ზუსტად არავინ იცის,როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება ერთი, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებს.მეგობრობას, გრძნობათაგან უპირველესს, ალბათ ის შენსანიშნავი, ენით უთქმელი შეგრძნება ქმნის, რომელიც შენს გვერდით მყოფ ადამიანს – ერთ მამაკაცს, ერთ ქალს – დანარჩენებში გამოგარჩევინებს, ერთადერთს მრავალთაგან, ვინც გაინტერესებს, ვინც შენს ზრახვებსა და გემოვნებას ესადაგება.
დრო გადის და მეგობტების უზარმზარ წრეში ნელ-ნელა ერთ მეგობარს გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე, არც ჩაცმულობით გამოირჩევა… მაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვია – გამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ…
მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას.ზოგი ადამიანი განმარტავს, რომ მეგობრობა არის ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება.
დღესდღეობით მსოფლიოში მოხდა ბევრი ღირებულების გადაფასება, სოციალური პრობლემებით დავიტვირთეთ, ჩვენთვის უცხო გახდა ერთგულება, მეგობრობა და ურთიერთგატანა. ვერც კი მივხვდით,რომ ამის გამო უფრო გაგვიჭირდა. თითქოს ღალატი, დაბეზღება, გაუტანლობა მეტად დაფასდა. მეგობრობის გრძნობა ქართველი კაცის ბუნების ნაწილია, ძმადგაფიცვაა ამის ნათელი დასტური. ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებში თვით უჩვეულო ძალით დაჯილდოვებულ გმირებს გვერდს ერთგული მეგობრები უმშვენებენ. მაგალითად ზღაპარში "ცისკარა" ცისკარა და ბადრი უებრო მეგობრები არიან. ქართველი მწერლები უხვად უმღერიან მეგობრობას თავის ნაწარმოებებში. შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" მეგობრობისა და სიყვარულის ჰიმნია.
ოდითგანვე ქართველი კაცის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში მისი მეგობრობის უნარია, ამის გამო საქართველოში მცხოვრები, თუ სტუმრად მყოფი ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს. ახლო წარსულში,როდესაც საქართველო ყოფნა-არყოფნის საშიშროების წინაშე იდგა, მეგობარი ქვეყნების მტკიცე პოზიციამ იხსნა იგი.
ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ "კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის "ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: "მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.
რა არის მეგობრობა? როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობარი? როგორია ჭეშმარიტი მეგობარი და ა.შ. ეს კითხვები ყველას გვაწუხებს და სულ ძიებაში ვართ ჭეშმარიტ მეგობრობაში ბევრი გძნობა ერთიანდება აქ არის თავმოყრილი ისეთი გძნობები როგორიცაა სიყვარული, სითბო ურთიერთ გაგება, უანგარობა და ა.შ. ყოველივე ამ გძნობების გაერთიანებით ყალიბდება ნამდვილი მეგობარი რომელი მეგობარიც მერე მთელი ცხოვრება გვახსოვს და გვიყვარს.. მეგობრების ერთიანობით ჩხოვრებაში ჩვენს გარშემო იქმნება ისეთი ადამაინთა წრე რომელთან ერთადაც გატარებული კოველი დღე ლამაზი და სასიამოვნოა მეგობარი ცხოვრებაში იმაზე მეტს გვაძლევს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თვითოეული ჩვენგანი იმაზე მეტად ემსგავსება თავის მეგობარს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს ამიტომაც არის რომ მეგობარს ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი აკისრია ისევე როგორც ოჯახს… ასე რომ მეგობარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აკვს ჩვენს ცხოვრებაში..
PS:აქ ბევრს დავუმეგობრდი და მანამდეც მყავდა აქ მეგობარი
ასე რომ ვისაც მოგინდებატ ცჰემტან მეგობრობა პირადსჰი მომწერთ :*
ეს სიახლე კი ყველას და განსაკუტრებიტ ერს ეხება ტიტონ მიხვდება ვინააა და ვისაც დავუმეგობრდი იმასსცც
mariko1
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:793 | დაამატა:♥AnA-^_^♥ | რეიტინგი:5.0/2