მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 15 » mermaids ?!
5:01 PM
mermaids ?!

Mermaids ?!

ქალთევზები : მითი თუ რეალობა ?!

დასავლეთ ევროპისა და ვარშავის ლეგენდები

ასევე მაღალი ხარისხის ფოტკრებული/ანიმაციები

იმედი მაქვს მოგეწონებათ და ველი თქვენს მოსაზრებას !!

Изображение - savepic.net — сервис хранения изображений



Изображение - savepic.net — сервис хранения изображенийИзображение - savepic.net — сервис хранения изображенийИзображение - savepic.net — сервис хранения изображений


ადამიანებს უძველესი დროიდან აინტერესებდათ რეალურად 
არსებობენ ქალთევზები, თუ უბრალდ მითიური პერსონაჟები არიან.
რამდენიმე ხნის წინ აშშ-ს ოკენისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ 
თავის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ
 „წყლის ჰუმანოიდების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს და არც არასდროს უპოვიათ".
ამგვარი განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტელეარხ Animal Planet-ზე 
ფილმი გავიდა სახელწოდებით „ქალთევზები: ნაპოვნია სხეული". 
„მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მეცნიერული 
ფანტასტიკაა, ბევრი ადამიანისათვის 
დამაჯერებელი აღმოჩნდა. ავტორებმა იმისათვის, რომ სურათს რელური სახე მიეღო, 
თანამედროვე კომპიუტერული ანიმაციები გამოიყენეს" - 
ნათქვამია ტელეარხის წარმოამდგენლის განცხადებაში.
ფილმის გასვლის შემდეგ, ეროვნულმა სამსახურმა ელექტრონული წერილი მიიღო, 
რომელშიც ქალთევზების არსებობის დადასტურებას მოითხოვდნენ.
 „ქალთევზები ეს ნახევრად ადამიანები და ნახევარდ თევზები არიან, რომლებიც 
მხოლოდ მითიურ არსებებს წარმოადგენენ. ჩვენ ქალთევზების შესასწავლი
 სამეცნიერო პროგრამა არ გავქვს" - 
ამბობს ოკეანის ნაციონალური სამსახურის პრესმდივანი BBC-სთან ინტერვიუში.

მითი თუ რეალობა?!

უძველესი ამბებისა და უცნაური ისტორიების თანახმად ქალთევზები არაინ არსებები, 
რომლებიც ზღვებსა და მდინარეებში ბინადრობენ. ქალთევზებს თევზის კუდი და ადამინის ტანი აქვთ. 
თუმცა თუ სლავურ მითოლოგიას გადავხედავთ, გამოდის, რომ ეს ძალზედ უცნაური 
არსებები ბევრად უფრო საინტერესო და ცოტა არ იყოს საშიშებიც კი არიან.
 როცა მოსაღამოვდება, ისინი მდინარის ან ზღვის ნაპირზე ამოდიან და როკვასა 
და სიმღერას იწყებენ. თუ ამ დროს ისინი ნახავენ მოხდენილ კაცს, მოაჯადოებენ
 მას და საბოლოოდ წყლის ფსკერზე ჩაიყოლებენ
ისტორიები ქალთევზებზე უკავშირდება სირინოზებს, ნიმფებსა და ფერიებს.
წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, 
სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. 
ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უგულო არსებებთან ასოცირდებოდნენ,
 რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. 
ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, 
სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს
 და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული 
ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, 
რათა თითონაც მომკვდარიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს 
ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, 
ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუმს და სიღრმეებში
 ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად.
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ახლო აღმოსავლეთის ლეგენდების მიხედვით,
 ქალთევზები დიდი ხნის წინ გაჩდნენ. 
ქალღმერთ ასტარტას, მოკვდავი მწყემსი 
შეუყვარდა, თუმცა,უცაბედად შემოაკვდა.
 დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება 
და თევზად გადაქცევა გადაწყვიტა, 
მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, 
წელსზევით ის ქალად დარჩა, 
წელსქვემოთ კი ფარფლიან
 თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა.

დასავლეთი ევროპა!

გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან,
 რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუმთ.
 არსებობს მე-5 საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიასთან ახლოს,
 პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი
 ქალთევზა ყოველ დილით ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. 
ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა 
ისევ ზღვას მიაშურა. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარმაც "პატარა ქალთევზა" 
ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა:
 "ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს".
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

ვარშავის ქალთევზა !!

პოლონური თქმულება მოგვითხრობს: უხსოვარ დროს ტრიტონის ორმა ქალიშვილმა 
ოკეანეებსა და ზღვებში მოგზაურობა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა მათგანმა დანიის 
სანაპიროზე ინება დარჩენა, ამიტომაც კოპენჰაგენის პორტის შესასვლელთან დღემდეა
 მჯდომარე ქალთევზას ქანდაკება. მეორე თევზქალამ მდინარე ვისლას მიაღწია და
 მისი წყლების სიღრმეებში ჩაეშვა. დაღლილმა წყლის არსებამ სოფელ ვარშავის 
მახლობლად ქვიშიან ნაპირზე არჩია დასვენება. ადგილობრივი მებადური მისი სილამაზითა
 და სიმღერით დასატკბობად გაეშურა ქალთევზასკენ. ბოროტმა ვაჭარმაც მოჰკრა 
ზღვის ქალის სიმღერას ყური, ამიტომ, მებადურის 
კვალს გაჰყვა და რომ მიაგნო, ქალთევზა დაატყვევა.
სხვა ლეგენდის თანახმად, ქალთევზა ვარშავაში ქალაქის უძველესი დამცველის 
გრიფინის სიყვარულით ბალტიის ზღვიდან მიცურდა, რათა დაღუპული 
საყვარლის გამო შურია ეძია, რომელიც მე-17 საუკუნეში შვედებთან ბრძოლისას 
დაღუპულიყო. ამის შემდეგ ქალთევზა ქალაქის დამცველი გახდა და ვარშავის სიმბოლოდაც იქცა.
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

  
 


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1535 | დაამატა: N♡IAN | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-06-17 Spam
biggrin :D madloba yvelas azrisatvis! ♥