მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 16 » მე და ზამთარი :დ
7:21 PM
მე და ზამთარი :დ
გუშინაც ციოდა. ზამთარს არც მარტში უნდოდა წასვლა და გამეტებით აყრიდა ციდან თეთრ ფანტელებს, რომლებსაც ქარი სადარბაზოებსა და ქუჩის კუთხეებში აგროვებდა. დილით დედამ გამაღვიძა: უკვე ცხრის ნახევარიაო. თანაც დააყოლა: თბილად ჩაიცვი, ნამდვილი ქარაშოტიაო გარეთ. ავდექი და გუშინ ღამით გვერდზე მოდებულ პაპისეულ „დიდოსტატის მარჯვენას" დაგავხედე. 1953 წელს გამოცემული წიგნი ოდნავ შელახულა, უკანა ყდა გასთეთრებია, წინ კი ოქროსფერი ასოები ბრინჯაოსფრად გადაქცევია. მომინდა თბილ ოთახში ჯდომა და წიგნის წითხვა საოცრად.

სახლიდან გამოვედი და წამიერად ფიფქების ოცნებაში გავეხვიე. დიდი ხანია არ ვყოფილვარ ეკლესიაში... დღეს მივდიოდი დიდი ხნის მერე. საკათედრო ეკლესია სავსე იყო ხალხით, მაგრამ მეგობრები ადვილად ვიპოვე. დიდედა და თინაც შემხვდნენ. ნიქოზში ვერ წასულან დილით. გზააო თოვლის გამო ჩაკეტილი ნიქოზისა, ამბობდა დიდედა, მანქანები არ მოძრაობენ და საკათედროში წამოვედითო ამიტომ. მართლაც არ აპირებდა ზამთარი წასვლას. აი, უკვე მეხუთე თვეა არ თმობს. ნოემბერში მოვიდა პირველი თოვლი... 7 ნოემბერს... და იმის აქეთია კვირა არ გავა რომ თავი არ შეგვახსენოს და ერთი-ორჯერ გვარიანად არ წამოაყაროს. გაზაფხული მაინც ებრძვის მოხუცსა და უხორცო ზამთარს. კვირაში ერთხელ მოაღწევს ხოლმე ჩვენამდე მისი შემონათვალი სხივები, მაგრამ მეორე დღეს ისევ ბრძოლაში გამოცდილი, ბებერი ზამთარი იმარჯვებს და კიდევ ერთხელ დაგვსჯის გაზაფხულის მომლოდინე ადამიანებს ცივი ქარითა და თოვლით.

ეკლიასიში ლოცვებს ვუსმენდი და გულში ვღიღინებდი ათასჯებ მოსმენილ საგალობლებს. დროში გადავყავდი იქ დგომას... სხვა სამყარო იყო ჩემს წინ. უამრავი მოგონება აიშალა გონებაში. აი, თუნდაც კიდევ ერთი ზამთრისა, როდესაც საკათედრო ეკლესიის ეზოში ვთამაშობდით ბავშვები. ლიკას დაბადების დღე იყო და საზიარებლად ვიყავით მზად. საღამოს „თეთრონში" გვეპატიჟებოდა ლიკა. ახალი მოთოვილი იყო. სულ გადაგვავიწყდა უზმოზე რომ უნდა ვყოფილიყავით და თოვლისთვის გემოს გასინჯვა მოვინდომეთ. მაინც გვაზიარა მოძღვარმა. ამაზე კი ის დღე მომაგონდა ნიქოზში საზიარებლად საკურთხევლის წინ რიგში რომ ვიყავით ჩამწკრივებულნი და ნაიკოს თაფლის სანთელი რომ შემოეჭამა. მაშინაც აზიარა ნაიკო მამა იოანემ. ან თუნდაც ის დღე, რომელიღაც სოფლის ეკლესიაში რომ ატარებდა წირვას მამა გედეონი და ჩვენ მანქანაში ზიარების წინა ლოცვებს რომ ვკითხულობლით მორიგეობით...

ცივი ჰაერის ნაკადმა გამომაფხიზლა. ყოველ წუთს აღებდნენ კარს ტაძარში შემომსვლელები და გამსვლელები. სტიქაროსანთა ჯგუფმა ჩამიარა და კიდევ ერთხელ გადამიშვა ფიქრებში, თუმცა ღრმადაც ვერ ჩავვარდი: წავიდეთო სოფომ. ფიზიკაზე გვაგვიანდებოდა უკვე. გამოვედით და კიდევ ერთხელ შევერიეთ ფიფქების ოცნებას. ქარი სახეში გვეცა და ჩვენს ლოყებს წითლად დაეტყო მისი ცივი კვალი. სადღაც შორიდან ისევ მესმოდა ნაცნობი საგალობლები. ალბათ კიდევ დიდი ხანი არ აპირებს ზამთარი წასვლას...


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 664 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-03-17 Spam
mari, me xo vgijdebi gogo raaa biggrin