კომპანია 1940 წელს დაარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში(კალიფორნია).
1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s - ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.
2008 წლისათვის კორპორაციის ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 400 000 ადამიანი, ხოლო მოგებამ შეადგინა $23,5 მილიადრი.
2009 წელს კორპორაციის კაპიტალიზაცია შეადგენდა $64,2 მილიარდს. კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჟდომარე და მთავარი მმართველია ჯეიმს სკინერი, პრეზიდენტი - დონ ტომპსონი.
2009 წელს ივნისისათვის, McDonald’s სავაჭრო ნიშნის ქვეშ მსოფლიოს 118 ქვეყანაში მუშოაბდა 32 060 რესტორანი, რომელთაგან 14 000 აშშ-ში მდებარეობს. 25 578 რესტორანი იმართებოდა ფრანჩაიზინგის პრინციპით. შედეგად, რესტორნების ასორტიმენტი, ზომები და პორციის შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში. რესტორნების ასორტიმენტში შედის ჰამბურგერები (მ.შ. „ბიგ მაკი"), სენდვიჩი, კარტოფილი ფრი, დესერტები, სხვადასხვა სასმელი და ა.შ. ქვეყნების უმრავლესობაში, მაკდონალდსის რესტორნებში იყიდება ლუდიც. ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებით უზრუნველსაყოფად კორპორაციისათვის პრიორიტეტულია ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება. თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება მაკდონალდსის ქსელში, წარმოებულია ადილობრივ ბაზარზე. ადგილობრივი პროდუქტების რაოდენობა რესტორნებში მერყეობს 70%-დან 85%-მდე.კორპორაციის ერთ-ერთი კარგად განვითარებადი პროექტია საყავეების ქსელი „McCafé".
(daamowma __mariami)
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:679 | დაამატა:tako♥♥♥ | რეიტინგი:0.0/0