მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » მეყვარები გულის პარკუჭების ფატალურ ფიბრილაციამდე!
2:03 PM
მეყვარები გულის პარკუჭების ფატალურ ფიბრილაციამდე!

მას შემდეგ რაც ჩემმა ბადურამ შენი გამოსახულება უკუღმა აღიქვა, ჩემმა სისხლის მიმოქცევის ორივე წრემ უკუღმა დაიწყო ტრუალი! როცა გიყურებ ჩემი 12 გოჯა ნაწლავი კიდევ უფრო იგრიხება და 20 გოჯა ხდება.შენი ლამაზი თვალებით დატყვევებულ ჩემს ორმხრივჩაზნექილ ერითროციტებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ჟანგბადის ტრანპორტი და შენს სიყვარულს აღმა–დაღმა დაატარებენ!როდესაც გიყურებ ისეთი ტახიკარდია მემართება, უკვე სამჯერ გადავწვი ფონედოსკოპი და აორტის რკალიც გამისწორდა.ვერ დაიტია ჩემმა 4–საკნიანმა გულმა შენი სიყავრული და გადავწყვიტე მის ლატერალურ მხარეს ერთი "ჩეხური" პროექტის პარკუჭი მივაშენო სადაც მხოლოდდამხოლოდ შენ იქნები, გექნება შენი ადგილი და ყელში არ ამოხვალ!სულ ამერია გოლჯის აპარატები და ლიზოსომების მაგივრად მაკროფაგებს ასინთეზებენ. მინდა ისე ჩუმად შემოვიდე შენში, როგორ ვირუსი–უჯრედში. შენ კი ისე შემოიჭერი ჩემს ცნს–ში, როგორც Na–ის იონები შეიჭრებიან უჯრედში მოქმედების პოტენციალის აღმოცენებისას! ის პირობითი გამღიზიანებელი ხარ, რომელიც ჩემს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვალ შრეს ადრენალინის გამომუშავებას აიძულებს! როცა პირველად დაგინახე ისე ღრმად შევისუნთქე ჰაერი, რომ ფიტვების სასიცოცხლო თევადობა 4800–დან 7251–ზე ამივიდა, სახლში კი ჯარიმა მომივიდა ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივ გამოყენებაში. მაშჰინ დამერღვანორმალური PH. როდესაც შენზე ვფიქრობ გულის ტეტანური შეკუმშვები მეწყება, იმპულსს იმპულსი ემატება და რეფრაქტერობის ფაზაც ზამთრის ცივი გრძელი გამისავით იწელება.

ჩვენი ურთიერთობა ცილის ბიოსინთეზს მაგონებს: მივუყვებით ცხოვრების მატრიცას და თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე სულ უფრო იხვეწება და სრულყოფილი ხდება ჩვენი სიყვარული.მაგრამ რა ვუთხრა ნაღვლის წვენივით მწარე წუთისოპელს?!–– ჩვენს ურთიერთობაში დედაშენი ჩაერია და უნდა, ჩვენს "ცილის სინთეზში" UAG სტოპ კოდონის როლი ითამაშოს. მაგრამ ჩვენს გუანინ–ციტოზინივით მყარ კავშირს ვერ გაწყვეტს რესტრიქტაზა დედაშენი!!! ეს იმიტომ რომ ჩვენი ბედი აქტინ–მიოზინური კომპლექსივითაა დაკავშირებული ერთმანეთთან. 

როცა ვერ გხედავ გული დოფამინით მევსება და ბრადიკარდია მემართება. იცოდე რომ ყოველთვის მეყვარები ჩემო პროლაქტინო, გლუკოზასავით ტკბილო, ჩემო ადჰეზიურო ცილავ და სეროტონინის სინთეზის ინციატორო! 
მეყვარები გულის პარკუჭების ფატალურ ფიბრილაციამდე!!!!!!!

დაამოწმა :

Smiler_Tizzie

-Smiler-

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 788 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-01-26 Spam
5. Sali --   ( sal922[??????]

uuHhh :D <3