მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » მდიდარი ადამიანებისთვის ცალკე სოციალური ქსელი იქმნება
2:22 PM
მდიდარი ადამიანებისთვის ცალკე სოციალური ქსელი იქმნება
სიმდიდრის არათანაბარი განაწილება თანამედროვე მსოფლიოს დღევანდელი რეალობაა. ამის გამო მდიდრები რიგითი ადამიანებისგან არამარტო რეალურ ცხოვრებაში, არამედ კიბერსივრცეშიც უნდა გამოირჩეოდნენ - ამის შესახებ დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრეს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის ცალკე სოციალური ქსელის შექმნის თაობაზეც იმსჯელეს.

ქსელის შექმნის ინიციატორი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Tibco-ს დამფუძნებელი, ვივეკ რანადივია. მისი აზრით, პირველ ეტაპზე ახალშექმნილ სოციალურ ქსელში მსოფლიოს 200 ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი უნდა გაერთიანდეს. რანადივის თქმით, ასეთი გაერთიანებები ”მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის” საშუალებას მისცემს. მათ მარტივად შეეძლებათ, გლობალური პრობლემების მოგვარებისთვის თავიანთი ძალისხმევა გააერთიანონ. რანადივის ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელი, კლაუს შვაბიც.

ახალი ქსელი TopCom ”ფეისბუქის”, ”ტვიტერის” და ”სკაიპის” შესაძლებლობებს მოიცავს. რანადივი ირწმუნება, რომ ის საიმედოდ იქნება დაცული. ქსელი მუშაობას ფორუმის დასრულების შემ
დეგ დაიწყებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/47526-mdidari-adamianebisthvis-calke-socialuri-qseli-iqmneba.html#ixzz1m4F0BtWf
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 579 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-02-12 Spam
3.    ( Belieber❤[??????]

ra sachiroa gamoyon au debilobaa...