26 სმ დიამეტრის ფორმა, სასურველია ეხნებოდეს გვერდები
მომზადების წესი
ორცხობილა დაფქვით ან ხელით დაფშვენით და კარაქში აურიეთ. ჩადეთ ფორმაში და გააბრტყელეთ.
გააცივეთ მაცივარში 1 სთ მაინც.
წაუსვით შედედებული რძე, შემდეგ ათქვეფილი ნაღები და ცოტა ხანი კვლავ მაცივარში შეაბრუნეთ.
გადნეთ შოკოლადი ორთქლზე, დაამატეთ 3 ს.კ რძე ან წყალი, ან ისევ ნაღები, ცოტა შეაგრილეთ და ნამცხვარს მოასხით. შედგით ისევ მაცივარში რომ კარგად გაცივდეს და გამაგრდეს.
ძალიან ჰაეროვანი და ნაზი გამოდის, გემრიელად მიირთვით !..