ორივე ფინალში, კოპა დელ რეის და ჩემპიონთა ლიგის, მოახერხა გოლის გატანა. აქედან პირველი კატალონიელებმა "ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ 4-1 მოიგეს, მეორე "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ანგარიშით 2-0. მესი გახდა ასევე კოპა დელ რეის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიონელ მესი არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი "ბარსელონას” მიერ წელს შესურეული ტრიპლეტის.



სანაკრებო კარიერა

მესის დებიუტი არგენტინის ნაკრებში შედგა 2004 წლის ივნისში. ხოლო 2005 წელს კი იგი გახდა არმოჩენა იმ მსოფლიო ჩემპიონატის, რომელიც არგენტინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოიგო. ამ წელს ლეოს მიანიჭეს ოქროს ბურთი – საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის და ოქროს ბუცი – გოლეადორობისთვის. 2005 წლის 17 აგვისტოს შედგა მესის არგენტინის მთავარ ნაკრებში დებიუტი (18 წლის და 54 დღის ასაკში), თუმცა ამ მატჩში იგი შეცვლაზე შევიდა. მან ნაკრებში პირველად სრულად ითამაშა პარაგვაის წინააღმდეგ 2005 წლის 3 სექტემბერს. 2009 წლის 28 მარტს მესი ნაკრებში 10 ნომრიანი მაისურით გამოვიდა ვენესუელას წინააღმდეგ. ის მატჩი არგენტინელებმა 2-0 მოიგეს. ანგარიში კი ლეომ გახსნა. ის თამაში კი იყო სადებიუტო ლეგენდარული მარადონას სამწვრთნელო კარიერის.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

მიუხედავად მიღებული ტრავმისა ლეო მაინც იყო გამოძახებული არგენტინის ნაკრებში და გუნდს გაყვა მუნდიალზე. მესიმ ითამაშა სერბეთის ნაკრების წინაარმდეგ, სადაც შეცვლაზე შემოვიდა 74 წუთზე და გაიტანა გოლი და გახდა ასისტენტი იმ გოლის, რომელიც კრესპომ შასრულა. მესი შევიდა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც მოახერხეს მუნდიალზე გოლის გატანა. ლეომ ძირითადში თამაში დაიწყო ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. მან გოლი გაიტანა მექსიკის წინააღმდეგ გამართულს შეხვედრაში, სადაც შეცვლაზე შევიდა 84 წუთზე. მესის არ უთამაშია გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ნახევარ-ფინალურ მატჩში, რომელიც არგენტინელებმა დათმეს.


2007 წლის კოპა ამერიკა

როდესაც კოპა ამერიკა დაიწყო მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იმათ შორის, ვისაც მანამდე ამ ჩემპიონტზე უთამაშიათ. ამ გათამაშების პირველ მატჩში ამერიკის წინააღმდეგ ლეო მოგვევლინა ფლეი-მეიკერად. კოპა ამერიკის მეორე მატჩში კოლუმბიის წინააღმდეგ მესი გოლების გატანაში მხოლოდ თანამონაწილეობდა. ეს თამაში საბოლოოდ 4-2 დასრულდა და არგენტინელები მეოთხე-ფინალში გავიდნენ. მომდევნო მატჩში მესის საშუალება მიეცა დასვენების და მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდა, ხოლო ამის მომდევნო მატჩში პერუს წინააღმდეგ მესიმ სრულად ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა. ლეომ კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი, ოღონდ ამჯერად მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ. ბოლოს მაინც არგენტინა ფინალში ბრაზილიასთან დამარხდა.



კატეგორია: ♥ Birthdays | ნანახია: 712 | დაამატა: smiler-belieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-06-24 Spam
არრ მიყვარს მაგრამ ჯანდაბას ვულოცავ :დ